ევროკავშირის ჩარჩო პროგრამები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/1192.jpg
17/11/2017 12:38

ჰორიზონტი 2020 -ის საინფორმაციო დღე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და EaP PLUS პროექტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, 09:30 – 17:30 საათზე ქ. თბილისში, სასტუმროში Courtyard by Mariott ჩატარდება პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე. ღონისძიების მიზანია საქართველოს მეცნიერთა ცნობიერების ამაღლება პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის და შესაბამის კონკურსებში მონაწილეობის შესახებ. საინფორმაციო დღის ფარგლებში განიხილება ,,ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამა, კონკურსებში მონაწილეობის სამართლებრივი და ფინანსური საკითხები, საქართველოს მეცნიერთათვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები (მათ შორის Grants for Networking), საპროექტო წინადადებების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰორიზონტი 2020-ის ახალი სამუშაო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ SPIRE-ის(Sustainable Process Industry) კონკურსებსა და მათში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) ჩართულობის პრიორიტეტულობას. შესაბამისად, ღონისძიება განსაკუთრებით ინფორმატიული იქნება ენერგეტიკის მიმართულების მკვლევრებისთვის. პრეზენტაციებს წარადგენენ საერთაშრისო ექსპერტები და პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირები (NCP). საინფორმაციო დღე გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციისა ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტის EaP PLUS-ის, ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში. შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური. ღონისძიების დღის წესრიგი გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში. .images1{ float: left; margin: 3px; padding: 3px; padding: 10px 5px; margin: 20px 10px; } .news-detail-img { display:none; } .dropdown1 { border-radius:10px; cursor: pointer; position: relative; background-color: #6BBE92; width: 400px; height: 70px; border: 0; padding: 10px 5px; margin: 20px 10px; text-align: center; font-weight: bold; float:left; } .dropdown-content1 { border-radius:10px; display: none; position: absolute; background-color: #a6d8bd; min-width: 400px; box-shadow: 0px 8px 16px 0px rgba(0,0,0,0.2); padding: 12px 16px; z-index: 1; width: 302px; border: 0; padding: 10px 0; margin: 5px 0; text-align: center; font-weight: bold; } .dropdown1:hover .dropdown-content1 { display: block; } 2017 წლის 21 ნოემბრის საინფორმაციო დღის პროგრამა სასარგებლო მასალები და ბმულები პრეზენტაციები Ádám Dávid Grants for Networking Preparation of proposal Guidelines for applicants Dr. Béla Kardon Widening the Participation in European R&I Cooperation Legal and financial issues of Horizon 2020 Natia Gabitasvvili 19.11.2017_H2020 Presentation Natia Gabitashvili Teymuras Kurzchalia International collaboration opportunities for Georgian scienists Natalia Shatirishvili H2020 New Work Programme Energy Marita Arabidze Mrs. M.Arabidze Jaroslaw PIEKARSKI SPIRE projects: experience, case studies, opportunities Maia Okujava The social challenge “Health, Demographic Change and Wellbeing” Givi Kochoradze NCP Experience for H2020 Information Day Vladimer Elisashvili Sustainable Food Security "ჰორიზონტი 2020"-ის 2018 - 2020 წლების სამუშაო პროგრამა გამოქვეყნდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  „ჰორიზონტი 2020 “-ის სამუშაო პროგრამა 2018-2020 წლებისათვის. 1) " ბრწყინვალე მეცნიერება ": ევროპული კვლევების საბჭო ; მომავალი და საბაზისო ტექნოლოგიები; მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები; კვლევის ინფრასტრუქტურა, ინტერნეტ-ინფრასტრუქტურა 2) " ინდუსტრიული ტექნოლოგიების ლიდერობა ": კოსმოსი; ნანოტექნოლოგიები, მოწინავე მასალები, ბიოტექნოლოგია, თანამედროვე წარმოება და გადამუშავება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები 3) " საზოგადოებრივი გამოწვევები ": ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა; საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო და ზღვის კვლევები და ბიოეკონომიკა; უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია; „ჭკვიანი“, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი; კლიმატური ზემოქმედება, გარემო, რესურსების ეფექტურობა და ნედლეული ; ევროპა ცვალებად სამყაროში: ინკლუზიური, ინოვაციური, მოაზროვნე საზოგადოება; დაცული საზოგადოება - ევროპისა და მისი მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა         ჰორიზონტალური პროგრამები : ბრწყინვალების გავრცელება და მონაწილეობის გაფართოება; მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისთვის; ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის; რისკ-ფინანსებთან წვდომა SPIRE-ის 2018 წლის კონკურსები ფონდის მიერ ორგანიზებული ჰორიზონტი 2020-ის სხვა საინფორმაციო დღეები 27/09/2017 ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო დღე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 01/09/2017 ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე 08/05/2017 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირი - შავი ზღვის თანამშრომლობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინოვაციაში: ერთობლივად შეთანხმებული STI პროგრამა“ 21/04/2017 ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე 07/11/2016 “ჰორიზონტი 2020“-ის კონფერენცია                   31/05/2016 ჰორიზონტი 2020 -ის ასოცირების შესახებ სამუშაო შეხვედრა 30/05/2016 ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე 19/06/2015 ჰორიზონტი 2020-ის კონკურსების საინფორმაციო დღე 16/06/2015 ჰორიზონტი 2020- ის საინფორმაციო დღე 25/09/2015 ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საინფორმაციო დღეები Black Sea Horizon Info Days and Webinars 1 st Basic information webinars, General overview of H2020; Potential opportunities of STI cooperation with European partners. June, 22, 2015 MSCA, individual fellowship provides generous funding, private sector and gain experience abroad. July, 7, 2015 Climate action, environment resources efficiency and new materials, it will be focused on social challenge. December, 15, 2015. “Research infrastructures in H2020’’ save the date: December, 16, 2015 ‘ ’Smart green and integrated transport’’ in H2020’’ December, 12, 2015 5Open calls and cross-cutting issues, April 25, 2016 Legal and financial issues of H2020, June 28, 2016 ERC Grants and transnational access to research infrastructures in H2020 November 15, 2016 Marie Skłodowska-Curie Actions &Euraxess: Pursue your research career with MSCA and receive full support from Euraxess when moving abroad. March 1-3, 2017 Widening participation – opportunities for black sea countries March 20, 2017 Legal and financial aspects of H2020, November, 17, 2017   EaP PLUS Information days and Webinars H2020 Work Programme for 2018-2020 and European Research Area Instruments The event will be held  on November 17 , 2017 Bioeconomy week through the web streaming, Info day:   November, 11, 2017 Space International Information day & Brokerage Event , Warsaw, December, 13-14 , 2017 The third EaP PLUS RDI Webinar, December 1, 2017 H2020 info day at the National Technical University of Ukraine on April 7, 2017 MSCA actions campaign and Information Day in Armenia on   March, 3, 2017 Info day: H2020 – Opportunities for the participation in MSCA – Curie actions, March, 3, 2017                                                                                                                                                                                                                        
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IncoNet_EaP-1438031008.jpg
07/09/2016 16:47

