სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/dd.jpg
14/12/2018 14:50

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები

პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ თავიანთ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 4 გამარჯვებული, რომლებიც იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე გაივლიან სამეცნიერო კვლევით სტაჟირებას. გთხოვთ, იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის 14 დეკემბრის ბრძანება №194  გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_20181211_141835.jpg
12/12/2018 15:53

„მეგრულ–ლაზური ინტონაცია“

2018 წლის 11 დეკემბერს,  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური საგრანტო პროექტის „მეგრულ–ლაზური ინტონაცია“ (217728) შუალედური წარდგინება. პროექტის წარდგინებაზე მოხსენებით გამოვიდნენ გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ეთერ შენგელია (მეგრულ-ლაზური მასალის ექსპერიმენტული ანალიზის შედეგები) და პროექტის კოორდინატორი - დოქტორანტი ნათია ფონიავა (ლაზეთსა და სამეგრელოში ჩატარებული ექსპედიციების მიმოხილვა ). ღონისძიებას ესწრებოდა პროექტის კონსულტანტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვაჟა შენგელია, ასევე თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/AR%20logo.jpg
11/12/2018 18:09

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის II ეტაპის შედეგები

ფონდი გაცნობებთ, რომ ცნობილია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის II ეტაპის შედეგები. კონკურსის ფარგლებში II ეტაპზე დარეგისტრირდა 29 განაცხადი, რომელთაგან, ტექნიკური ექსპერტიზის დროს, მოიხსნა 2 პროექტი.  კონკურსში მონაწილე 27 პროექტი შეფასდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N85 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  III ეტაპზე გადასული პროექტები გამოვლინდა ფონდის გენერალური დირექტორის 11 დეკემბრის N191 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული "გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის" მიხედვით. კონკურსის III ეტაპზე გადავიდა 24 პროექტი. იხილეთ: III ეტაპზე გადასული პროექტები რანჟირებული სიები კატეგორიების მიხედვით დამატებით მოგახსენებთ, რომ III ეტაპზე გადასულ მონაწილეთა პრეზენტაციები კომისიის წინაშე ჩატარდება 12 დეკემბერს. იხილეთ პრეზენტაციების გრაფიკი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/jdsfhg.jpg
11/12/2018 11:58

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი

ამა წლის 10 დეკემბერს,  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, გაიმართა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორები, კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების ხელმძღვანელები. ჯილდო გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფებს:   ზურაბ გუგუჩია -   ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით  მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;   ეთერ ქემერტელიძე, მარკუს განცერა,მარიამ ბენიძე,ალექსანდრე სხირტლაძე, ვაჟა ნებიერიძე  - სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი;   მაქსიმ იავიჩი - ტექნოლოგიებსა და საინჟინრო მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;   ვახტანგ ჭარაია - სოციალური და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;  ასევე წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში: ელინა ბაქრაძე - საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; მაია სვანაძე - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; თენგიზ ვერულავა , იაგო კაჭკაჭიშვილი, რევაზ ჯორბენაძე და ლეილა კარიმი - სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი; ომარ მუკბანიანი, ჯიმშერ ანელი, თამარ თათრიშვილი და ელიზა მარქარაშვილი -  ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით  მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი;  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/dfg.jpg
11/12/2018 11:01

სამუშაო შეხვედრა საქართველოში სამეცნიერო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტების და ბიოეთიკის პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ

2018 წლის 10-11 დეკემბერს ქ. ბორჯომში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოში  სამეცნიერო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტების და ბიოეთიკის პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის; გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ); ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის; თსუ ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის; საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის; სურსათის ეროვნული სააგენტოს; სართველოს აგრარული უნივერსიტეტის; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის; საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის; აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული გახლდათ ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში ბიოეთიკისა და ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების რეალური სურათი, ინსტიტუციური პოლიტიკის საკითხები უსაფრთხოების პირველი, მეორე და მესამე დონის კვლევების მიმართ, ევროპარლამენტის რეგულაციები და ევროპის ქვეყნების გამოცდილება. აგრეთვე, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში აღნიშნული საკითხების რეგულირების განვითარების პერსპექტივები და სამთავრობო და აკადემიურ სექტორებს შორის თანამშრომლობის სქემები. შეხვედრაზე გაფორმდა მემორანდუმი ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრსა და საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (GALAS) შორის. შეხვედრაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო გაჩეჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფონდის საქმიანობა, მიზნები, ამოცანები, პროგრამები, საერთაშორისო ურთიერთობები, სამოქმედო გეგმები და აღნიშნა, რომ ბიოეთიკის,  სამეცნიერო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების, კვლევების უსაფრთხოების საკითხები და მათთან დაკავშირებული რეგულაციების მიახლოება საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოსთან წარმოადგენს კვლევების პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომლის შემუშავება და დახვეწა აუცილებელია საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი კვლევების წარმართვისათვის ბიომედიცინისა და აგრარულ დარგებში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/12_1.jpg
10/12/2018 10:05

