გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/DSCN5438.JPG
08/11/2016 10:15

„ტერმინი, ცნება და პარადიგმა ვეფხისტყაოსანში“

2016 წლის 4 ნოემბერს სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, მაყაშვილის ქ.№ 32-34) საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში - „ვეფხისტყაოსანი და მისი ადგილი მსოფლიო მწერლობაში, თანამედროვე ინტერპრეტაციები (ეძღვნება „ვეფხისტყაოსნის“ შექმნიდან 850-ე საიუბილეო წლისთავს) შედგა პრეზენტაცია სამეცნიერო კრებულისა „ტერმინი, ცნება და პარადიგმა ვეფხისტყაოსანში“.  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ტერმინი, ცნება და პარადიგმა ვეფხისტყაოსანში“ მიზნად ისახავდა პარადიგმულ სახე-სიმბოლოთა,  სპეციფიკურ ცნება-ტერმინთა კვლევას. პროექტით გათვალისწინებული თითოეული საკვლევი საკითხი დამუშავდა მასზე არსებული ტრადიციული და უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით. პერიოდულად ქვეყნდებოდა სამეცნიერო პუბლიკაციები.  ჩატარდა 2 სამეცნიერო კონფერენცია. დასასრულ  გამოიცა შრომათა კრებული „ტერმინი, ცნება და პარადიგმა ვეფხისტყაოსანში“, გამომცემლობა „მწიგნობარი“, თბილისი, 2016 (304 გვ.). კრებულში შესულია პროექტის ძირითად მონაწილეთა: ლია კარიჭაშვილის (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი), მარიამ კარბელაშვილის, ნანა გონჯილაშვილის, თამარ ხვედელიანისა და ლია წერეთლის ნაშრომები, უძღვის რედაქტორის, ვანო ამირხანაშვილის წინასიტყვაობა, დართული აქვს რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე. ვფიქრობთ, კრებული წაადგება რუსთაველის შემოქმედებისა და ზოგადად მისი ეპოქის მწერლობით დაინტერესებულ სამეცნიერო, პედაგოგიურ საზოგადოებასა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. რუსთველური პრობლემატიკა, მისი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობიდან გამოდინარე, ყოველთვის აქტუალურია. თანამედროვე სამეცნიერო, პრაქტიკულ–პედაგოგიური გარემო კი ითხოვს, მკაფიოდ იქნას გააზრებული და თანამედროვეობასთან ადაპტირებული ესა თუ ის რუსთველური ცნება- ტერმინი თუ სახე-სიმბოლო. ეს რუსთაველის მხატვრული სამყაროს წვდომის აუცილებელი პირობაა. ნაშრომი პერსპექტიულია სამომავლოდ არამხოლოდ რუსთველოლოგიური და ზოგადად ლიტერატურათმცოდნეობით კვლევებისთვის, არამედ ინტერდისციპლინარული ძიებების თვალსაზრისითაც, რამდენადაც მასში შესწავლილია პოლიტიკური, ფილოსოფიური, იურიდიული, სოციალური, ეთიკური, საღვთისმეტყველო, ეკონომიკური, ფოლკლორული, გეოგრაფიული, ეთნიკური და კულტუროლოგიური ცნება-ტერმინები და რეალიები. კრებული წაადგება აგრეთვე კომპარატივისტულ კვლევებს, რამდენადაც მასში წარმოჩენილია ინტერკულტურული კომუნიკაციები. ნათელია, რომ რუსთველური მოდელი აერთიანებს დასავლური და აღმოსავლური ლიტერატურის, აგრეთვე ბიბლიისა და საერო მწერლობის მოტივებს, სახე–სიმბოლოებსა და ცნება-ტერმინებს. ნაშრომის გამოყენება პერსპექტიულია  რუსთაველის სპეციალური ლექსიკონების შედგენისას, რადგანაც მასში დასაბუთებულია ამა თუ იმ ლექსემის მნიშვნელობა შესაბამისი კონტექსტებით. მიგვაჩნია, რომ ნაშრომი დააინტერესებს არამხოლოდ  სამეცნიერო საზოგადოებას, პედაგოგებსა და მოსწავლე ახალგაზრდობას,  აგრეთვე მკითხველთა ფართო წრეს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/777.jpg
04/11/2016 17:14

