გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/2%20(2).JPG
30/09/2016 09:55

ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების 2016 წლის ექსპედიციების სიახლეები

2016 წლის 20 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილი მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა მიმდინარე სამეცნიერო პროექტი წარმოადგინა. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა თემურ ხუციშვილმა საზოგადოებას წარუდგინა 2016 წელს ისტორიულ ტაოში ახლადგამოვლენილი ძეგლები, აქვე წარმოდგენილი იყო ფოტო და ვიდეო მასალა. პროექტი ,,თურქეთში მდებარე ქათული ისტორიული მხარეების კოლა-არტანისა და ტაო-კლარჯეთის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი’’ 2014 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა და დღემდე წარმატებით ხორციელდება.2016 წლის ბოლოს, პროექტის დასასრულს, გამოიცემა ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების სამტომეული.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/3.JPG
29/09/2016 13:03

„ეკოლოგიურად სუფთაპროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის”

2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ ეკოლოგიურად სუფთა  პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ” . კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/-%C3%A9-%2B-%C3%A9.jpg
19/08/2016 10:46

“დეგრადიდებული მიწების აღდგენის ტექნოლოგია”

პროგრამა “ დეგრადიდებული მიწების აღდგენის ტექნოლოგია ” განხორციელდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის ( CRDF -Global ), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრიკენ“ მხარდაჭერით ,  „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელსემწყობი საზოგადოების“ მიერ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/04_1.jpg
19/08/2016 09:51

მიმოქცევითი მოძრაობებით გამოწვეული ქარი როგორც შესაძლო დამაკავშირებელი ატმოსფერული ტალღების დინამიკისა და სპორადული ფენის ფორმირების პროცესისა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, გიორგი დალაქიშვილმა მიიღო მონაწილეობა ევროპის გეოცნიერებათა კავშირის გენერალური ასამბლეა 2016 -ში, სადაც მან წარადგინა სასტენდო მოხსენება ატმოსფეროს ფიზიკისა და მზე-დედამიწა კავშირების გაერთიანებულ სექციაში. მოხსენების სათაურია: მიმოქცევითი მოძრაობებით გამოწვეული ქარი როგორც შესაძლო დამაკავშირებელი ატმოსფერული ტალღების დინამიკისა და სპორადული ფენის ფორმირების პროცესისა. მოხსენების თანაავტორები  არიან: გოდერძი დიდებულიძე და გიორგი მათიაშვილი. მათ კვლევაში ნაჩვენები იყო თუ როგორ შეიძლება ატმოსფეროში აღძრულმა გრიგალური ტიპის შეშფოდებამ წარმოქმნას სპორადული E ფენა. ღონისძიება ჩატარდა 2016 წლის 17-22 აპრილს ქ.ვენაში (ავსტრია). მასში მონაწილეობდნენ 109 ქვეყნიდან წარმოდგენილი 13,650 მეცნიერი. ასამბლეაზე სხვადასხვა სექციაში წარდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკის მოხსენებები და ლექციები, რომლებიც ეხებოდა ისეთ საკითხებს როგორიცაა-ატმოსფეროს ფიზიკა, ბიო-გეო მეცნიერებები, კლიმატი, არაწრფივი პროცესები გეომეცნიერებაში, მზე-დედამიწა კავშირები და სხვა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_0372_1.JPG
01/08/2016 09:37

“ალუმინის სუსპენზიით დაფარული იზოთერმულად დამუშავებული დეფორმირებადი თუჯის წინასწარი მაღალტემპერატურული ჟანგვის ექსპერიმენტები“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრტანტო კონკურსის ფარგლებში, ოლღა წურწუმიამ წარადგინა მოხსენება : “ალუმინის  სუსპენზიით დაფარული იზოთერმულად დამუ­შავებული დეფორმირებადი თუჯის   წინასწარი მაღალტემპერატურული ჟანგვის ექსპერიმენტები“.  2016 წლის 15-20 მაისს, საფრანგეთში გამართულ , მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი მაღალტემპერატუ­რულ კოროზიასა და მასალების დაცვაში. აღნიშნული სიმპოზიუმის ორგანიზატორი იყო ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_0865_1.JPG
01/08/2016 09:35

ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერის“ დახურვის ცერემონია

2016 წლის 28 ივლისს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით მიმდინარე ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერის“ დახურვის ცერემონია. საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები და მათ საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სერტიფიკატები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_0377.JPG
26/07/2016 16:39

