გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/23432206_2364199583605569_849565107_o.jpg

მეგრულ–ლაზური ინტონაცია

13/11/2017 16:09

7 ნოემბერს, 14:00 საათზე, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური საგრანტო პროექტის „მეგრულ–ლაზური ინტონაცია“ (217728) ერთწლიანი მუშაობის შედეგების წარდგინება.

პროექტის წარდგინებაზე მოხსენებით გამოვიდნენ გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ეთერ შენგელია (ინტონაციასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა), პროექტის კონსულტანტი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, პროფ. ვაჟა შენგელია (პოლ გარდი მახვილისა და ინტონაციის შესახებ) და პროექტის კოორდინატორი - დოქტორანტი ნათია ფონიავა (ექსპედიციაში მოპოვებული მეგრული მასალის ექპერიმენტული ანალიზი).

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლები. პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხსენებებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ინტონაციის მიხედვით მეგრულის კილოკაური განსხვავებების წარმოჩენა; მეგრელთა, განსაკუთრებით ფოთელთა, ქართული მეტყველების ინტონაციის თავისებურებების გამოვლენა; მეგრულის ფლობის დონე სხვადასხვა ასაკისა და დასახლებული პუნქტის მიხედვით და ა.შ. გამოთქმული მოსაზრებები მნიშვნელოვანია კვლევის უკეთ წარმართვისათვის.