ევროკავშირის ჩარჩო პროგრამები
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/IncoNetEaP.png

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” (IncoNet EaP)

06/01/2016 12:28

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.

პროექტის მიზანია ხელი შუწყოს დიალოგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის პოლიტიკის სფეროში.

საქმიანობა ძირითადად მიმართულია საზოგადოებრივ გამოწვევებზე, რომლებიც განისაზღვრა ორივე რეგიონისთვის საერთო ინტერესების სფეროდ.  კერძოდ, კლიმატის ცვლილებები, ენერგეტიკა და ჯანდაცვა.

პროექტი დაიწყო 01/09/2013 და დასრულდება 31/08/2016. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 2 999 955 ევრო, აქედან,ფონდისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობა შეადგენს 103 041 ევროს.

ვებ-გვერდი: http://www.inco-eap.net/

პროექტში მონაწილე პარტნიორები: http://www.inco-eap.net/en/392.php