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო- კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ კონკურსის გრანტის მფლობელთა საჯარო პრეზენტაციები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით ახორციელებს  საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის. მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის  ფარგლებში, რომლის დევიზია ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან”   ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოსწავლეებისთვის  საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ჩატარებას. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ავტორები, უცხოეთში სამეცნიერო კვლევითი სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს. 2016 წლის 4 ნოემბერს  ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო- კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2015 წლის კონკურსის გრანტის მფლობელმა  თათია მთვარელიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია  თბილისის N175-ე და N133-ე საჯარო სკოლებში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/IMG_1923.JPG
03/11/2016 11:19

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო- კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ კონკურსის გრანტის მფლობელთა საჯარო პრეზენტაციები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით ახორციელებს  საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის. მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის   ფარგლებში, რომლის დევიზია ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან”   ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოსწავლეებისთვის  საჯარო, სამეცნიერო/პოპულარული ლექციების ჩატარებას. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ავტორები, უცხოეთში სამეცნიერო კვლევითი სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს. 2016 წლის 2 ნოემბერს  ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო- კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2015 წლის კონკურსის გრანტის მფლობელმა შოთა გოგიჩაიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია  თბილისის N175-ე და N133-ე საჯარო სკოლებში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/NoGAP.jpg
03/11/2016 09:47

NoGAP პროექტის შედეგები

2016 წლის სექტემბერში დასრულდა ევროკომისიის ჩარჩო პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი - „ცოდნის ტრანსფერის საზოგადოება მეცნიერებას, ინოვაციებს და ბიზნესს შორის არსებული  გაწყვეტილი კავშირის ლიკვიდაციისათვის“. პროექტი წარმატებული იყო. მას კოორდინაციას  ცნობილი გერმანული კომპანია „შტაინბაიზის ევროპის ცენტრი“ უწევდა.  პროექტის კონსორციუმი ექვსი ქვეყნის (გერმანია, რუმინეთი, სლოვაკია, უკრაინა, ბელორუსია საქართველოს) რამდენიმე ორგანიზაციას მოიცავდა. საქართველოდან პროექტს წარმოადგენდა კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საინოვაციო ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტის უმთავრესი შედეგები აისახა გამოცემულ სახელმძღვანელოში „ცოდნის ტრანსფერის საზოგადოება მეცნიერებას, ინოვაციებს და ბიზნესს შორის არსებული  გაწყვეტილი კავშირის ლიკვიდაციისათვის“. პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_1901.JPG
01/11/2016 17:08

პროკლე დიადოხოსი, „კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი“, იოანე პეტრიწის თარგმანი და„განმარტება“

2016 წლის 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა  სამი სამეცნიერო გამოცემის:წიგნების პრეზენტაცია - პროკლე დიადოხოსი, „კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი“, იოანე პეტრიწის თარგმანი და„განმარტება“ I ტომი - პროკლე დიადოხოსი, პლატონური ფილოსოფოსი. „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნი“. თარმგანი და განმარტება იოანე პეტრიწისა. H-1337 ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემა; II ტომი - პროკლე დიადოხოსი. „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნი“. თარგმანი და განმარტება იოანე პეტრიწისა. H-1337 დიპლომატური გამოცემა. III ტომი - - პროკლე დიადოხოსი. „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნი“ და იოანე პეტრიქის განმარტება. სომხური ვერსია. სამტომეული მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - პროკლე დიადოხოსი. „კავშირნი ღვთისმეტყუელებითნი“, იოანე პეტრიწის თრგმანი და „განმარტება“ - ფარგლებში. წიგების პრეზენტაცია ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. პრეზენტაციაზე საუბარი იყო წიგნის შინაარსისა და მისი გამოცემის მნიშვნელობაზე სამეცნიერო სივრცეში. ხელნაწერის ტექსტისა და სომხური თარგმანის გამოქვეყნება შესაბამისი კრიტიკული აპარატითა და გამოკვლევით მნიშნველოვან სამეცნიერო სიახლეებს შეიტანს პროკლე დადოხოსის ‘თეოლოგიის საფუძვლების“ არა მხოლოდ იოანე პეტრიწის ქართული თარგმანისა და „განმარტების“, არამედ თვით პროკლეს ამ მნიშვნელოვანი ტრაქტატის ისტორიის შესწავლასა და ბერძნული ტექსტის დადგენაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/14875805_1260863210645888_1390770310_o.jpg
31/10/2016 09:50

