კლასიფიკატორი
კლასიფიკატორი

კლასიფიკატორი

28/01/2016 13:29

სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი

კოდი

სამეცნიერო მიმართულება

სამეცნიერო ქვემიმართულება

1

საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი

1.1

მათემატიკა

 

  • წმინდა მათემატიკა,
  • გამოყენებითი მათემატიკა;
  • სტატისტიკა და ალბათობა- ამ უკანასკნელში შედის  კვლევის სტატისტიკური მეთოდოლოგიები, მაგრამ არ შედის კვლევები გამოყენებით სტატისტიკაში, რომელნიც შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის სფეროში (მაგალითად, ეკონომიკა, სოციოლოგია, და ა.შ.)

1.2.

 კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებანი

 

  • კომპიუტერული მეცნიერებანი,
  • საინფორმაციო მეცნიერება და ბიოინფორმატიკა (ტექნიკურ-აპარატურული უზრუნველყოფის შემუშავება შედის 2.2-ში, სოციალური ასპექტი 5.8-ში)

1.3.

 ფიზიკური მეცნიერებანი

 

  • ატომური, მოლეკულური და ქიმიური ფიზიკა (ატომებისა და მოლეკულების ფიზიკა, შეჯახებისა და გამოსხივებასთან ურთიერთქმედების ჩათვლით, მაგნიტური რეზონანსები, მესბაუერის ეფექტი (იგივე ბირთვული გამა-რეზონანსი));
  • კონდენსირებული გარემოს ფიზიკა (რაშიც ადრე შედიოდა მყარი სხეულის ფიზიკა, ზეგამტარობა);
  • ელემენტარული ნაწილაკების და ველების ფიზიკა;
  • ბირთვული ფიზიკა; 
  • სითხე-აირებისა და პლაზმის ფიზიკა (ზედაპირის მოვლენათა ფიზიკის ჩათვლით);
  • ოპტიკა (ლაზერული და კვანტური ოპტიკის ჩათვლით); 
  • აკუსტიკა;
  • ასტრონომია (ასტროფიზიკის, კოსმოსის  მეცნიერების ჩათვლით)

1.4.

 ქიმიური მეცნიერებანი

 

  • ორგანული ქიმია; 
  • არაორგანული და ბირთვული ქიმია;
  • ფიზიკური ქიმია, პოლიმერების შემსწავლელი მეცნიერება, ელექტროქიმია ( მშრალი ბატარეები, აკუმულატორები, სათბობი ელემენტები, კოროზიული ლითონები, ელექტროლიზი);  
  • კოლოიდური ქიმია; 
  • ანალიზური ქიმია

1.5.

დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი

 

  • გეომეცნიერებანი, მრავალდარგობრივი დისციპლინები;  
  • მინერალოგია;
  • პალეონტოლოგია; 
  • გეოქიმია  და გეოფიზიკა; 
  • ფიზიკური გეოგრაფია; 
  • გეოლოგია; 
  • ვულკანოლოგია; 
  • გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი (სოციალური ასპექტები შედის 5.7-ში);
  • მეტეოროლოგია და ატმოსფერული მეცნიერებები; 
  • კლიმატოლოგია;
  • ოკეანოგრაფია,  ჰიდროლოგია, წყლის რესურსები

1.6.

ბიოლოგიური მეცნიერებები

 

  • უჯრედული ბიოლოგია, მიკრობიოლოგია; 
  • ვირუსოლოგია;
  • ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია;
  • ბიოქიმიური კვლევის მეთოდები;
  • მიკოლოგია;
  • ბიოფიზიკა
    ;
  • გენეტიკა და მემკვიდრეობითობა (სამედიცინო გენეტიკა შედის 3-ში);
  • რეპროდუქციული ბიოლოგია (სამედიცინო ასპექტები შედის 3-ში); 
  • განვითარების ბიოლოგია;
  • მემცენარეობა, ბოტანიკა;
  • ზოოლოგია, ორნითოლოგია, ენტომოლოგია, ქცევით მეცნიერებათა ბიოლოგია;
  • ზღვის ბიოლოგია,მტკნარი წყლის ბიოლოგია, ლიმნოლოგია; ეკოლოგია; ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია;
  • ბიოლოგია (თეორიული, მათემატიკური, თერმული, კრიობიოლოგია, ბიოლოგიური რითმი), ევოლუციური ბიოლოგია;
  • ბიოლოგიის სხვა დარგები

1.7.

სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი

2

ინჟინერია და ტექნოლოგიები

2.1.

სამოქალაქო ინჟინერია

 

  • სამოქალაქო ინჟინერია;
  • არქიტექტურული ინჟინერია;
  • სამშენებლო ინჟინერია, მუნიციპალური და სტრუქტურული ინჟინერია;
  • სატრანსპორტო ინჟინერია

2.2.

ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია

 

  • ელექტრო და ელექტრონული ინჟინერია;
  • რობოტექნიკა და ავტომატური მართვა;
  • ავტომატიზაცია და მართვის სისტემები;
  • საკომუნიკაციო ინჟინერია და სისტემები;
  • ტელეკომუნიკაციები;
  • კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფა და კომპიუტერული არქიტექტურა

2.3.

მექანიკური ინჟინერია

 

  • მექანიკური ინჟინერია;
  • გამოყენებითი მექანიკა; 
  • თერმოდინამიკა;
  • საავიაციო ინჟინერია;
  • ბირთვულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინჟინერია (ბირთვული ფიზიკა  შედის 1.3-ში);
  • აუდიო ინჟინერია, საიმედოობის ანალიზი

2.4.

ქიმიური ტექნოლოგია

 

  • ქიმიური ინჟინერია (წარმოება, პროდუქცია);  
  • ქიმიური პროცესების ტექნოლოგია

2.5.

მასალათა ტექნოლოგია

 

  • მასალათა ტექნოლოგია; 
  • კერამიკა;
  • დაფარვა და დასაფერი გარსები;
  • კომპოზიტები (ლამინატების, არმირებული პლასტიკატების, ლითონკერამიკის, კომბინირებული ბუნებრივი და სინთეზური ბოჭკოს ქსოვილების  შევსებული კომპოზიტების ჩათვლით);
  • ქაღალდი და ხის მასალა;
  • საფეიქრო ქსოვილები/ნაკეთობანი; სინთეზური საღებავების,  ბოჭკოების ჩათვლით; (ნანომასალები  შედის 2.10-ში; ბიომასალები 2.9-ში)

2.6.

სამედიცინო ტექნოლოგია

 

  • სამედიცინო ტექნოლოგია;
  • სამედიცინო ლაბორატორიული ტექნოლოგია (ლაბორატორიული ნიმუშების ანალიზის, დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების ჩათვლით); (ბიომასალები შედის 2.9-ში [ცოცხალი მასალის ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა სამედიცინო იმპლანტები, ხელსაწყოები, სენსორები])

2.7.

გარემოს შემსწავლელი ინჟინერია

 

  • გარემოს და გეოლოგიური ინჟინერია,  გეოტექნიკა; 
  • ნავთობმრეწველობა  (საწვავი), ენერგია და საწვავი;
  • დისტანციური ზონდირება; 
  • სამთო და სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება; 
  • საზღვაო ინჟინერია,  საზღვაო ხომალდები ;
  • ოკეანის ინჟინერია

2.8.

ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია

 

  • გარემოსდაცვითი  ბიოტექნოლოგიები;
  • ბიორემედიაცია,   დიაგნოსტიკური ბიოტექნოლოგიები (დნმ ჩიპები და ბიოსენსორული მოწყობილობები)  გარემოს მენეჯმენტში;
  • გარემოსდაცვითი  ბიოტექნოლოგიების ეთიკა)

2.9.

სამრეწველო ბიოტექნოლოგია

 

  • სამრეწველო ბიოტექნოლოგია;
  • ბიოპროცესების ტექნოლოგიები (ინდუსტრიული პროცესები, რომელიც ეფუძნება ბიოლოგიურ აგენტებს პროცესის გასააქტიურებლად), ბიოკატალიზი, ფერმენტაცია;
  • ბიოპროდუქტები (პროდუქტები,რომლებიც წარმოებულია ბიოლოგიური  ნედლეულისაგან) ბიომასალები, ბიოპლასტიკები, ბიოსაწვავები, ბიოწარმოშობის მასალები და სუფთა ქიმიკატები, ბიოწარმოშობის ახალი  მასალები

2.10.

 ნანო-ტექნოლოგია

 

  • ნანო-მასალები (პროდუქცია და მახასიათებლები);
  • ნანო- პროცესები; (ბიომასალები შედის 2.9-ში)

2.11.

 სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები

 

  • საკვები და სასმელი პროდუქტები;
  • სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები

3

მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებანი

3.1.

ფუნდამენტური მედიცინა

 

  • ანატომია და მორფოლოგია (მემცენარეობა 1.6-ში);
  • ადამიანის გენეტიკა; 
  • იმუნოლოგია;
  • ნეირომეცნიერებანი  ფსიქოფიზიოლოგიის ჩათვლით); 
  • ფარმაკოლოგია და ფარმაცია;
  • სამედიცინო ქიმია;
  • ტოქსიკოლოგია;
  • ფიზიოლოგია (ციტოლოგიის ჩათვლით);
  • პათოლოგია

3.2.

