დოქტორანტურის სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსი

დოქტორანტურის სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსი

05/01/2016 16:01

კონკურსის მიზანი:  ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა,  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და სა­ქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა,

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელება და სასწავლო პროგრამების ხარისხის ზრდა.

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებების დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტები

ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი სასწავლო სემესტრი.

კონკურსის კოორდინატორები: ქ.გაბიტაშვილი, დ.ჩიჩუა

კონკურსის 2017 წლის ბიუჯეტი: 420,000.

ნორმატიული აქტი

2017 წლის კონკურსის პირობები 

დაფინანსებული პროექტები:

2016 წელი

2015 წელი

2013 წელი