საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციები

მიზნობრივი კონფერენციები საქართველოს შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით

05/01/2016 16:12

კონკურსის მიზანი: ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციების დაფინანსება საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენისათვის, საქართველოს შემსწავლელი მიმართულებების განვითარება და კვლევების საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებას. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესების ზრდა საქართველოში მიმდინარე სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ტრანსფორმაციის მიმართ და მონაცემებზე დაფუძნებული ინტერდისციპლინური კვლევების წახალისება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვა.

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო ინსტიტუტები და მათში მოღვაწე მეცნიერები.

კონკურსის კოორდინატორი: ქ. გაბიტაშვილი, ნ. დემეტრაშვილი