საჯარო ლექცია - ეს ჩვენი სასრული სამყარო

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, იწყებს გრანტიორთა საჯარო ლექციებს სკოლის მოსწავლეებისთვის.  29 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია ჯავახიშვილმა თელავის მუსხელიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში ჩაატარა სამეცნიერო-პოპულარული ლექცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_1797.JPG
26/10/2016 09:43

"მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის   პროექტის : " მოლეკულური მეთოდები   ბიოსამედიცინო მეცნიერებებში “- ს   პრეზენტაცია შედგა , რომელიც ხორციელდება ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტთან , ლაიბნიცის კვლევითი ბიოტექნოლოგიური და ხელოვნური ორგანოების   (LEBAO) ლაბორატორიებთან თანამშრომლობით   და   ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით . პროექტის მიზანია   მომზადდეს   სპეციალისტები , რომლებიც დაეუფლებიან   ბიოტექნოლოგიურ ტექნიკას , რომელიც რელევანტური იქნება სამედიცინო დიაგნოსტიკისა   და კვლევებისთვის . 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/AR/20161025_101728.jpg
25/10/2016 13:05

საერთაშორისო კონფერენცია ,,ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება

25 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება".  მულტიდისციპლინური კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის და ასოციაციის Georgia Proeuropa ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.      მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება“ დაეთმო ევროპულ ღირებულებებს, ევროინტეგრაციის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს, ევროპულ განათლებას. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე,    საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრნენ.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_1681.JPG
25/10/2016 11:22

სამრეწველო და გამოყენებითი მათემატიკის საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ზურაბ კიღურაძემ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების, მასაჩუსეტსის შტატის, ქალაქ ბოსტონში, 2016 წლის 11 ივლისიდან 2016 წლის 15 ივლისის ჩათვლით. კონფერენციის დასახელება გახლდათ სამრეწველო და გამოყენებითი მათემატიკის საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრა 2016. სადაც მან გააკეთა მოხსენება თემაზე : „მაგნიტური ველის გარემოში გავრცელებისას წარმოშობილი ორგანზომილებიანი არაწრფივი ინტეგრო-დიფერენციალური განტოლების შესახებ“. ასევე იგი გახლდათ აღნიშნულ კონფერენციაზე ერთ-ერთი სექციის ხელმძღვანელი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_1675.JPG
25/10/2016 11:04

ევროპის აკაროლოგთა მე-8 სიმპოზიუმი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თეა არაბულმა მიიღო მონაწილეობა ევროპის     აკაროლოგთა მე-8 სიმპოზიუმზე, სადაც მან გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: „მორფოლოგიური ცვალებადობა საქართველოს (კავკასია) პოპულაციებში“. ევროპის აკაროლოგთა ასოციაციის  სიმპოზიუმი ტარდება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ევროპის ქვეყნებში, ღონისძიება პირველად ჩატარდა 1988 წელს ავსტრიაში. წელს მე-8 სიმპოზიუმი ჩატარდა ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ამერიკის, ბრაზილიის, იაპონიის, აზიის და აფრიკის  ქვეყნების წამყვანი მეცნიერები. სიმპოზიუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოხსენებები მავნებელი, პარაზიტი, მტაცებელი და თავისუფლად მცხოვრები ტკიპების სხვადასხვა ჯგუფების ბიოლოგიის, ეკოლოგიის, გენეტიკის და ფილოგენიის შესახებ.
სრულად