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეტროსპექტული კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი "გურჯისტანის ვილაიეთის" საფუძველზე

2018 წლის 7 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, YS-2016-44 - "სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეტროსპექტული კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი "გურჯისტანის ვილაიეთის" საფუძველზე" პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელმა რომან მაისურაძემ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა პროექტის დასკვნით ეტაპზე მიღებული შედეგები. პროექტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, სულ მალე (11.12.2018) სრულდება. კვლევა ეხებოდა XVI საუკუნის დროინდელი დოკუმენტის, "გურჯისტანის ვილიაიეთის დიდი დავთარის" მიხედვით რეტროსპექტული რუკების შექმნას, ასევე მის კომპლექსურ-გეოგრაფიულ ანალიზს. პროექტის ხელმძღვანელმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპების და ჩატარებული სამუშაოების შესახებ. პროექტი ხორციელდებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მიმდინარეობის დროს მომზადდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თემატური გეოინფორმაციული სისტემები, რომელებიც რეგიონის XVI საუკუნის დროინდელიმდგომარეობას ასახავს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა რამდენიმე ათეული თემატური რუკა, რომელიც ასახავს "გურჯისტანის ვილიაიეთის დიდ დავთარში" შესულ ინფორმაციას და ფაქტობრივად, წყაროს კარტოგრაფიულ, სივრცისეულ რეპრეზენტაციას წარმოადგენს. თემატური რუკები შეეხება დასახლებების, მიწის ფონდისა და სოფლის მეურნეობის, მოსახლეობისა და მათზე დაკისრებული გადასახადების თემებს. პროექტის განმავლობაში მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა თემებზე, რომელთა ნაწილი მომზადდა სამეცნიერო ნაშრომების სახით. მათგან ერთ-ერთ თემატიკაზე მომზადებული ნაშრომი წარდგენილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. ხოლო ნაშრომების გამოქვეყნება დაგეგმილია უახლოეს მომავალში. პროექტის ფარგლებში მომზადებულია მდიდარი და მრავალფეროვანი გრაფიკული შინაარსის მასალა, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა საფუძვლად დაედოს ფუნდამენტურ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც კვლევის გაგრძელების შემდეგ შეიძლება მომზადდეს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_5558.JPG
10/12/2018 09:20

„Beauveria bassiana - "Bb007" - ის მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის დამუშავება მავნე მწერების კონტროლისათვის საქართველოში“

