მიმდინარე კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/1K_1.jpg

ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ფონდის ერთობლივ საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი“ (PICS)

30/04/2018 16:43

კონკურსის სახელწოდება

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)

კონკურსის აბრევიატურა: CNRS PICS

კონკურსის მიზანი:  მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება–გაფართოება და საქართველოს მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება,  ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის  ხელშეწყობა.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური

პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე

კონკურსის მთავარი პირობა: კონკურსის მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გამოცდილება და შედეგად სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია.

ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი საგრანტო დაფინანსება წელიწადში არ აღემატება 10 000 ევროს ეკვივალენტს ლარში.

CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 მაისი.  (იხილეთ სარეგისტრაციო ბმული).

პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივი განაცხადის წარდგენასთან ერთად, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში ა.წ. 15 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს CNRS-ის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული საპროექტო წინადადების ორიგინალი და მისი ინგლისურენოვანი თარგმანი ელექტრონული სახით დისკზე (CDR) PDF ფორმატით. ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის  ერთობლივი განცხადება (დანართი 2 ).

პროექტის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე ინგლისურად და ფრანგულად.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

2018 წლის 30 აპრილი - კონკურსის გამოცხადება;

2018 წლის 30 მაისი - განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში;

2018 წლის 15 ივნისი -  განაცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში ;

2019 წლის თებერვალი - გამარჯვებული პროექტების გამოვლენა CNRS-ის მიერ;

2019 წლის თებერვალი-მარტი- შედეგების დამტკიცება და გამოცხადება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

CNRS-ში საკონტაქტო პირს: Gulnara Le Torrivellec (+33 1 44 96 44 53)

ელ. ფოსტა: Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან კონკურსის კოორდინატორები: მარიამ ქებურია, თამთა შკუბულიანი,  მეგი ქარცივაძე, ოთარ გოგიაშვილი

ელ. ფოსტა -  cnrs@rustaveli.org.ge

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №113/ნ;
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N50 ბრძანება;
  • კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი 1);
  • ერთობლივი განცხადების ფორმა (დანართი 2).
  • განაცხადის ფორმა ფრანგულ ენაზე (ნიმუში);

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!