სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4780.JPG
25/07/2017 15:09

„ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

25 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს გამოცემის ღირსებასა და პრაქტიკულ დანიშნულებაზე. სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის შესახებ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს გამოცემის მნიშვნელობასა და პრაქტიკულ ღირსებას. ენციკლოპედიური ლექსიკონზე აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილთან ერთად, სარედაქციო ჯგუფი - გენერალ-მაიორები თენგიზ შუბლაძე და ვახტანგ კაპანაძე, ასევე სხვა ავტორები და შემდგენლები მუშაობდნენ. „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შექმნას საფუძვლად დაედო სსიპ შოთა რუსტაველის ერვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო პროექტი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4719.JPG
24/07/2017 14:52

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტის ვიზიტი ფონდში

მიმდინარე წლის 22 ივლისს, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს ( TUBITAK) პრეზიდენტის, პროფ. არიფ ერგინის საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა TUBITAK-ის წარმომადგენლებსა და საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუციების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფონდსა და  TUBITAK-ს შორის დაწყებული ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და მობილობის მხარდამჭერი პროექტების მხარდაჭერას, გაგრძელდება და გახდება უფრო ფართომასშტაბიანი. პროფ. არიფ ერგინი გაეცნო შეხვედრაზე წარმოდგენილი ინსტიტუციების თურქეთთან სამეცნიერო თანამშრომლობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, მათთან ერთად განიხილა შესაძლო სამომავლო კოლაბორაციის ფორმატი. დაინტერესების და მხარეთა მზაობის შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სამეცნიერო ღონისძიება (ფორუმი) საქართველოს და თურქეთის მეცნიერთა მონაწილეობით, რომელიც მკვლევრებს ერთმანეთის გაცნობისა და ერთობლივი პროექტის კონცეფციის შემუშავების  საშუალებას მისცემს. პროფ. არიფ ერგინმა შეხვედრაზე მობრძანებულ კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) მხრიდან თანამშრომლობის მზარდი ინტერესი დაუდასტურა.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/20348210_10212042339546378_875077657_o.jpg
24/07/2017 14:50

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტის ვიზიტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

22 ივლისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს ( TUBITAK) პრეზიდენტი, პროფ. არიფ ერგინი. ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, თურქეთსა და საქართველოს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრები გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. 22 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეხვედრას ეწრებოდნენ:  პროფ. არიფ  ერგინი,  თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორატის წარმომადგენელი, ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქ-ნი სელდა ულუტასი  და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქ-ნი მუთებერ კილიჩი. საქართველოს მხრიდან  შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბ-ნი თეიმურაზ მურღულია, სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბ-ნი კახა ხანდოლიშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ქ-ნი მანანა (მაკო) მიქაბერიძე და ფონდის საერთაშორისო ურთოერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი ქ-ნი მარიამ ქებურია. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მიმდინარე ორმხირივი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. თურქეთის მხარემ გამოხატა მზაობა,  საქართველოს შესაბამის ინსტიტუციებს გაუზიაროს გამოცდილება პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მეცნიერთა ჩართულობის გაზრდის კუთხით. ამ მიზნით, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს დელეგაციამ სპეციალური კონცეფცია შეიმუშავა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს კონკრეტული აქტივობების  ერთობლივად დაგეგმვისკენ მოუწოდა. ბატონმა თეიმურაზ მურღულიამ პროფ. არიფ ერგინი საქართველოში, სექტემბერში დაგეგმილ სამეცნიერო ფესტივალზე მიიწვია.
სრულად

მტცუ-ს კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

21/07/2017 17:38
იხილეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსზე ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად მოხსნილი პროექტების შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/Logos/ERC%20(3).PNG
20/07/2017 12:12