ა/წ  7 დეკემბერს, 15.00 საათზე   საქართველოს  აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი  კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო  გრანტების 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტი „Beauveria bassiana - "Bb007" - ის მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის დამუშავება  მავნე მწერების კონტროლისათვის  საქართველოში“, შიფრი 216766,  დასრულებული პროექტის პრეზენტაცია.    ამჟამად, მთელ მსოფლიოში  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხო, ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებას  მავნე მწერების ინტეგრირებული მართვის საქმეში (IPM). ბიოლოგიური კონტროლის აგენტებიდან  (BCA), ენტომოპათოგენური სოკოები (ეპს) წარმოადგენს  ერთ–ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად მიკროორგანიზმებს მცენარეთა დაცვის საქმეში,  რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე, იწვევს მრავალი სახეობის  მავნე მწერის   რეგულარულ და დიდ  სიკვდილიანობას, არის ქიმიური პესტიციდების ალტერნატივა და  უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსათვის. პრეზენტაციაში წარმოდგენილია პროდუქტი, ბიოლოგიური  პრეპარატი, რომელიც შექმნილია   ენტომოპათოგენური სოკოს Beauveria bassiana -ს ადგილობრივი შტამის საფუძველზე. პროექტის ფარგლებში, პირველად მოხდა შერჩეული აქტიური შტამის  Beauveria bassiana - Bb007  მასობრივი გამრავლება და მისი  ბიოფორმულაცია კომერციული მიზნებისათვის. განხორციელდა, წარმოებულ ბიოლოგიური  პრეპარატის  - მიკოპესტიციდის,  რეგისტრაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  სურსათის ეროვნულ სააგენტოში,     სავაჭრო ნიშანით -   Bover-Ge ( ბოვერ–ჯი).  პრეპარატის წარმოება ხდებოდა კონსულტანტების  სტეფან იარონსკის (აშშ) და დიტრიხ შტეფანის (გერმანია) კონსულტაციის მეშვეობით. ახალი ბიოპესტიციდის შესახებ  მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას ფერმერებსა და  დაინტერესებულ პირებს. ასევე პროექტის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ერთად შეიქმნა „ მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის ტერ მინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი” - ავტორები: მედეა ბურჯანაძე, ქეთევან ქორიძე (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) სვეტლანა გულიი, ვლადიმერ გულიი (ვერმონტის უნივერსიტეტი,აშშ).  განმარტებითი ლექსიკონი არის პირველი წიგნი, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საქმეში, ქართულ ენაზე. პრეზენტაციას დაესწრო  პროფესორი ვლადიმერ გული, ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-დან,  რომელიც  ეწვია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს აღნიშნული წიგნის წარდგენისათვის. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მედეა ბურჯანაძე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/DI%202018/1.jpg
07/12/2018 17:54

გამოვლინდნენ 2018 წლის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის გამარჯვებულები

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 32 საპროექტო  განაცხადი, მათგან 3 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე.  კონკურსში მონაწილე 29 პროექტი შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N88/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 4 დეკემბრის N184 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის  „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის“  მიხედვით.  დასაფინანსებლად შეირჩა 9 პროექტი. იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7  დეკემბრის ბრძანება   N188 გამარჯვებული პროექტებისა და რანჟირებული სიების  დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტები კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). ყურადღება!!!                                                                                                                                                                გთხოვთ, გაითვალისწინოთ , ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/college-graduation-1.jpg
07/12/2018 17:52

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

მაგისტრანტთა სასწავლო -კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 94 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 90 პროექტი. იხილეთ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/47506504_1164620893690213_8620460350501814272_n%20(1).jpg
07/12/2018 16:05

ISTC - ისა და STCU - ს მმართველი საბჭოს სხდომები

2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ქ. კიევში ჩატარდა მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის  (International Science Technology Center  - ISTC) რიგით 67-ე და მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (Science Technology Center in Ukraine - STCU) რიგით 47-ე მმართველი საბჭოს სხდომები, სადაც საქართველო, როგორც ორივე ცენტრის საბჭოების წევრი წარმოდგენილი გახლდათ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. აღნიშნულ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ  სასომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, აშშ, კანადის, ნორვეგიის და ევროკავშირის  წარმომადგენლები. ISTC და STCU აქტივობები მოიცავს,  ისეთი კვლევითი პროექტების დაფინანსების საკითხებს, რომლებიც მეიარაღე მეცნიერების ჩართულობით ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად, ასევე, მიზნობრივ პროგრამებს, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს მეიარაღე მეცნიერების ეფექტურ ჩართვას მსოფლიო სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ საზოგადოებაში. 6-7 დეკემბრის სხდომებზე განხილულ იქნა ISTC და STCU 2018 წლის როგორც პროგრამული, ასევე ფინანსური ანგარიშები და სამომავლო სტრატეგია: ახალი საგრანტო პროგრამების შემუშავებისა და მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების (Targeted Initiatives – TI) და პარტნიორული პროექტების (Partner Projects – PP) დაფინანსების სქემები, ISTC ეროვნული ფილიალების საკითხი, ტექნოლოგიების საექსპორტო კონტროლის თემა, 2019 წლის ფინანსური გათვლები.  აგრეთვე, სამეცნიერო მრჩეველთა და შემფასებელ კომიტეტების მომდევნო წლის შეხვედრებისა და აქტივობების გეგმები. ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე დაესწრო მმართველი საბჭოს აღმასრულებელ სესიას, სადაც მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილებოდა ISTC/STCU საქართველოს ეროვნული ფილიალის შემდგომი ფუნქციონირების პერსპექტივები.   
სრულად