მიმდინარე კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
24/03/2017 15:28

ფონდი აცხადებს „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება  მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის  მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი. კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ  სამეცნიერო მიმართულებებში:         ა) მათემატიკა; ბ) ინფორმატიკა; გ) ფიზიკა; დ) ქიმია; ე) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ვ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; ზ) ეკოლოგია; თ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; ი) აგრარული მეცნიერებანი.  კონკურსში   პროექტის   შეტანა    შეუძლია   საჯარო სკოლას/სკოლებს. საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური  მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში. პროექტში შესაძლებელია საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად კერძო სკოლის მოსწავლეთა ჩართვაც. პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 სამუშაო კვირა, რომელიც არ უნდა მოიცავდეს სასკოლო არდადეგებს. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს. კონკურსის ადმინისტრირების განრიგი კონკურსის გამოცხადება   2017 წლის 24 მარტი;    ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში: 2017 წლის 5 აპრილი , 16:00 სთ. 2017 წლის 19 აპრილი, 16:00 სთ. 2017 წლის 26 აპრილი, 16:00 სთ. ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2017 წლის 5 მაისი . ელექტრონულ ფოსტაზე საკონკურსო დოკუმენტაციის  გამოგზავნის   ბოლო ვადა - 2017 წლის 2 3 მაისი 16:00 სთ.   ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 25 მაისი   16:00 სთ. კონკურსის პირველ ეტაპზე გადასული პროექტების ვებგვერდზე განთავსება 2017 წლის  15 ივნისამდე; მეორე ეტაპზე გადასული პროექტების საკონკურსო კომისიასთან პრეზენტაციები ფონდში 2017 წლის 15-26 ივნისის პერიოდში; კონკურსის შედეგების გამოცხადება და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება 2017 წლის ივნისის ბოლომდე.   დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება  დანართი 1. კონკურსის პირობები დანართი 2 . საპროექტო წინადადება  დანართი 3 . პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე  დანართი 4 . კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ დანართი 5. პროფესიული ბიოგრაფია (cv) ქართულ ენაზე დანართი 6 . პროექტის  გეგმა-გრაფიკი  დანართი 7 . პროექტის ბიუჯეტი  დანართი 8 . განცხადება ,,2017 წლის სახელმწიფო  გრანტების კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ დანართი 9. ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო კლასიფიკატორი პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით! კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: საჯარო სკოლის მასწავლებლის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, მოქმედების ვადა არ უნდა იყოს გასული); მეცნიერის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის- დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; პროექტის ასისტენტის ცნობა სასწავლო ადგილიდან; ორგანიზაციის (როგორც საჯარო სკოლის, ასევე სხვა იურიდიული პირის), ან ფიზიკური პირის თანხმობის წე­რი­ლი, სადაც დადასტურებულ იქნება შესაბამისი იურიდიული / ფიზიკური პირის მზად­ყოფნა, რომ პროექტის ჯგუფისთვის  ხელმისაწვდომი გახადოს საკუ­თა­რი ინფრასტრუქტურა (ბიბლიოთეკა, ლაბორატორიული, კომპიუტერული ბაზა, საკონფერენციო დარბაზი, და ა.შ.); პროექტის წარმომდგენი საჯარო სკოლის/სკოლების, პროექტის ხელმძღვანელის - მასწავლებლის, პროექტში ჩართული მეცნიერისა და პროექტის ასისტენტის საბანკო რეკვიზიტები; ცნობა პროექტის თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი თანხისა და დაფინანსების მიზნობრიობის მითითებით, დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი იურიდიული პირის ბეჭდით. კერძო პირის მხრიდან თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, საკმარისია, წერილზე შესაბამისი პირის ხელმოწერა და დეტალური საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი თანხის მითითებითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია , ელ.ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge ,   ტელ. 2200220(4409) გიგა აბულაძე , ელ.ფოსტა abuladze@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
22/03/2017 10:33