კლინიკური მედიცინა

 

  • ანდროლოგია; 
  • მეანობა და გინეკოლოგია;
  • პედიატრია; 
  • კარდიო და გულ- სისხლძარღვთა სისტემები;
  • პერიფერიულ სისხლძარღვოვანი დაავადებები;
  • პერიფერიული ვასკულარული დაავადებები; 
  • ჰემატოლოგია; 
  • რესპირატორული სისტემები; 
  • კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინა;
  • ანესთეზიოლოგია; 
  • ორთოპედია;
  • ქირურგია;
  • რადიოლოგია, ბირთვული მედიცინა  და სხივური თერაპია;
  • ტრანსპლანტაცია;
  • სტომატოლოგია, ყბასახის ქირურგია და მედიცინა; 
  • დერმატოლოგია და ვენეროლოგია; 
  • ალერგოლოგია;
  • რევმატოლოგია;
  • ენდოკრინოლოგია და ნივთიერებათა ცვლა (დიაბეტისა და ჰორმონების ჩათვლით);
  • გასტროენტეროლოგია და ჰეპატოლოგია; 
  • უროლოგია და ნეფროლოგია;
  • ონკოლოგია;
  • ოფთალმოლოგია;
  • ოტორინოლარინგოლოგია; 
  • ფსიქიატრია;
  • კლინიკური ნევროლოგია;
  • გერიატრია და გერონტოლოგია;
  • ზოგადი და შინაგანი მედიცინა; 
  • სხვა კლინიკური მედიცინის დარგები;
  • ინტეგრირებული  და კომპლემენტალური მედიცინა (ალტერნატიული პრაქტიკული სისტემები).

3.3.

ჯანმრთელობის მეცნიერებანი

 

  • ჯანდაცვის მეცნიერებანი და სერვისები (მოიცავს ჰოსპიტალურ ადმინისტრირებას, ჯანდაცვის დაფინანსებას);
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და სერვისები;
  • ავადმყოფის მოვლა, კვება და  დიეტეტიკა;
  • ჯანდაცვა და გარემოს ჰიგიენა;
  • ტროპიკული მედიცინა;
  • პარაზიტოლოგია;
  • ინფექციური დაავადებები;
  • ეპიდემიოლოგია;
  • ოკუპაციური ჯანმრთელობა (პროფესიული დაავადებები);
  • სპორტი და ფიტნეს მეცნიერებანი;
  • სოციალური ბიოსამედიცინო მეცნიერებანი (მოიცავს ოჯახის დაგეგმვას, სექსუალურ ჯანმრთელობას, ფსიქო-ონკოლოგიას,  ბიოსამედიცინო კვლევის პოლიტიკურ და სოციალურ ეფექტებს);
  • სამედიცინო ეთიკა;
  • ნარკომანია

3.4.

სამედიცინო ბიოტექნოლოგია

 

  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბიოტექნოლოგიები;
  • უჯრედებზე, ქსოვილებისა და მთლიანი ორგანიზმზე ზემოქმედებაში (რეპროდუქციის ჩათვლით)  ჩართული ტექნოლოგიები;
  • დნმ-ის, ცილებისა და ფერმენტების იდენტიფიცირების პროცესში ჩართული ტექნოლოგიები და მათი ზემოქმედება დაავადების გამოვლინებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, გენური დიაგნოსტიკა და თერაპიული ინტერვენცია (ფარმაკოგენეტიკა, გენური თერაპია);
  • ბიომასალები (ბიოიმპლანტები, ბიომოწყობილობები, ბიოსენსორები);
  • ეთიკასთან დაკავშირებული სამედიცინო ბიოტექნოლოგიები

3.5.

მედიცინის სხვა დარგები

 

  • სასამართლო მედიცინა
  • მედიცინის სხვა დარგები

4

აგრარული მეცნიერებანი

4.1.

სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა

 

  • სოფლის მეურნეობა;
  • მეტყევეობა;
  • მეთევზეობა;
  • ნიადაგმცოდნეობა;
  • მებაღეობა, მევენახეობა; 
  • აგრონომია,  მცენარეთა გამრავლება და დაცვა; (აგრარული ბიოტექნოლოგიები შედის 4.4-ში)

4.2.

მეცხოველეობა და მერძევეობა

 

  • მეცხოველეობა და მერძევეობა; (ბიოტექნოლოგიები მეცხოველეობაში - შედის 4.4-ში)
  • მესაქონლეობა;
  • შინაური ცხოველები

4.3.

ვეტერინარული მეცნიერებანი

 

 

4.4.

სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები

 

  • სასოფლო-სამეურნეო და კვების  ბიოტექნოლოგიები;
  • GM ტექნოლოგიები (სასოფლო-სამეურნეო კულტურები და მსხვილფეხა საქონელი);
  • მსხვილფეხა საქონლის კლონირება, მარკირებული სელექცია, დიაგნოსტიკა (დნმ ჩიპები და ბიოსენსორული მოწყობილობები დაავადებების ადრეული /ზუსტი გამოვლენისათვის)   სამრეწველო ნედლეულის ბიომასის წარმოების  ტექნოლოგიები,  ბიოფარმაცია;
  • აგრარული ბიოტექნოლოგიების  ეთიკა.

4.5.

სხვა აგრარული მეცნიერებანი

5

სოციალური მეცნიერებანი

5.1.

ფსიქოლოგია

 

  • საინჟინრო ფსიქოლოგია
  • ფსიქოლოგია, სპეციალური (მოიცავს თერაპიას  სწავლის, მეტყველების, სმენის, ვიზუალური და სხვა ფიზიკური და მენტალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის).

5.2.

 ეკონომიკა და ბიზნესი

 

  • ეკონომიკა, ეკონომეტრიკა;
  • ინდუსტრიული ურთიერთობები;
  • ბიზნესი და მენეჯმენტი

5.3.

 განათლების მეცნიერებანი

 

  • განათლება, ზოგადი;  ტრენინგების, პედაგოგიკისა და დიდაქტიკის ჩათვლით;
  • განათლება, სპეციალური (განსაკუთრებული  ნიჭის მქონე, სწავლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის)

5.4.

სოციოლოგია

 

  • სოციოლოგია;
  • დემოგრაფია; 
  • ანთროპოლოგია,  ეთნოლოგია, სოციოლური თემატიკები (ქალთა და გენდერული კვლევები, სოციალური საკითხები, ოჯახის კვლევები, სოციალური სამუშაო)

5.5.

სამართალი

 

  • სამართალი, 
  • კრიმინოლოგია,
  • პენოლოგია  (მეცნიერება დასჯაზე და სასჯელის აღსრულებაზე)

5.6.

პოლიტიკური მეცნიერებანი

 

  • პოლიტიკური მეცნიერებანი;
  • საჯარო მართვა;
  • ორგანიზაციული თეორია

5.7.

სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია

 

  • გარემოს დაცვის მეცნიერებანი (სოციალური ასპექტები); 
  • კულტურული და ეკონომიკური გეოგრაფია; 
  • ურბანული კვლევა (დაგეგმვა და განვითარება);
  • სატრანსპორტო დაგეგმვა და ტრანსპორტის სოციალური ასპექტები (სატრანსპორტო ინჟინერია 2.1-ში);

5.8.

მედია და კომუნიკაცია

 

  • ჟურნალისტიკა;
  • საინფორმაციო მეცნიერებანი (სოციალური ასპექტები);
  • საბიბლიოთეკო მეცნიერება;
  • მედია და სოციო-კულტურული კომუნიკაცია

5.9.

სხვა სოციალური მეცნიერებანი

 

  • სოციალური მეცნიერებები, ინტერდისციპლინური;
  • სხვა  სოციალური მეცნიერებები

6

ჰუმანიტარული მეცნიერებანი

6.1.

 ისტორია და არქეოლოგია

 

  • ისტორია (მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ისტორია შედის 6.3,  ცალკეული მეცნიერებების ისტორია კი შესაბამის ქვემიმართულებებში);
  • არქეოლოგია;

6.2.

 ენები და ლიტერატურა

 

  • ენების ზოგადი კვლევები; 
  • ცალკეული ენები; 
  • ზოგადი  ლიტერატურათმცოდნეობა;
  • ლიტერატურის თეორია;
  • ცალკეული ქვეყნების ლიტერატურა;
  • ლინგვისტიკა;

6.3.

ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია

 

  • ფილოსოფია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ისტორია და ფილოსოფია;
  • ეთიკა (გარდა ცალკეული ქვედარგების ეთიკისა);
  • თეოლოგია; 
  • რელიგიათმცოდნეობა

6.4.

ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა)

 

  • ხელოვნება,  ხელოვნების ისტორია;
  • არქიტექტურული დიზაინი;
  • საშემსრულებლო ხელოვნებათმცოდნეობა (მუსიკათმცოდნეობა,  თეატრმცოდნეობა, დრამატურგია);
  • ფოლკლორული კვლევები;
  • კინომცოდნეობა,  რადიო და ტელევიზია

6.5.

 სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებანი

7

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებანი

7.1

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

7.2

ინჟინერია და ტექნოლოგიები

7.3

მედიცინა და ჯანმრთელობის მეცნიერებები

7.4

აგრარული მეცნიერებები

7.5

ჰუმანიტარული მენიერებები

7.6

სოციალური მეცნიერებები

შენიშვნა: 1-6 მიმართულებები განსაზღვრულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროსტატის (EUROSTAT) კლასიფიკაციის შესაბამისად