გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_0547.JPG

„საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“

30/05/2018 10:15

2018 წლის 29 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“ -  დაბეჭდილი სამი წიგნის პრეზენტაცია . 

ერთ-ერთი წიგნის -„ საბჭოთა ენათმეცნიერების ქართული სამკუთხედი: ნიკო მარი, . სტალინი, არნ. ჩიქობავა“ ავტორის, პროფესორ თინათინ ბოლქვაძის თქმით, წიგნებში თავმოყრილია საბჭოთა ენობრივი უტოპიური თეორიები და პირველი ქართული საენათმეცნიერო სახელმძღვანელოები.ყველაზე უტოპიური თეორია, რომელიც საბჭოეთის დროს შეიქმნა, ეს იყო ნიკო მარის იაფეტური თეორია. ამ წიგნებში მოცემულია საარქივო მასალები საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან. ეს სამი წიგნი აერთიანებს, ერთი მხრივ, საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას, მეორე მხრივ, ყველა იმ მძიმე დაპირისპირებას, რომელიც არსებობდა საბჭოთა ენათმეცნიერებაში,- აღნიშნა პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ. 

პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა - "გიორგი ახვლედიანი, ენათმეცნიერების შესავალი 1918-1919", სამ ნაწილად. კრებულში აღდგენილია რარიტეტურლი წიგნი, ენათმეცნიერების პირველი სალექციო კურსი, რომელსაც გიორგი ახვლედიანი კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტის შექმნის პირველი დღეებიდან. წიგნს ტერმინთა საძიებელი ერთვის; ასევე გამოიცა წიგნი - " საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან: საარქივო მასალები". კრებულში მოცემულია ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიები და სხვადასხვა არქივში მოძიებული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას 1950 წლამდე. კრებულში გამოყენებული საარქივო დოკუმენტების დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.