შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
ორმხრივი თანამშრომლობა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

05/01/2016 16:17

კონკურსის მიზანი: საქართველოს და იტალიის მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა, ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერება, სამეცნიერო წრეების ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, ახალი კოლაბორაციული ჯგუფების/ქსელის შექმნა. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას:

ა) ერთობლივი კვლევითი პროექტების შესასრულებად;

ბ) ერთობლივი სემინარების ჩასატარებლად;

სამიზნე ჯგუფი: საქართველოსა და იტალიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ინსტიტუტები და მათში მოღვაწე მეცნიერები.

ხანგრძლივობა: იტალიის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების მიხედვით საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს.

კონკურსის კოორდინატორები: მ. ქებურია, ნ. ბაქრაძე