მიმდინარე კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/juelich%202018/dd.jpg

გამოცხადდა კონკურსი ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის!

25/10/2018 14:48

ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

კონკურსის აბრევიატურა   JFZ

კონკურსის მიზანი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

საპროექტო განაცხადი ტიპი    

  ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლია საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღისათვის 30 წლამდე ასაკის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტიდან (ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით);

იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში:

1) მათემატიკური მეცნიერებები;

2) საინფორმაციო ტექნოლოგიები;

3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

4) საინჟინრო მეცნიერებები;

5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

მაგისტრანტებისათვის:

დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან;

კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 900 ევროს ეკვივალენტს ლარში.

დოქტორანტებისათვის:

დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით;

კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 1400 ევროს ეკვივალენტს ლარში;

 

დაფინანსების 50%-ს ფარავს ფონდი, 50%-ს იულიხის კვლევითი ცენტრი.

 

კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2018 წლის 25 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის 16:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: juelich@rustaveli.org.ge

ბ) ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია –  2018 წლის 21 ნოემბრის 16:00 საათამდე.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №226/ნ

შეთანხმება ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ

ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 25 ოქტომბრის №156 ბრძანება

ხშირად დასმული კითხვები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

კონკურსის პირობები - დანართი 1

განაცხადის ფორმა - თავფურცელი (ქართ დანართი 2); (ინგ დანართი 2)

კონკურსში მონაწილის ბიოგრაფია (CV)  (ნიმუში - დანართი 3, GMUS-ის ფორმატი)

პროექტის ბიუჯეტი მაგისტრანტებისათვის - დანართი 4

პროექტის ბიუჯეტი დოქტორანტებისათვის - დანართი 5

პროექტით გათვალისწინებული შედეგები (დოქტორანტებისათვის - დანართი 6)

„განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (დანართი 7)

 

საგრანტო კონკურსში თითოეულ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორებს:

 

თორნიკე სხირტლაძე (პროგრამული საკითხები)

საკონტაქტო ინფორმაცია: skhirtladze@rustaveli.org.ge

ტელეფონი: 0322 200 220 (4133)

 

თამთა ტურაშვილი (ფინანსური საკითხები)

საკონტაქტო ინფორმაცია: turashvili@rustaveli.org.ge

ტელეფონი: 0322 200 220 (4301)

 

გიორგი წოწორია

საკონტაქტო ინფორმაცია: tsotsoria@rustaveli.org.ge

ტელეფონი: 0322 200 220 (4019)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!