ევროპული კვლევების საბჭოს აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/ad080c60fb1a2b5af2648d7e32ea2a22_XL.jpg
15/01/2018 15:25

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს Consolidator Grant-ის 2017 წლის კონკურსის შემფასებელი პანელის წევრების შესახებ

გამოქვეყნდა ERC Consolidator Grant 2017 წლის კონკურსის შემფასებელი პანელის სია, რომელიც დამტკიცებულ იქნა ERC სამეცნიერო საბჭოს მიერ. სრული სია მოიცავს 25 პანელს, რომელიც სამ ძირითად მიმართულებადაა დაყოფილი: 9 პანელი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, 10 პანელი ფიზიკის მეცნიერებასა და ინჟინერიაში და 6 პანელი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. თითოეულ პანელს ჰყავს თავმჯდომარე. ინფორმაცია გამოქვეყნდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია პანელის წევრებისათვის შეკითხვებით მიმართვა განმცხადებლების ან ინსტიტუციების მიერ.   შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: ტექნიკური დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ERC helpdesk: http://ec.europa.eu/research/index.cfm?lg=en&pg=enquiries ; ERC ეროვნულ საკონტაქტო პირებს: https://erc.europa.eu/ncp . იხილეთ შემფასებელი პანელის წევრების სრული სია მოცემულ ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/10_years_erc.jpg
25/10/2017 15:25

გამოცხადდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) Consolidator Grant 2018

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ERC Consolidator Grant 2018 გაიცემა ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის, წარმატებული პროექტის ხელმძღვანელისათვის/Principal Investigator, რომელიც საკუთარი მკვლევართა ჯგუფისა და პროგრამის საბოლოოდ ჩამოყალიბების ეტაპზეა და მისთვის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან 2018 წლის 1 იანვრამდე გასულია 7-დან 12 წლამდე. საკონკურსო პირობების თანახმად, პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს მკვლევარი, რომელიც რამდენიმე პუბლიკაციის ავტორია ან ხელმძღვანელის გარეშე აქვს დაწერილი ნაშრომი. ასევე სასურველია, კონკურსანტს ჰქონდეს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება და პუბლიკაციები საერთაშორისო კვლევით ჟურნალებში ჰქონდეს გამოქვეყნებული.  დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს 2018 წლის სამუშაო პროგრამა. კონკურსის ფარგლებში, კვლევა უნდა ჩატარდეს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყანაში მდებარე კვლევით დაწესებულებაში და პროექტის ხელმძღვანელმა, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში უნდა სამუშაო დროის 50 % ევროკავშირის წევრ ან ასოცირებული ქვეყანაში უნდა გაატაროს და თავისი სამუშაო დროის მინიმუმ 40 % კი ERC-ის პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე (field work). დაფინანსება განსაზღვრულია 5 წლამდე კვლევითი პროექტებისთვის. კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 550 მლნ. ევროს, თითოეულ დაფინანსებულ პროექტზე კი გათვლილია დაახლოებით 2 მლნ ევრო. განაცხადის ატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, Participant Portal -ის მეშვეობით : განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 თებერვალი. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5368.JPG
27/09/2017 10:27

ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო დღე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

27 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, მეცნიერებისა და ინოვაციების 2017 წლის ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე. ERC ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და საგრანტო თანხებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით.  დაფინანსების  მიღება შესაძლებელია ღია კონკურენციის პირობებში. ERC-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მკვლევარებს, ასევე, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერებს. კონკურსის ძირითადი პირობა არის კვლევის მაღალი ხარისხი, და მოწინავე, ინოვაციური სამეცნიერო კვლევა. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2015 წლიდან არის ERC-ის ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში. 2010 წლის 20-21 აპრილს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთა ERC-ის დაფინანსების პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობასა და გაძლიერებას. 27 სექტემბრის საინფორმაციო დღეზე დამსწრე ქართველ მეცნიერებს ფონდის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ERC-ის შემდეგი კონკურსების შესახებ: ERC Starting Grants – გრანტები დამწყები მკვლევარებისათვის (გრანტის ოდენობა: 1,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC Consolidator Grants (გრანტის ოდენობა: 2 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC Advanced Grants – (გრანტის ოდენობა: 2,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში). საინფორმაციო დღე მიზნად ისახავდა ERC-ის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ქართული სამეცნიერო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის კონსულტაციების გაწევასა და, შედეგად, ERC-ის კონკურსებზე ქართველ მეცნიერთა გაძლიერებულ ჩართულობას. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირები საქართველოში: მანანა (მაკო) მიქაბერიძე mikaberidze@rustaveli.org.ge მარიამ ქებურია keburia@rustaveli.org.ge ნინო გაჩეჩილაძე gachechiladze@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/download%2011_1.jpg
03/08/2017 15:26

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 2018 წლის საგრანტო კონკურსებს აცხადებს

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 2018 წლის საგრანტო კონკურსების ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 1.86 მილიარდ ევროს. 2018 წლის სამუშაო პროგრამა  შეიცავს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყველა საგრანტო სქემას:  Starting ,  Consolidator ,  Advanced Grants ,  Proof of Concept Grants . გამოცხადდება ასევე საგრანტო სქემა  Synergy Grants. დღეს, 3 აგვისტოს გამოცხდდა ორი საგრანტო კონკურსი: ERC Starting Grant ERC Synergy Grant
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/10%20years.jpg
19/05/2017 11:46

10 წელი - 10 პორტრეტი

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) მოღვაწეობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოამზადა შემეცნებითი მასალა - 10 პორტრეტი გამორჩეული კვლევითი პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელების მონაწილეობით. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტის მიმღები მეცნიერები საზოგადოებას უზიარებენ მიზნის დასახვისა და ამოცანების განხორციელების საკუთარ გამოცდილებას. 10 წელი - 10 პორტრეტი   ხელმისაწვდომია ამ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
21/11/2016 15:30

Frontier Research and Science Diplomacy - კონფერენციის მასალა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს ჩატარებული კონფერენციის -  Frontier Research and Science Diplomacy      მასალებს: კონფერენციის ბროშურა 27 ოქტომბერი, კონფერენციის ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე 28 ოქტომბერი,   ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს.   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
10/08/2016 14:17

ევროპული კვლევების საბჭომ გამოაქვეყნა ტენდერი კვლევის შესრულებაზე

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) გამოაქვეყნა ტენდერი კვლევის შესრულებაზე. ნაშრომის თემაა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების გალენა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელებისა და მკვლევართა გუნდის კარიერაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ახალგაზრდა მეცნიერებზე. ტენდერთან დაკავშირებული შეკითხვების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, სპეციალური ფორმის მეშვეობით. იხილეთ ბმული ტენდერზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2016 წლის 19 სექტემბერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
10/08/2016 14:09

გამოვიდა ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო ბიულეტენი, ზაფხულის გამოცემა

ევროპული კვლევების საბჭოს ბიულეტენის გასაცნობად ეწვიეთ  ბმულს   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
19/04/2016 10:18

სტატისტიკური მონაცემები(ERC)

იხილეთ სტატისტიკური მონაცემები ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ განხილული და დაფინანსებული გრანტების შესახებ.
სრულად