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:  ახალგაზრდა მეცნიერს, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში - დანართი 8): საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინჟინერია და ტექნოლოგიები სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები აგრარული მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება - 22 მარტი ჯგუფური კონსულტაციები: 5 აპრილი 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მისამართი: მ. ალექსიძის ქუჩა #1) - რეგისტრაციის ფორმა 28 აპრილი 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაციის ფორმა ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება !  კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა:  1 მაისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება:  4 აპრილი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 მაისი  23:00   სთ.- ის ჩათვლით განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა:  10 მაისი 16:00 სთ.- ის ჩათვლით პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: მაისი პროექტების შეფასება -   ივნისი, ივლისი, აგვისტო კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი ვადის დარღვევით შემოსული   საკონკურსო   დოკუმენტაცია   ფონდში   აღარ   მიიღება!!!   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:  მინისტრის ბრძანება ფონდისგენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები (დანართი №1) საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი №2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ბიუჯეტი (დანათი № 3) ქართული ვერსია /  ინგლისური ვერსია პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი № 4)  ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ახალგაზრდა მეცნიერის CV-ის ფორმა (დანართი №5.1) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მენტორისა და კონსულტანტის CV-ის ფორმა (დანართი №5.2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მენტორისა და კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი № 6) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის რეზიუმე (დანართი №7) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი№8) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია   პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია (ელექტრონული ბაზა გაიხსნება 4 აპრილს და დაიდება დეტალური ინსტრუქცია პროექტების ელექტრონულად რეგისტრაციის შესახებ). პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები: ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ  განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით ( შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ( ებ) ით დადასტურებული). განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს  2017 წლის  10 მაისის 16:00 სთ- მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება !   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  ნინო ბიწაძე, ელ.ფოსტა:  bitsadze@rustaveli.org.ge   ვაჟა ლომიძე,  ელ.ფოსტა:  lomidze@rustaveli.org.ge     შოთა  რუსთაველის  ეროვნული  სამეცნიერო  ფონდი  გისურვებთ  წარმატებებს!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/slider2.jpg
10/03/2017 13:58

ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსს

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება;  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება, სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და  უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს დოქტორანტს, რომელიც არის 2014-2016 წლებში გამოცხადებული ამავე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირი. პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი საგრანტო კონკურსისათვის წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. პროექტი დაგეგმილი უნდა იყოს 6 თვიან საანგარიშო პერიოდებად და იწყებოდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს. კონკურსის გრაფიკი: 10 მარტი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 24 მარტი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა ; 7 აპრილი - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის გახსნა; 12 აპრილი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა ; 20 აპრილი - ელ.ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 28 აპრილი, 16:00 სთ. - ელექტრონულ ბაზაში პროექტის რეგისტრაციის ბოლო ვადა; 3 მაისი, 16:00 სთ. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა; აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოცხადება. ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! დადგენილი ვადების , რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 მარტის № 13 ბრძანება; ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ; კონკურსის პირობები (დანართი 1) ; პროექტის თავფურცელი და აბსტრაქტი (დანართი 2) ; საპროექტო წინადადება (დანართი 3) ; დოქტორანტის პროფესიული ბიოგრაფია – CV (დანართი 4) ; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) ; ცვლილება პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკში (განახლებული დანართი 5); პროექტის ბიუჯეტი (დანართი 6) ; დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები – CV-ები (დანართი 7) ქართული და ინგლისური ფორმები; უცხოელი კონსულტანტის და უცხოელი თანახელმძღვანელის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი - Letter of commitment (დანართი 8); ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დანართი 9) ; სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი 10) ; უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით (დანართი 11) ; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება (სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის უცხოეთში მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ; ხშირად დასმული კითხვები. პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით! კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები: დოქტორანტის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (მოქმედი დოკუმენტი); დოქტორანტის წინა აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები; ცნობა დოქტორანტურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ, გაცემული 2017 წლის 10 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით. უცხოენოვან დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს შესაბამისი ქართული თარგმანი, რომელიც დამოწმებული იქნება თარჯიმანთა ბიუროს მიერ. კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, პროექტის დარეგისტრირება კონკურსის ელექტრონულ ბაზაში და ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა დადგენილი ვადების დაცვით; პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თითოეულ პროექტს მიენიჭება სარეგისტრაციო შიფრი და პროექტის წარმომდგენს შეეძლება ჩამოტვირთოს ელექტრონული ბაზის მიერ გენერირებული „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“.  „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შესაბამისი პირების ხელმოწერებითა და ბეჭდით დამოწმებული წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის კანცელარიაში 2017 წლის 3 მაისის 16:00 სთ.-მდე. კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:  ქეთევან გაბიტაშვილი ელ-ფოსტა:  gabitashvili@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა ელ-ფოსტა:  chichua@rustaveli.org.ge     შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!            
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
07/02/2017 15:41

