ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 30-ე კონგრესი
გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/11_1.jpg

ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 30-ე კონგრესი

30/05/2018 10:46

2018 წლის 29 მაისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰაულინგ თბილისი“-ში გაიხსნა ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 30-ე კონგრესი, მისი სლოგანია „ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, რაც მიანიშნებს ურთიერთგაძლიერების აუცილებლობასა და ქართულ და ევროპულ საერთო ღირებულებებზე. აღნიშნული კონგრესი  დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

კონფერენციის საზეიმო გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდა ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის და აკადემიების საერთაშორისო ალიანსის პრეზიდენტები: პროფესორი ჯოვანი ჩიონი (იტალია) და პროფესორი ჰანს ფორსბერგი (ბელგია), 30-ე კონგრესის პრეზიდენტი პროფესორი ნანა ტატიშვილი (საქართველო),   ქალბატონი მაია ლაგვილავა. 

კონფერენციის თემებია: ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა გამომწვევი მდგომარეობების ამოცნობის, იდენტიფიცირებისა და მართვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. ფორმატი ინტერაქტიულია და ითვალისწინებს თანამედროვე მიდგომების ურთიერთგაზიარებას.

კონფერენციის ფარგლებში 29 მაისს ჩატარდა 7 ინსტრუქციული კურსი, 14 პარალელური სესია და 3 მთავარი ლექცია, რომლის მომხსენებლები იყვნენ პროფესორი პროფესორი ჰანს ფორსბერგი (შვედეთი), პროფესორი ფედერიკო ვიჯევანო (იტალია) და პროფესორი რუდოლფ კორითენბერგი (გერმანია).

კონგრესს ესწრება 45 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი.   ღონისძიება სრულდება 31 მაისს.

კონფერენციის ვებგვერდი: https://eacd2018.net/