„ტვინინგგრანტები“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთათვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო საგრანტო კონკურსის შესახებ. კონკურსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი”  - IncoNet EaP პროექტის ფარგლებში  მიმდინარე წლის 1 სექტემბერს  გამოცხადდა მესამე კონკურსი - ე.წ  ‘ Twinning Grants’. ახალი საგრანტო სქემის  მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ახლადასოცირებული ქვეყნების, საქართველოსა და სომხეთის, მეცნიერთა ჩართულობას პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საერთაშორისო კონსორციუმებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის. Twinning Grants  ფარგლებში დაფინანსებული პროექტები მიიღებენ მხარდაჭერას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის მიღების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.  თითოეული  Twinning  პროექტის ბიუჯეტია  2 000 ევრო. კონკურსის გამოცხადება:  2016 წლის 1 სექტემბერი საბუთების წარდგენის ბოლო ვადა:  2016 წლის 30 სექტემბერი პროექტების  ხანგრძლივობა:  2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე. ანაზღაურება:  2016 წლის ნოემბერი კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ  IncoNet EaP პროექტის ვებგვერდზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/IncoNetEaP.png
06/01/2016 16:47

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” (IncoNet EaP)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. პროექტის მიზანია ხელი შუწყოს დიალოგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის პოლიტიკის სფეროში. საქმიანობა ძირითადად მიმართულია საზოგადოებრივ გამოწვევებზე, რომლებიც განისაზღვრა ორივე რეგიონისთვის საერთო ინტერესების სფეროდ.  კერძოდ, კლიმატის ცვლილებები, ენერგეტიკა და ჯანდაცვა. პროექტი დაიწყო 01/09/2013 და დასრულდება 31/08/2016. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 2 999 955 ევრო, აქედან,ფონდისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობა შეადგენს 103 041 ევროს. ვებ-გვერდი: http://www.inco-eap.net/ პროექტში მონაწილე პარტნიორები: http://www.inco-eap.net/en/392.php
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/InconetCASC.png
06/01/2016 16:47

“ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet CA/SC)

