გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი

გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი

05/01/2016 15:51

კონკურსის მიზანი: გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში საქართველოში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნაა ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე და პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. გათვალისწინებულია კვლევის შედეგების გამოყენების რეალურობა და  მდგრადობა, ასევე მომავალში მისი კომერციალიზაციის პოტენციალი. კვლევას შედეგად უნდა მოჰყვეს, სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით, ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა. კონკურსი აფინანსებს მხოლოდ პროექტის კვლევით ნაწილს, თუმცა ამ მიმართულებით ფონდი თანამშრომლებს ერთობლივი დაფინანსების პრინციპით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და ინტელექტუალური საკუთერების სააგენტო „საქპატენტთან“, რათა მოხდეს კვლევის შედეგების კომერციალიზაციის ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების საავტორო უფლებების მოპოვების და დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, კვლევის შედეგების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან, კვლევების ინტერნაციონალიზაციასა და გამოყენებითი კვლევების თვალსაზრისით საერთაშორისო სამეცნიეო ქსელში ინტეგრაციას, ინოვაციების გამოვლენასა და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას, ასევე, კვლევების ინტეგრაციას უმაღლეს განათლებაში, ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვით კვლევაში მათი სამეცნიერო პოტრენციალის ზრდას.

 

კონკურსის სამიზნე ჯგუფები: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.

ხანგრძლივობა: გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის პირობებით კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 12- 24 თვეს.

კონკურსის კოორდინატორები:   დ. ჩიჩუა, გ. აბულაძე

 

ნორმატიული აქტი