სადოქტორო პროგრამები

სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსი

26/10/2016 14:41

კონკურსის მიზანია: არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებას არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობით, ინტერდისციპლინარული სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები, საქართველოს უნივერსიტეტები და მათში მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი.

ხანგრძლივობა:

  • არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისათვის პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი;
  • ახალი სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის განვითარებისათვის პროექტის ახანგრძლივობაა 4 წელი;

კოორდინატორი: ქ. გაბიტაშვილი