მიმდინარე კონკურსები

გამოცხადდა ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

15/06/2017 15:41

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ შეთანხმებულ სფეროებში:

1) მათემატიკური მეცნიერებები;

2) საინფორმაციო ტექნოლოგიები;

3) საბუნების-მეტყველო მეცნიერებები;

4) საინჟინრო მეცნიერებები;

5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული 2015 წლის 16 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ერთ-ერთი წევრის ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტის მხრიდან იულიხის კვლევით ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით წარდგენილ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგნაირად:

მაგისტრანტებისთვის

  1. შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 5 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelich@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 15 სექტემბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით;
  2. ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 20 სექტემბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით.

დოქტორანტებისთვის

  1. შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 6 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelich@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 31 ოქტომბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით;
  2. ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 3 ნოემბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით.

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში:

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირებს:

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში:

თორნიკე სხირტლაძეს

skhirtladze@rustaveli.org.ge   

 

იულიხის კვლევით ცენტრში:

საბინე დუსს (Sabine Dues)

Manager International Affairs

Office of the Board of Directors and International Affairs

Forschungszentrum Jülich GmbH

D-52425 Jülich, Germany

s.dues@fz-juelich.de;