მისია, მიზნები, ამოცანები

მისია, მიზნები, ამოცანები

28/10/2015 16:06

ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის მეცნიერული კვლევების განვითარებას და საქართველოს მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

ფონდის ძირითადი მიზნებია:

  • სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება;
  • სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაცია;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა;

ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ პროექტებში. ფონდი ადმინისტრირებას უწევს 27 პროგრამას, აქედან 19 ეროვნულ, 5 საერთაშორისო ბილატერალურ პროგრამასა და ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების ფარგლებში 3 მულტილატერალურ პროექტს. საგრანტო პროგრამებში დაფინანსება გაიცემა საკონკურსო წესით. შეფასება ხორციელდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს:

  • სამეცნიერო - კვლევითი პროექტებს;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას;
  • საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებს;
  • ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებს;
  • სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას;
  • მეცნიერების პოპულარიზაციას.

ფონდი აფინანსებს ყველა სამეცნიერო მიმართულებას EUROSTAT-ისა და OSCD-ის კლასიფიკატორის შესაბამისად:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები.

დამატებით, მთლიანი წლიური პროგრამული ბიუჯეტის 10%-ის ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს სამეცნიერო პროექტებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებაში.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრატეგიაა მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტთან „საქართველო 2020“ თანხვედრაში, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მხარდაჭერა; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისად კვლევისა და განვითარების ხარისხის მონიტორინგი და შეფასება;

ფონდის პროგრამული პრიორიტეტებია:

  1. სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა: ფუნდამენტური კვლევები; გამოყენებითი კვლევები; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით;
  2. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების ხელშეწყობა: საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის კვლევა; უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობა;
  3. ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა:  ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტები; ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება უცხოეთში; დოქტორანტების გრანტები; სამაგისტრო კვლევების გრანტები;  სეზონური სკოლების გრანტები;
  4. საერთაშორისო თანამშრომლობა და მობილობა: ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტები; საერთაშორისო და რეგიონული საკონფერენციო გრანტები;
  5. საერთაშორისო, ერთობლივი თანამშრომლობა (სამერცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება): CERN, DUBNA, JUELICH CENTER, CNR, CNRS, STCU, ISTC, CRDF-Global და ევროკავშირის მულტილატერალური პროგრამები (FP7 IncoNet EaP; Black Sea Horizon, IncoNet EaP+);
  6. მეცნიერების პოპულარიზაცია: მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა პროგრამა „ლეონარდო და ვინჩი“; კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით; საერთაშორისო ოლიმპიადებში ქართველ მოსწავლეთა მონაწილეობის ხელშეწყობა (შერჩევითი ტურებისა და გადამზადების/ტრენინგის აქტივობები);
  7. სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება: სამეცნიერო აპარატურის გრანტები; ELSEVIER BV, Scopus ელექტრონული ჟურნალების ბაზაზე წვდომა სახელმწიფო უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრებისთვის; 2016 წლიდან ELSEVIER-ის ბაზაში 2 ქართული ელექტრონული ჟურნალის (Annals of Agrarian Science და Transactions of Andria Razmadze Mathematical Institute) განთავსება.

ფონდის სამოქმედო გეგმა მოიცავს ფონდის პროგრამების ეფექტიანობის სისტემური შეფასებას და  საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე ახალი პროგრამებისა და კონკურსების განვითარებას; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამული ბლოკის გაძლიერებასა და საზღვარგარეთ საქართველოს შემსწავლელი ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობას; საგრანტო პროგრამების დაფინანსების ზრდას; საკონკურსო პროგრამების ადმინისტრირებასა და განაცხადების შეფასებას საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად; სამეცნიერო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შეფასებასა და ინფრასტრუქტურის ინტერაქიული რუკის შემუშავებას; მეცნიერების პოპულარიზაციის აქტივობების გაძლიერებას; ევროპისა და აშშ-ის სამეცნიერო ფონდებთან და შეფასების სააგენტოებთან თანამშრომლობით ახალი, ეროვნული შეფასების სისტემის განვითარებას; გრანტების მენეჯმენტის ერთიანი, ინტეგრირებული სისტემის დანერგვასა და საქართველოს ერთიანი სამეცნიერო პორტალის შექმნას; საერთაშორისო სამეცნიერო საინფორმაციო ელექტრონულ ბაზებზე საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზაში ქართული ჟურნალების, მათ შორის საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებათა ჟურნალის გამოცემას; აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ (GITA, „საქპატენტი“ და სხვ.) და საერთაშორისო პარტნიორებთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის.

საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით ფონდის ამოცანაა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან, სააგენტოებთან და ცენტრებთან (CNR იტალია, CNRS საფრანგეთი, STCU უკრაინა, NSF, CRDF-Global აშშ, Juelich Center) ბილატერალური პროგრამებისა და ერთობლივი პროექტების გაფართოვება, ახალი პროგრამების გაშვება (JSPC იაპონია, TUBITAC თურქეთი, Estonian Research Council ესტონეთი, German Research Foundation (DFG), DAAD, VW, გერმანია); ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), ბირთვული ფიზიკის კვლევის ცენტრთან (DUBNA), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  საერთაშორისო ცენტრთან (ISTC),    ELSEVIER-ის სამეცნიერო-საინფორმაციო ელექტრონული ბაზების საერთაშორისო გამომცემლობასთან  თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების პროექტებში (FP7 IncoNet EaP; H2020 Black Sea Horizon, IncoNet EaP+ ) აქტიური ჩართულობა; ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირის (NCP) ფუნქციის შესრულება; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსებში საქართველოს მეცნიერთათვის მონაწილეობის გაძლიერება და სრული ხელმწისაწვდომობის უზრუნველყოფა;