მიმდინარე კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/farosana%20NFA-SRNSFG/farosana.jpg

ფონდი აცხადებს „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევით საგრანტო კონკურსს

14/06/2018 16:36

კონკურსის სახელწოდება

 „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა - NFA-SRNSFG

 

კონკურსის მიზანი

სახელმწიფოს წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სირთულეების გადაჭრა სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების გზით; აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა; ახალი ცოდნის, მეთოდების და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიება; პრობლემის მოგვარების ახალი მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი საერთაშორისო სივრცეში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.

კონკურსში წარდგენილი პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს საქართველოს პირობებში აზიური ფაროსანას (ლათ. Halyomorpha halys) ბიოლოგიისა და რიცხოვნობის დინამიკის შესწავლას; მისი ბიოანტაგონისტებისა და ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მათი გამოყენების შესაძლებლობას და მიზანშეწონილობას, მონიტორინგს და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლას; ასევე პრობლემის გადაჭრის ახალი ჰიპოთეზებისა და კონცეფციების ექსპერიმენტულ დამტკიცებას. დაფინანსებული კვლევა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესის საფუძველს ქვეყნის, რეგიონის ან/და მსოფლიო მასშტაბით.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი               ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები

პროექტისათვის მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 61 250 ლარს 1 წლიანი პროექტისათვის და 122 500 ლარ – 2 წლიანი პროექტისათვის. 

პროექტის განხორციელების პერიოდი: 1 ან 2 წელი.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

გამოცხადების თარიღი:  14 ივნისი, 2018

ჯგუფური კონსულტაციების თარიღები:  26 ივნისი, 2018 16:00 სთ. (რეგისტრაციის ფორმა)

                                                                           10 ივლისი, 2018 16:00 სთ. (რეგისტრაციის ფორმა)

შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა:   17 ივლისი, 2018

ელექტრონული რეგისტრაციის გახსნა:    7 ივლისი, 2018

რეგისტრაციის ბოლო ვადა:

                    ელექტრონული - 23 ივლისი, 2018  16:00 სთ.

                    კანცელარიაში - 24 ივლისი, 2018  16:00 სთ.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • კონკურსის პირობები (დანართი 1)
  • პროექტის თავფურცელი (დანართი 2) ნიმუში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3) GEO/ENG
  • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია - CV (დანართი 4) ნიმუში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) GEO/ENG
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 6) ნიმუშები GEO/ENG
  • კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი 7) GEO/ENG
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8) GEO/ENG
  • ხშირად დასმული კითხვები

 

ელექტრონული რეგისტრაციის ლინკები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია, დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის პროგრამასა და პირობებს, ასევე დანართებს;
  • დანართები, რომლებიც მოცემულია ნიმუშის სახით, ივსება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS-ში ელექტრონული რეგისტრაციის დროს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით nfa@rustaveli.org,ge  14/06-დან17/07- მდე.

ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტი განახლდება პერიოდულად.

 

კოორდინატორები:

ნატალია გვერდწითელი 2 200 220 (4015)

ნაირა ფალავანდიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: nfa@rustaveli.org,ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!