სამოგზაური გრანტები

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

05/01/2016 16:13

კონკურსის მიზანი: ქართველი მეცნიერების საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში (კონფერენცია,  კონგრესი, ფორუმი,  სიმპოზიუმი,  სემინარი) მონაწილეობის ხელშეწყობა და წახალისება, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გაძლიერდეს ქართველ მკვლევართა ინტეგრირება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ქსელში, ხელი შეეწყოს ერთობლივ სამეცნიერო ინტერესების დადგენასა და პოტენციურ, ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივების გამოვლენას, ქართველი მეცნიერების შემოქმედებით  და პროფესიულ განვითარებას.

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებში, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრებში, სამეცნიერო ინსტიტუტებში მოღვაწე მეცნიერები.

კონკურსის კოორდინატორები: თ.სხირტლაძე, დ.ჩიჩუა, ვ.ლომიძე

 

ნორმატიული აქტი