ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსი

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსი

05/01/2016 15:55

კონკურსის მიზანი: ნიჭიერი, ახალგაზრდა მეცნიერების გამოვლენა და წახალისება ღია კონკურსის საფუძველზე, ინდივიდუალური ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის განვითარება და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდა. აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.

ხანგრძლივობა: ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსის პირობებით კვლევითი პროექტის ხარგრძლივობაა 24 თვე

კონკურსის კოორდინატორები:  ნ. ბიწაძე, ვ. ლომიძე

კონკურსის 2017 წლის ბიუჯეტი: 300,000.

ნორმატიული აქტი

2017 წლის კონკურსის პირობები 

დაფინანსებული პროექტები:

2016 წელი

2015 წელი