სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/47506504_1164620893690213_8620460350501814272_n%20(1).jpg
07/12/2018 16:05

ISTC - ისა და STCU - ს მმართველი საბჭოს სხდომები

2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ქ. კიევში ჩატარდა მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის  (International Science Technology Center  - ISTC) რიგით 67-ე და მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (Science Technology Center in Ukraine - STCU) რიგით 47-ე მმართველი საბჭოს სხდომები, სადაც საქართველო, როგორც ორივე ცენტრის საბჭოების წევრი წარმოდგენილი გახლდათ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. აღნიშნულ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ  სასომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, აშშ, კანადის, ნორვეგიის და ევროკავშირის  წარმომადგენლები. ISTC და STCU აქტივობები მოიცავს,  ისეთი კვლევითი პროექტების დაფინანსების საკითხებს, რომლებიც მეიარაღე მეცნიერების ჩართულობით ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად, ასევე, მიზნობრივ პროგრამებს, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს მეიარაღე მეცნიერების ეფექტურ ჩართვას მსოფლიო სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ საზოგადოებაში. 6-7 დეკემბრის სხდომებზე განხილულ იქნა ISTC და STCU 2018 წლის როგორც პროგრამული, ასევე ფინანსური ანგარიშები და სამომავლო სტრატეგია: ახალი საგრანტო პროგრამების შემუშავებისა და მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების (Targeted Initiatives – TI) და პარტნიორული პროექტების (Partner Projects – PP) დაფინანსების სქემები, ISTC ეროვნული ფილიალების საკითხი, ტექნოლოგიების საექსპორტო კონტროლის თემა, 2019 წლის ფინანსური გათვლები.  აგრეთვე, სამეცნიერო მრჩეველთა და შემფასებელ კომიტეტების მომდევნო წლის შეხვედრებისა და აქტივობების გეგმები. ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე დაესწრო მმართველი საბჭოს აღმასრულებელ სესიას, სადაც მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილებოდა ISTC/STCU საქართველოს ეროვნული ფილიალის შემდგომი ფუნქციონირების პერსპექტივები.   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/20181205_141801.jpg
06/12/2018 10:32

„ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია მე-17-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ კულტურულ სივრცეში“

2018 წლის 5 დეკემბერს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარდა წიგნის - „კავკასიის ფრანგული დღიური“ პრეზენტაცია.   წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის - „ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია მე-17-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ კულტურულ სივრცეში“ -ფარგლებში. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მიზნებზე,  წიგნის ზოგად სტრუქტურაზე და აქტუალურ სიახლეებზე. წიგნი წარადგინეს პროექტის ძირითადმა შემსრულებლებმა და თარგმანის ავტორებმა: რუსუდან თურნავამ, ნინო გაგოშაშვილმა და ახალგაზრდა მეცნიერმა თათია ობოლაძემ. წარდგენილი იქნა წიგნის სამი სხვადასხვა ნაწილი: თეორიული საუძვლები, ფრანგი მხატვრებისა და მოგზაურების - ჟან პიერ მუანესა და ანრი ბლანშარის  სამოგზაურო ჩანაწერები და ქართველი არისტოკრატი ქალების ფრანგულენოვანი ეპისტოლური მემკვიდრეობა. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, აქამდე შეუსწავლელი  ფრანგული  ხელნაწერი - „სამი ფრანგომასონური ტრაქტატი“, ვრცელი წინასიტყვაობით.  ითქვა, რომ  კვლევის  პროცესში,  პროექტის უცხოელი კონსულტატის, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრ სტროევის თანამშრომლობით,  დადგენილი იქნა როგორც ძირითადი ნაშრომის, ისე წინასიტყვაობის ავტორები. აღინიშნა, რომ პროექტის დასასრულს, დაგეგმილია კიდევ ერთი წიგნის, ვრცელი  მონოგრაფიული გამოკვლევის გამოცემა, რომელსაც საფუძვლად დაედება   პირველ წიგნში შესულილიტერატურული მასალა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართული საზოგადოების სხვა წარმომადგენელები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG-20181205-WA0004_1.jpg
05/12/2018 17:10

ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს ( European Research Council ) ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა. საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ზვიად გაბისონიამ. აღსანიშნავია, რომ ფონდი აქტიურად არის ჩართული ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, ბატონი ზვიად გაბისონია კი ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირია საქართველოში.  შეხვედრაზე განხილული იქნა ევროპული კვლევების საბჭოს სამუშაო პროგრამის მიმდინარეობა და მომდევნო წლის პროგრამისთვის დაგეგმილი სიახლეები, ERC-ის კონკურსების შედეგები და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები.ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრის პარალელულად, ზვიად გაბისონიამ მოლაპარაკება აწარმოა ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლებთან  საქართველოში საინფორმაციო სესიის ჩატარების შესახებ. შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის აპრილში ERC-ის აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლის მონაწილეობით, თბილისში ჩატარდება საინფორმაციო ღონისძიება ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო შესაძლებლობების შესახებ. ასევე, ზვიად გაბისონიამ შეხვედრა გამართა ახალი საგრანტო სქემის თაობაზე -  ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლიდან იგეგმება ახალი პროგრამის გამოცხადება -  კვლევითი სტაჟირება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან.  ევროპული კვლევების საბჭოს ( European Research Council ) ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრას 50-მდე ეროვნული საკონტაქტო პირი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/FR%202018/FR-surati.jpg
04/12/2018 16:16

2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

დამტკიცდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის”  დაფინანსების წესი. იხილეთ: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №183.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/DI%202018/1.jpg
04/12/2018 16:16

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების 2018 კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

დამტკიცდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის  „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ დაფინანსების წესი. იხილეთ: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №184 .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/gfg.jpg
04/12/2018 11:19

„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საერთაშორისო გამოცდილება და ქართული მოდელის შექმნის პერსპექტივა“

28-30 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საერთაშორისო გამოცდილება და ქართული მოდელის შექმნის პერსპექტივა“, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები (5 ქვეყნის 11 წარმომადგენელი). პროექტი, რომლის ხელმძღვანელია ქართული უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა, გამარჯვებულია საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში. საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსს. საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების სისტემა ჩვენს ქვეყანაში 2019 წლიდან უნდა დაინერგოს. ამისთვის უნდა შეიქმნას საჯარო სამსახურში მოხელეთა პროფესიული განვითარების ქართული მოდელი. კონფერენცია მიზნად ისახავდა საჯარო სამსახურის ქართული მოდელის მეცნიერული საფუძვლების გაანალიზებას და უცხოური გამოცდილების გაცნობას. პროფესიული საჯარო მოხელის სწავლების სისტემის დასანერგად საჭირო რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვარგარეთის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებას, უცხოელი ექსპერტების მოსაზრებების გაცნობას. გარდა თემის სამართლებრივი ასპექტებისა, რომელთა განხილვას დაეთმო კონფერენცის მუშაობის პირველი დღე, სადაც ამ თემასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს მომხსენებლებმა, პროფესორებმა პაატა ტურავამ, ნინო სარიშვილმა, ეკატერინე ქარდავამ, თემურ მაისურაძემ, მაია დვალიშვილმა, ვალერი მოდებაძემ და უცხოელმა ექსპერტებმა, მნიშვნელოვანი იყო რეფორმების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმები, რომელთა განხილვაში მეორე დღეს უკვე უცხოელ კოლეგასთან ერთად ქართველი ფინანსისტები და ეკონომისტები მონაწილეობდნენ: ლევან ქისტაური, მიხეილ ჯიბუტი,  ირაკლი მექვაბიშვილი, ნინო ჭოველიძე. ხოლო კონფერენციის მუშაობის მესამე დღე დაეთმო სტუდენტთა მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციას. სამეცნიერო კონფერენციაზე იმუშავა სამმა სტუდენტურმა სექციამ, რომელშიც გარდა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა, მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები საჯარო მოხელეების პროფესიული მახასიათებლების, მოხელის სწავლებისა და საჯარო ფინანსური ხარჯების კონტროლის ინსტრუმენტების მიმართულებით. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე შემუშავდა მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების მხარდამჭერი რეკომენდაციები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/20181130_142214.jpg
03/12/2018 10:37

