ევროკავშირის ჩარჩო პროგრამები
http://rustaveli.org.ge/images/IncoNet_EaP-1438031008.jpg

„ტვინინგგრანტები“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთათვის

07/09/2016 11:54

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო საგრანტო კონკურსის შესახებ.

კონკურსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი”  - IncoNet EaP პროექტის ფარგლებში  მიმდინარე წლის 1 სექტემბერს  გამოცხადდა მესამე კონკურსი - ე.წ  ‘Twinning Grants’.ახალი საგრანტო სქემის  მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ახლადასოცირებული ქვეყნების, საქართველოსა და სომხეთის, მეცნიერთა ჩართულობას პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საერთაშორისო კონსორციუმებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის.

Twinning Grants ფარგლებში დაფინანსებული პროექტები მიიღებენ მხარდაჭერას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის მიღების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.  თითოეული Twinning პროექტის ბიუჯეტია 2 000 ევრო.

კონკურსის გამოცხადება: 2016 წლის 1 სექტემბერი

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 30 სექტემბერი

პროექტების  ხანგრძლივობა: 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე.

ანაზღაურება: 2016 წლის ნოემბერი

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ IncoNet EaP პროექტის ვებგვერდზე