მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

05/01/2016 16:07

კონკურსის მიზანი: საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების აკადემიური დონის ამაღლება, მათ სამეცნიერო კვლევებში ჩართულობა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესება, აკადემიურ პროგრამებში სასწავლო პროცესში კვლევის ინტეგრირება და კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისება, ინტერდისციპლინური კვლევებისა და პრობლემაზე ორიენტირებული თემატური მიმართულებით სწავლების განვითარების გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების თამანშრომლობის წახალისება კვლევით ცენტრებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან, ასევე უნივერსიტეტებს შორის კოლაბორაციული პროექტების ინიცირება და რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობის ხელშეწყობა;

სამიზნე ჯგუფი: საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის მაგისტრანტი.

ხანგრძლივობა: მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი პირობებით კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე.

კოორდინატორები: გ.აბულაძე, მ.ქაჯაია, თ.სხირტლაძე