სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი

სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი

05/01/2016 16:08

კონკურსის მიზანი: ახალგაზრდა მეცნიერებისათვის და სტუდენტებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკო­ლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა. სეზონური სკოლები შეიძლება იყოს დარგობრივი, ინტერდისციპლინური, ორიენტირებული კვლევის მეთოდებში ტრენინგსა და ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. სეზონური სკოლების მიზანია მეცნიერებაში მოზიდვის მიზნით ახალგაზრდა მეცნიერების სტიმულირება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და კვლევების, სამეცნიერო გამოცემების უნარ-ჩვევების განვითარებაა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში; ქართველ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო  სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა, ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო მკვლევარების მოზიდვის გზით.

კონკურსის კოორდინატორები: თ.სხირტლაძე, დ.ჩიჩუა, ვ.ლომიძე