ფონდი აცხადებს 2017 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.  კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად:  კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:    leo@rustaveli.org.ge . საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს. კონკურსის მეორე ეტაპზე ,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ,  პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით)   კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს  ელ. ფოსტის მისამართზე:    leo@rustaveli.org.ge . კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                   10/04/2017 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის  გამოგზავნის ბოლო ვადა; 18/04/2017 16:00 სთ - საგანაცხადო  ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა; 12/05/2017 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება; 04/10/2017 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები  და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა; 10/10/2017 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ  და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა; 20/10/2017-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა; 15/11/2017-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:  საქართველოს მთავრობის დადგენილება გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა პირველი ეტაპის საგანაცხადო  ფორმა მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ სამეცნიერო მიმართულებები და ქვეკატეგორიები კონკურსის რეგისტარციის ინსტრუქცია  16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში;   მისამართი: მ. ალექსიძისN1, III სართული. დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:  პროგრამის კოორდინატორები მაკა ქაჯაია; ნოდარ კილაძე  ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02; 599555644 (4333) ელ-ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge ; kiladze@rustaveli.org.ge მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული  ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/dunya-uluslararasi_son_.jpg
14/06/2016 11:32

გამოცხადდა ფონდისა და TUBITAK -ის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.   კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა  სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.  კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას: ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ; მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო - კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად ; კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები   ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივ კვლევით პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK-ში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.   ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე: ა) მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და 35 წლამდე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მქონე პირებს; ბ) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა- 15 000 ლარს. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ერჯერადი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს. საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე srnsf-tubitak@rustaveli.org.ge პროექტების ელ. ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადა: 2016 წლის 26 სექტემბერი, 16:00 საათი.   ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 29 სექტემბრის 16:00 საათამდე . ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  (125) ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში (190) ერთობლივი კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1) პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების განცხადება (დანართი №2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მეცნიერის CV (დანართი№4) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია თანხმობის წერილი თურქეთის მეცნიერთა ჯგუფის მხრიდან ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელების შესახებ (დანართი№5)  ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირის განცხადება (დანართი №6) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე განაცხადის ფორმა(დანართი №7) ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია   ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე ბიუჯეტის ფორმა (დანართი №8) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე თანხმობის წერილი თურქეთის ინსტიტუციის მხრიდან (დანართი №9)  პროექტების შეფასების კრიტერიუმები   ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე  ხელმისაწვბომია  TUTBITAK-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე :  http://tubitak.gov.tr/en/announcements/joint-call-between-tubitak-and-srnsf-is-open   დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორებს:   მარიამ ქებურიას Tel:  +995 322 200 220 (4022)  Email:   keburia@rustaveli.org.ge   ნიკოლოზ ბაქრაძეს Tel:+995 322 200 220 (4406) Email:   bakradze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/partners/logo_CNRS.png
18/04/2016 15:37

გამოცხადდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ფონდის ერთობლივი კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“

ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი ( PICS )“ . კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე საფრანგეთის მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან. კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თანამშრომლობის არსებობა, რის შედეგადაც უნდა არსებობდეს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს. ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5 000-დან 10 000 ევრომდე.   გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი) სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50% -ს. პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ  CNRS-ის ვებგვერდზე: http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article881&lang=en , ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=fr პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 2-ში). CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 2 ივნისი. პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივი განაცხადის წარმოდგენის პარალელურად,   საქართველოს  მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში ა.წ. 3 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დისკზე CDR-ზე PDF ფორმატით ჩაწერილი იგივე შინაარსის ინგლისურენოვანი საპროექტო განაცხადი, დამტკიცებული  ფორმით (დანართი 2). ფონდში წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის პარტნიორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა და განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის ორივე ხელმძღვანელის მიერ . ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის  ერთობლივი განცხადება (დანართი 3). CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი პანელი. დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება პროგრამა და პირობები საპროექტო განაცხადი (ინგლისურ ენაზე) ერთობლივი განცხადების ფორმა   კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 18/04/2016 - კონკურსის გამოცხადება; 2/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში; 3/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ; ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა; ნოემბერი 2016 - იანვარი 2017 - განაცხადების შეფასება CNRS-ის კომისიის მიერ; თებერვალი 2017 - CNRS-ის კომისიის მიერ შერჩეული განაცხადების განხილვა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში საქართველოს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარ პანელზე და თანადაფინანსების მოცულობის განსაზღვრა; მარტი 2017 - შედეგების დამტკიცება და გამოცხადება დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: CNRS-ში კონკურსის საკონტაქტო პირს - Gulnara Le Torrivellec +33 1 44 96 44 53 Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორს - ნიკოლოზ ბაქრაძეს ; +995 322 200 220 (4406); bakradze@rustaveli.org.ge
სრულად