ევროკავშირის ჩარჩო პროგრამები
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/incoNetEECA.jpg

“აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet EECA)

06/01/2016 12:29

2008-2012 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა  ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) მიერ დაფინანსებულ პროექტში “აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet EECA).

პროექტი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) დახმარებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში; შესაბამისი კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციაში; მეცნიერთა ჩართულობის ამაღლებაში ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამაში.

პროექტის განხორციელებისათვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი იყო 3,5 მლნ ევრო, მათგან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტის სახით გათვალისწინებულმა თანხამ შეადგინა 78 000 ევრო.

ვებ-გვერდი: http://www.inco-eap.net/en/99.php

პროექტში მონაწილე პარტნიორები: http://www.inco-eap.net/en/115.php