საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები

ETAIS - ესტონური სამეცნიერო კომპიუტერული ინფრასტრუქტურა

09/03/2018 13:15

ETAIS წარმოადგენს ესტონეთის კვლევითი ინფრასტრუქტურის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული, სამეცნიერო და კვლევითი პროექტების კომპიუტერულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას. პროექტის ზოგად მიზანს წარმოადგენს ესტონური კომპიუტერული სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ინტენსიური კვლევების სფეროში კონკურენციის სტანდარტის ამაღლება.

კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ძირითადი საქმიანობა წარმოადგენს როგორც კომპიუტერული, სერვერული და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ სერვისებს, ისე თანამშრომლობის ფარგლებში მოწოდებული ტექნიკური მასალის მუშაობის პროცესის გამართვასა და ადმინისტრირებას.

მოცემულ პროექტთან თანამშრომლობა მოიცავს 3 წლიან საქმიან ურთიერთობას, რომელიც უმეტესად მორგებულია უნივერსიტეტების ელექტრონული ბაზებისა და სამეცნიერო კვლევების კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ETAIS-ის ერთ-ერთი პარტნიორია ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია, რომელიც პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია შიდა ინტერნეტ სივრცითა და მონაცემთა ბაზებით.