ევროკავშირის ჩარჩო პროგრამები
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/Seas%20Era.png

გაერთიანებული ევროპისთვის ზღვის კვლევების სტრატეგიის და პროგრამების შემუშავებისკენ (SEAS ERA)

06/01/2016 12:31

2010-2014 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობდა  ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) მიერ დაფინანსებულ პროექტში “გაერთიანებული ევროპისთვის ზღვის კვლევების სტრატეგიის და პროგრამების შემუშავებისკენ” (SEAS ERA). პროექტში ფონდთან ერთად მონაწილეობდა 18 ქვეყნის 22 ორგანიზაცია.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის არეალში მდებარე ზღვების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და კოორდინაციის გაუმჯობესება; აღნიშნულ პროცესში ზღვისპირა ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) უფრო აქტიურად ჩართვა; არსებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია მისი ერთობლივი გამოყენებისათვის. 

პროექტის განხორციელებისათვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილი იყო 2  მლნ ევრო, მათგან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტის სახით გათვალისწინებულმა თანხამ შეადგინა 17 000 ევრო.

ვებ-გვერდი: http://www.seas-era.eu/np4/homepage.html

პროექტში მონაწილე პარტნიორები: http://www.seas-era.eu/np4/3/