პანკრეატული ლიპაზას ახალი სპეციფიური ინჰიბიტორის შექმნა"

2018 წლის 30 ნოემბერს, კახა ბენდუქიძის კამპუსში  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის  აუდიტორია #113 -ში,    გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური პროექტის: "პანკრეატული ლიპაზას ახალი სპეციფიური ინჰიბიტორის შექმნა" შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია.  მოხსენება გააკეთა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან გულუამ. კონფერენციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ  პირველად დადგენილია ქართული ჩაის, ციტრუსებისა და ღვინოების ანტილიპაზური აქტივობები; შექმნილია ანტილიპაზური აქტივობის მქონე ბიოკომპოზიტი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ჭარბწონიანობის სამკურნალოდ. მიღებული შედეგები მოხსენებულია სამ საერთაშორისო კონფერენციაზე და გამოქვეყნებულია სამ უცხოურ რეფერირებად ჟურნალში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_7239.JPG
03/12/2018 09:22

„საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა"

2018 წლის 30 ნოემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი“-ის გამარჯვებული პროექტის (ხელშეკრულება №AR 216726) „საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა“ საბოლოო შედეგების საჯარო პრეზენტაცია. პროექტის სამეცნიიეროო ხელმძღვანელმა თამარ ქვრივიშვილმა და ძირითადმა შემსრულებელმა თენგიზ ურუშაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს განხორციელებული კვლევები და მიღებული შედეგები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა საქართველოს ნიადაგების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წითელი წიგნი, სადაც განხილულია ნიადაგების მემორიალურ, იშვიათ და ეტალონურ ჯგუფებში გაერთიანების პრინციპები; მოცემულია ინფორმაცია ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების, მორფოლოგიური ნიშნების, ძირითადი თვისებების მაჩვენებლებისა ნიადაგების წითელი ნუსხის შესახებ. ტექსტუალურ ნაწილს დართული აქვს ლანდშაფტებისა და ნიადაგების პროფილების ფერადი სურათები, ანალიზის მონაცემები წარმოდგენილია ცხრილებში. ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა ხელს უწყობს ნიადაგის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ფაქტიურად, არაგანახლებადი რესურსის დაცვას. წიგნში წარმოდგენილი მასალების გამოყენება შესაძლებელია ნიადაგების დაცვის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით. საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, აგრეთვე მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ნიადაგების მნიშვნელობით, მათი დეგრადაციისა და დაცვის საკითხებით. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ნიადაგმცოდნეობის რესპუბლიკურ კონფერენციებზე და ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე ბრაზილიაში სადაც წარდგენილი იქნა პოსტერი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო სტატია რეცენზირებად ჟურნალში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/download_1.jpg
30/11/2018 18:10

გამოვლინდნენ ”2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ გამარჯვებულები.

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 160 საპროექტო  განაცხადი, მათგან 3 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე.  კონკურსში მონაწილე 157 პროექტი შეფასდა ექსპერტების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 31 ოქტომბრის № 164 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების  წესის მიხედვით.  დასაფინანსებლად შეირჩა 54 პროექტი.   იხილეთ:   ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 30 ნოემბრის N182 ბრძანება გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების  დამტკიცების შესახებ;   გამარჯვებული პროექტები   კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ უახლოეს დღეებში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/20181129_161702.jpg
30/11/2018 10:46

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩი“-ს 2018 წლის კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

2018 წლის 29 ნოემბერს,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებულ  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა - „ლეონარდო და ვინჩი“-ს 2018 წლის კონკურსის ფინალისტებს. უნივერსიტეტში მოეწყო კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია.  საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს: უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა- მურთაზ კვირკვაიამ, უნივერსიტეტის სტუდენტმა, აღნიშნული კონკურსის ორგზის გამარჯვებულმა გიორგი ნიორაძემ და გიმნაზია „აია-GESS”-ის დირექტორმა რუსუდან ბოლქვაძემ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ,  კონკურსის  გრანპრის მფლობელებს გადასცა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის ფინალისტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 10%-ით.  შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და მისი კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს.
სრულად