„თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“
გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0035.JPG

„თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“

31/05/2018 10:33

2018 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული  მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდა გ. ნარიმანიშვილის, ნ. შანშაშვილის, მ. კვაჭაძის ნაშრომის „თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

პრეზენტაციაზე წიგნის ღირსებებსა და მის როლზე საქართველოს ისტორიაში ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ მახარაძემ, არქეოლოგიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ გელა გამყრელიძემ, პროფ. ირინე ღამბაშიძემ, პროფ. ჯონი აფაქიძემ.

წარმოდგენილ ნაშრომში  პირველად მოხდა თრიალეთის კულტურულ-ისტორიულ ჭრილში განხილვა უძველესი დროიდან XIX ს-ის ბოლომდე, ასევე პირველად მოხდა ისტორიული თრიალეთის ყველა ეპოქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თავმოყრა და დახასიათება.

წიგნი დაეხმარება საქართველოსა და კავკსიის ისტორიით, არქეოლოგიით დაინტერესებულ მეცნიერებს, მნიშვნელოვანად გაამდიდრებს რეგიონის მულტიეთნიკური მოსახლეობის ცნობიერებას და ცოდნას. ნაშრომში წარმოდგენილი ავტორთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ეკონომიკური კუთხითაც შეიძლება დაეხმაროს რეგიონის განვითარებას, რამდენადაც ის პოპულარიზაციას უწევს ისტორიული თრიალეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

ნაშრომის პრეზენტაციის დროს წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცა დამსწრე საზოგადოებას; აქვე აღინიშნა, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება პრეზენტაციები   და აღნიშნული ნაშრომი გადაეცემა ამ რეგიონის მცხოვრებლებს.

წიგნები ასევე გადაეცემა ისტორიული თრიალეთის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, რომლების ერთგულად დაეხმარნენ ავტორებს საველე სამუშაობის დროს.