2010-2013 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა  ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) მიერ დაფინანსებულ პროექტში “ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet CA/SC) პროექტი მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეცნიერთა კოოპერაციის გაღრმავებას ევროკავშირის ქვეყნებთან და მეცნიერების პოლიტიკის ჰარმონიზაციას, ერთობლივი კვლევების ხელშეწყობას, (პირველ რიგში FP7-ის ფარგლებში) ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლას და სხვა. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული იყო რეგიონის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) დახმარება მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიული საკითხების განსაზღვრაში, საინოვაციო საქმიანობის წახალისების გზების  შემუშავებასა და მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების გაძლიერებაში. პროექტის განხორციელებისათვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი იყო 1,6 მლნ ევრო, მათგან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტის სახით გათვალისწინებულმა თანხამ შეადგინა 47 000 ევრო. ვებ-გვერდი: http://www.inco-ca.net/en/119.php პროექტში მონაწილე პარტნიორები: http://www.increast.eu/en/952.php
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/black%20sea%20horizon.jpg
06/01/2016 16:46

“ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“ (Black Sea Horizon)

2015 წლის თებერვლიდან დაიწყო მუშაობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტზე „ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“ - Black Sea Horizon, რომელშიც, ევროკავშირის და შავი ზღვის რეგიონის 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში არსებული სიტუაციის შეფასება, პირობების მომზადება რეგიონული ერთობლივი კონკურსების ჩატარებისთვის, ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მკვლევართა ჩართვისა და თანამონაწილეობის წახალისება,  ინოვაციების გამოვლენა, განვითარება და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდა. პროექტი დაიწყო 01/02/2015 და დასრულდება 01/02/2018. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი - 1,499,503.75 ევრო.  ფონდისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობა - 25 000 ევრო. ვებ-გვერდი: https://blacksea-horizon.eu/ პროექტში მონაწილე პარტნიორები: https://blacksea-horizon.eu/project/partners
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/Seas%20Era.png
06/01/2016 16:45

გაერთიანებული ევროპისთვის ზღვის კვლევების სტრატეგიის და პროგრამების შემუშავებისკენ (SEAS ERA)

2010-2014 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა  ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) მიერ დაფინანსებულ პროექტში “გაერთიანებული ევროპისთვის ზღვის კვლევების სტრატეგიის და პროგრამების შემუშავებისკენ” (SEAS ERA). პროექტში ფონდთან ერთად მონაწილეობდა 18 ქვეყნის 22 ორგანიზაცია. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის არეალში მდებარე ზღვების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და კოორდინაციის გაუმჯობესება; აღნიშნულ პროცესში ზღვისპირა ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) უფრო აქტიურად ჩართვა; არსებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია მისი ერთობლივი გამოყენებისათვის.  პროექტის განხორციელებისათვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი იყო 2  მლნ ევრო, მათგან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტის სახით გათვალისწინებულმა თანხამ შეადგინა 17 000 ევრო. ვებ-გვერდი: http://www.seas-era.eu/np4/homepage.html პროექტში მონაწილე პარტნიორები: http://www.seas-era.eu/np4/3/
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/ERA-NET.jpg
06/01/2016 16:43

“შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარება” (BS-ERA.NET)

2009-2012 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ეგიდის ქვეშ მიმდინარე პროექტში ”შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარება” (BS-ERA.NET). პროექტი მიზნად ისახავდა შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის დადგენას, ეროვნული პროგრამების ურთიერთ კოორდინაციასა და ერთობლივი კონკურსების ჩატარებას. პროექტის განხორციელებისათვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი იყო 2,2 მლნ ევრო, მათგან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტის სახით გათვალისწინებულმა თანხამ შეადგინა 63 000 ევრო. 2011 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა  შავი ზღვის ერთობლივი საპილოტე კონკურსი. კონკურსზე წარდგენილი 66 ერთობლივი პროექტიდან დაფინანსდა 11, მათგან 4 ქართველ მეცნიერთა ჯგუფების მონაწილეობით, რომელთა საქმიანობაზეც მთლიანობაში გამოყოფილი 214 ათასი ევროდან დაახლოებით 179 ათასი ევრო გაიღო შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, ხოლო 35 ათასი დაიფარა INTAS-ის სახსრებიდან. ვებ-გვერდი:  http://www.bs-era.net/main/index.php?we=9bfdbe988abcff430168e60524a69c11&wchk=c1960ad06e70dbaee80ab8641db51532   პროექტში მონაწილე პარტნიორები:   http://www.bs-era.net/main/index.php?we=2e66c9efb9a79f9e3b7a91bc652978e1&wchk=74acc10171f10669b5d38308a6207a4d
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/incoNetEECA.jpg
06/01/2016 16:42

“აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet EECA)

2008-2012 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა  ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) მიერ დაფინანსებულ პროექტში “აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet EECA). პროექტი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) დახმარებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში; შესაბამისი კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციაში; მეცნიერთა ჩართულობის ამაღლებაში ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამაში. პროექტის განხორციელებისათვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი იყო 3,5 მლნ ევრო, მათგან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტის სახით გათვალისწინებულმა თანხამ შეადგინა 78 000 ევრო. ვებ-გვერდი: http://www.inco-eap.net/en/99.php პროექტში მონაწილე პარტნიორები: http://www.inco-eap.net/en/115.php  
სრულად