ERC-ის 2018 წლის სამუშაო პროგრამა

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) გამოაქვეყნა 2018 წლის სამუშაო პროგრამის პროექტი, რომელიც აღწერს დაგეგმილ საგრანტო კონკურსებს (ჯამური ბიუჯეტი - 1.86 მილიარდი ევრო).  დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე   პროგრამის ერთ-ერთი ახალი ელემენტია საგრანტო სქემა - Synergy Grants .  სამეცნიერო პროექტის დაფინანსების ეს ინსტრუმენტი გათვალისწინებულია 2-დან 4 სამეცნიერო ხელმძღვანელის ჯგუფისათვის.  2018 წლის სამუშაო პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისათვის მანამ, სანამ იგი ოფიციალურად დამტკიცდება ევროკომისიის მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს. მხოლოდ ოფიციალურად მიღებულ სამუშაო პროგრამას ექნება სამართლებრივი ღირებულება.   ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონკურსების კალენდარი იხილეთ ქვემოთ:
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4642.JPG
18/07/2017 18:08

საკონსულტაციო შეხვედარა

18 ივლისს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“  2017 წლის საგრანტო კონკურსიში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/oqs.jpg
13/07/2017 13:19

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

გამოვლინდა  ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“  ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები 2017 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 9 განაცხადი. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 7 განმცხადებელთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ორი პროექტი: იხ. გენერალური დირქტორის ბრძანება გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2017 წლის 21 ივლისის 17:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით   დამტკიცებული დოკუმენტები. გამარჯვებულები დაფინანსდებიან მიწვეული მკვლევარის სტატუსით 12 თვიანი კვლევითი მივლინებით გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის ( http://www.area-studies.ox.ac.uk ), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში ( http://www.rees.ox.ac.uk ) და განახორციელებენ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით.
სრულად

ცვლილება სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N74 ბრძაბენაში

12/07/2017 16:39
"2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობებისა და საკონკურსო განაცხადების ფორმების დამტკიცების შესახებ" სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N74 ბრძაბენაში ცვლილების შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/vebistvis.JPG
12/07/2017 10:29

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 10-11 ივლისს, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს რიგით V სხდომა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. სამეთვალურეო საბჭოს წევრები არიან, საქარტველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრი, მოადგილე(ფონდის კურატორი), საქართველოს და მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს: ახალი პროგრამის პორტფოლიო და 2018 წლის ბიუჯეტი, ახალი სტრატეგიის კრიტიკული საკითხები, 2018-ის მოდიფიცირებული პროექტები (გამოყენებითი კვლევის კონცეფცია, გრანტის კონცეფციის ინსტრუმენტირება). სხდომაზე ასევე განიხილეს: პროექტების შეფასების პროცედურა და პოლიტიკა/ერთიანი  კომისია და დარგობრივი პანელები, პროგრამის მონიტორინგის საკითხები: სტატისტიკა; გამოწვევები, პერსპექტივები; ჰორიზონტი 2020-ისთვის გრანტის მოსამზადებელი სქემები, სამუშაო გეგმის ეფექტურობის შეფასება; საერთაშორისო პროგრამები და თანამშრომლობა-ახალი საერთაშორისო პარტნიორები და პერსპექტივები (ჩინეთი, ფრანგული ინსტიტუტი, ბულგარეთი, მოლდოვა, DFG, TUBITAK -ის მოდიფიცირება, USESFP, ERC, TAEX-თან თანამშრომლობა); საერთაშორისო პროგრამების წევრობა, პლატფორმები და მონაცემთა ბაზები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4277.JPG
11/07/2017 12:52

მარინე ჩიტაშვილის ფონდში საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება

10 ივლისს 18:00 საათზე, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, პროფესორ მარინე ჩიტაშვილის გაცილების ღონისძიება. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მოადგილეები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ოქსფორდისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი პროგრამის კომისსის წევრები და ფონდის თანამშრომლები. ღონისძიებაზე შედგება პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიერ ფონდის ხელმძღვანელობის პერიოდში არსებული მიღწევების მოკლე პრეზენტაცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ მარინე ჩიტაშვილს ფონდის განვითარების საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის. ბატონმა ალექსანდრემ იმედი გამოთქვა, რომ ქალბატონი მარინეს მიერ შექმნილი გუნდი გააგრძელებს დასახული ამბიციური მიზნების განხორციელებას. ასევე, მადლიერება გამოხატეს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა და აღნიშნეს, რომ ქალბატონი მარინეს თაოსნობითა და სამინისტროს მხარდაჭერით ფონდმა ორი წლის მანძილზე უზარმაზარი შრომა გასწია მსოფლიო სამეცნიერო ფონდებთან თანამშრომლობისა და თანაბარუფლებიანი პარტნიორობისთვის.
სრულად