ხელოვნების ისტორიკოსთა ასოციაციის (AAH) ყოველწლიური კონფერენცია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრტანტო კონკურსის ფარგლებში, ნათია ებანოიძემ წარადგინა მოხსენება: „წარსულის რეკონსტრუქცია/იდენტობის კონსტრუქცია: ლევან ჭოღოშვილის „განადგურებული არისტოკრატია“ წარმოდგენილი იყო სესიაზე „ფოტო/მეხსიერება: მეხსიერებისა და იდენტობის აღდგენა ფოტოგრაფიის საშუალებით 20-ე საუკუნის კულტურულ პროდუქციაში“. 2016 წლის 7-9 აპრილს, ედინბურგის უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიკოსთა ასოციაციის (AAH) ყოველწლიური კონფერენციაზე, რომლის მიზანი იყო თანამედროვე სახელოვნებათმცოდნეო კვლევის მრავალმხრივობის, მასშტაბისა და მნიშვნელოვნების წარმოჩენა. აკადემიური სესიები და მოხსენებები მოიცავდა მრავალფეროვან თემატიკას: იდენტობის კვლევებიდან თანამედროვე ხელოვნებისა და ვიზუალური კულტურის კვლევის საკითხებამდე. მოხსენებაში განხილული იყო ლევან ჭოღოშვილის მიერ 1975-85 წლებში შესრულებული ფერწერული სერია, რომელსაც მხატვარი 19-ე საუკუნის ფოტოებზე დაყრდნობით ქმნიდა. ნამუშევრები განიხილებოდა როგორც ფოტოს მხატვრული ინტერპრეტაციის გზით ახალი კონტექსტის შექმნის, რეჟიმის მიმართ პროტესტის გამოხატვის, ალტერნატიული ღირებულებების მოძიებისა და ახალი კულტურული იდენტობის კონსტრუირების მცდელობა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_0409.JPG
26/07/2016 16:05

„ლუკას სახარების ძველი ქართული თარგმანის აკადემიური გამოცემის მომზადება“

22 ივლისს , 12:00 საათზე , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამეცნიერო პროექტის „ლუკას სახარების ძველი ქართული თარგმანის აკადემიური გამოცემის მომზადება“ (ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი N31/64) შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ხორციელდებოდა 2013-2016 წლებში პროფესორ დარეჯან თვალთვაძის ხელმძღვანელობით, სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_0427.JPG
26/07/2016 09:34

"ვეფხისტყაოსნის" კვალი შექსპირის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში

22 ივლისს , 15:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის "ვეფხისტყაოსნის" კვალი შექსპირის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში პრეზენტაცია გაიმართა. მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის-"ვეფხისტყაოსნის" კვალი შექსპირის მემკვიდრეობასა და შექსპიროლოგიურ წყაროებში-ფარგლებში მომზადდა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_0376.JPG
22/07/2016 09:36

(AERA) 2016 ყოველწლიური საიუბილეო კონფერენცია

2016 წლის 8–12 აპრილს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, აშშ ჩატარდა ამერიკის განათლების კვლევების ასოციაციის (AERA) 2016წ. ყოველწლიური საიუბილეო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ასოციაციის 100 წლისთავს. კონფერენციის თემა იყო : „საზოგადოების მეცნიერული ცოდნა  მრავალფეროვანი დემოკრატიების განათლებისათვის“. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრტანტო კონკურსის ფარგლებში, იზაბელა პეტრიაშვილმა წარადგინა მოხსენება სათაურით „ლიდერობის მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენა კოლეჯის ქალ–სტუდენტებს შორის საქართველოში, საუდის არაბეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში“  ორ ამერიკელ კოლეგასთან ერთად. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო  ერთობლივი კვლევა ქალი–სტუდენტების ლიდერობის ქცევებისა და სტილების მსგავსებები და განსხვავებები სამი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების გამოკითხვის მაგალითზე.  ორგანიზაციული მართვის ჩარჩოს ცვლილების პროპონენტებმა  ბოლმანმა და დილმა (2008) მოახდინეს ამ ქცევებისა და სტილების კლასიფიკაცია ოთხი ჩარჩოს მიხედვით: სტრუქტურული, ადამინური რესურსების, პოლიტიკური და სიმბოლური. ამ ჩარჩოებისათვის დამახასიათებელი ქცევების გასაზომად ბოლმანმა შეიმუშავა 38–პუნქტიანი ინსტრუმენტი – ლიდერობის თვით–ორიენტირების კითხვარი (r=.90). აღნიშნული კვლევის მიზნით ლიდერობის ქცევებისა და სტილების შესახებ მონაცემები შეგროვდა კოლეჯის (უმაღლესი სკოლის) ქალ სტუდენტებს შორის სამ განსხვავებულ ქვეყანაში: საქართველოში, საუდის არაბეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა  გამოვლენილიყო მსგავსებები და განსხვავებები მათ ქცევებსა და სტილებში. სტატიის  სრული ვერსია ატვირთულია AERA –ს ონლაინ ბიბლიოთეკაში, რაც ნიშნავს, რომ  აღნიშნული ერთობლივი კვლევის შედეგებზე წვდომა აქვს ფართო აუდიტორიას როგორც ასოციაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს არის ღია რესურსი. http://tinyurl.com/j3ybluw  
სრულად