სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/20181130_160845.jpg
30/11/2018 10:36

,,საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“

2018 წლის 30 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2016 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ შედეგების პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ მაია მირველაშვილი. პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების საფუძველზე (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ვერტიკალურ ზონებში ვაზის, ნიადაგის, კლიმატისა და აგროტექნიკის უთიერთქმედების შესწავლა). საქართველოში პირველად მეცნიერულად დამუშავდა ბიოყურძნის წარმოების სქემა, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივ პირობებსა და ჯიშებს; შეიქმნა მოდელი  ბიომევენახეობის მდგრადი განვითარების და ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტის - ვაზის ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის. ორგანული მევენახეობის განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია ბიომეურნეობებში და მიმდებარე ტერიტორიებზე ბუნებრივი წონასწორობის აღდგენა. საცდელ ვენახებში ჩატარებული ექსპერიმენტული ბიოღონისძიებების საფუძველზე  (ჩვენს მიერ ორგანული ქიმიის ინსტიტუტთან ერთად შექმნილმა პრეპარატმა ,,ბენტონიტმა’’ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სამეცნიერო წრეებში, რომლის გამოყენებაც საშუალებას იძლევა შემცირდეს გოგირდის გამოყენების ჯერადობა და რაოდენობა), გამრავლდა ენტომოფაგები და სასარგებლო მწერები, მოხდა ნიადაგის მიკროფლორის აღდგენა და გამდიდრება, რამაც გააძლიერა ვაზის გამძლეობა და შედეგად გაუმჯობესდა ყურძნის ხარისხი, გემოვნური მაჩვენებლები, გაიზარდა პროდუქციის შენახვის ხანგრძლივობა.   მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ფერმერებისათვის შეიქმნა სადემონსტრაციო ნაკვეთი, გამოიცა და გავრცელდა სამი სარეკომენდაციო  ბროშურა, დაიბეჭდა ორი მონოგრაფია მათ შორის ,,ბიომევენახეობა,’’ რეფერირებულ ჯურნალებში გადაცემულია 7 სტატია, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და სემინარები,  მონაწილეობა მივიღეთ ტელე-რადიო გადაცემებში, რითაც მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუწიეთ ორგანული მევენახეობის განვითარებას საქართველოში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/EaPPLUS_Logo_170116_RGB-1484569370.jpg
29/11/2018 17:39

EaP PLUS ვებინარი 6 - ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის,, ჰორიზონტი 2020“ ში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  დაგეგმილი ვებინარის შესახებ. მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, 13:00 საათზე,   (ცენტრალური ევროპის დროით 10:00 საათზე) ჩატარდება ვებინარი პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მცირე და საშუალო მეწარმეების ჩართულობის შესახებ. ვებინარის ორგანიზატორია  საერთაშორისო პროექტი - EaP PLUS. ვებინარის შინაარსი  მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცა  „ჰორიზონტი 2020“- ი  საგრანტო კონკურსები, მცირე  და საშუალო მეწარმეების მონაწილეობა ,,ჰორიზონტი 2020“ში - 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამა ვებინარის სამუშაო ენაა ინგლისური. ონლაინ საინფორმაციო სესიაზე ჩართულობა უფასოა. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ისარგებლოთ ბმულით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/YS/etriks.jpg
27/11/2018 16:55

2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდნენ  ,,ახალგაზრდა მეცნიერების კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის’’  2018 წლის სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 107  განაცხადი. კონკურსში მონაწილე პროექტები შეაფასეს საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 31 ოქტომბრის № 163 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა  კვლევების გრანტის კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის გამოთვლებისა და დაფინანსების წესის მიხედვით.  დასაფინანსებლად შეირჩა  33 პროექტი. იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 27 ნოემბრის N175 ბრძანება გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების  დამტკიცების შესახებ; გამარჯვებული პროექტები კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/20181126_150818.jpg
27/11/2018 10:51

”მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა“ .

2018 წლის 26 ნოემბერს, ორშაბათს,  15 საათზე ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფმა წარმოადგენს  შოთა რუსთაველის  - ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული დასრულებული პროექტი (#216732) -  ”მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა“ . საქართველოს ტერიტორია ფართომასშტაბიანი გეოლოგიური პროცესების (მეწყრების და ღვარცოფების კერების რაოდენობა ჩვენთან 40 000 რიგისაა), მოსახლეობის ზრდის, ინტენსიური მიწათსარგებლობისა და მსხვილი საინჟინრო ნაგებობების დიდი რაოდენობის გამო, ეკუთვნის ურთულეს, მოწყვლად მაღალმთიან რეგიონებს მსოფლიოში. წარმოდგენილი ღვარცოფების/მეწყრების ადრეული შეტყობინების  სისტემის (აშს) პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიური და სანდო გეოფიზიკური მონიტორინგის ტელემეტრული კომპლექსის შექმნას ავტონომური კვებით (მზის ბატარეებით), რომელიც გვამცნობს კატასტროფული მოვლენის მოახლოებას და დაწყებას რადიოსიგნალების ან ინტერნეტის საშუალებით. ამ თითქოს და შეუთავსებელი მოთხოვნების - ეკონომიურობისა და სიზუსტის - დაკმაყოფილება შესაძლო გახდა ბოლო წლებში თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების წყალობით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოწყობილობა არის დიაგნოსტიკური სისტემა, რომელიც მუდმივად იღებს ინფორმაციას, ადარებს მათ შეთანხმებულ კრიტერიუმებს (ნიადაგის ტენიანობის და დიფერენციალური აჩქარების კრიტიკულ მნიშვნელობებს) და იღებს გადაწყვეტილებას განგაშის ტელემეტრული სიგნალის გაგზავნაზე. დამუშავებულია ღვარცოფის/მეწყრის ინიცირების ალბათობის გაზრდის კრიტერიუმები სხვადასხვა დონეზე ავარიული სიგნალების გადმოსაცემად (სიწყნარე, ყურადღება, საშიშროება), ნიადაგის ტენიანობის, დახრების და დიფერენციალური აჩქარებების მონაცემების გამოყენებით. აწყობილია და გლდანის მეწყერზე ტესტირებულია დიფერენციალური აჩქარების, დახრების და ნიადაგის ტენიანობის გაზომვებზე დაფუძნებული საველე პირობებში მომუშავე ადრეული შეტყობინების სისტემის ქსელური პროტოტიპის მოდული. ადრეული შეტყობინების სისტემის საველე სადგურის შემადგენელი ელემენტების ღირებულება შეადგენს  1300 $, რაც მნიშვნელოვნად უფრო იაფია, ვიდრე ბაზარზე არსებული დანადგარები. აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით მიღებულია ჩვენი განაცხადი პატენტზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/mtavarze.jpg
26/11/2018 10:50

„დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება“

25  ნოემბერს, დასრულა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსებული  პროექტის „დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება“.  პროექტის პრეზენტაცია შედგა ლისის ტბაზე „ლისი ლაუნჯის“ ტერიტორიაზე, სადაც პროექტის ხელმძღვანელმა თ. ჯაფარიძემ დამსწრეებს გააცნო განხორციელებულ კვლევა და მიღებული შედეგები. პროექტის შედეგად შესწავლილია და დახასიათებულია „დამბალხაჭოში“ შემავალი მიკროორგანიზმები, როგორც მორფოლოგიურად, ასევე გენომურ დონეზე განახორციელა NGS სეკვენირება და მიკროორგანიზმების OUT იდენტიფიკაცია, რამაც საშუალება მოგვცა   პროდუქტში შემავალი სოკოების და ბაქტერიების  რაოდენობირივი შესწავლის. აღმოჩნდა, რომ პროდუქტი ძირითად მაფერმენტირებელ მიკროფლორას წარმოადგენს, Geotrichum Candidum და Penicillium Camemberti სოკოვან შტამები. ხაჭოში შემავალი ძირითადი ბაქტერიებია: L.Lactis, S. Thermophile, გარდა ამისა აღმოჩენილია და დახასიათებულია ბიფიდობაცტერიული შტამები B. Breve, B. Longum  და სხვა. პროექტის ფარგლებში დამუშავებულია როგორც დამბალხაჭოს მაფერმენტირებელი სოკოვანი კულტურების,  ასევე ბაქტერიული კულტურების სუბლიმაციური შრობის ტექნოლოგია. შემუშავებულია პროდუქტის მაფერმენტირებელი მიკროორგანიზმების სხვადასხვა ფორმულაციები  და შესწავლილია საწარმოო პარამეტრები, ტემპერატურა, ტენი, ფერმენტაციის ოპტიმალური დრო და სხვა. ყოველივე,  საშუალებას გვაძლევს  შევინარჩუნოთ ამ უნიკალური პროდუქტის სპეციფიური მახასიათებლები და ამასთან ერთად მწარმოებლებს შევთავაზოთ სტადარტიზებული მიკროფლორა და საწარმოო რეგლამენტი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/mtavari.jpg
22/11/2018 17:01

„ხილის ნედლად შენახვის ტექნოლოგიის შემუმშავება და თეორიული დასაბუთების“ სემინარი

2018 წლის 22 ნოემბერს ქ. თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2016 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ხილის ნედლად შენახვის ტექნოლოგიის შემუმშავება და თეორიული დასაბუთების“ ფარგლებში გაიმართა სემინარი. პროექტის მიმდინარეობა : 2016 – 2018 წლები. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ მერაბ ჟღენტი წარმოდგენილი იყო თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი ხილის ნედლად შენახვის ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული დანაკარგები და გახანგრძლივებულია შენახვის ვადები. შენარჩუნებულია აგრეთვე ხილის  კვებითი ღირებულებები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/mtavari.JPG
22/11/2018 16:59

„ახალი ტექნოლოგიის შემუშავება ქიმიურად დაბინძირებული წყლების გასასუფთავებლად ლურჯ-მწვანე წყალმცენარე - სპირულინას გამოყენებით“

2018 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს აგარარული უნივერსიტეტის 218-ე აუდიტორიაში, ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში  დაფინანასებული პროექტის „ახალი ტექნოლოგიის შემუშავება ქიმიურად დაბინძირებული წყლების გასასუფთავებლად ლურჯ-მწვანე წყალმცენარე - სპირულინას გამოყენებით“ დასკვნითი სემინარი. სემინარზე წარმოდგენილი იყო პროექტის ძირითადი შედეგები და პროექტის ლვოველი კონსულტანტის მოხსენება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AR%202018/AR%20logo.jpg
20/11/2018 15:03

2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

დასრულდა 2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის II ეტაპზე მონაწილე 29 განაცხადის ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა), რომლის შედეგად შეფასების ეტაპზე გადავიდა 27 პროექტი. იხილეთ 2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ბრძანება N169 .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AA%20RP/images%203.jpg
19/11/2018 16:18

,,სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში, გამარჯვებულ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება   მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში  (საარკებიან დარბაზში), ამა წლის  10 დეკემბერს  18:00 სთ-ზე.  ღონისძიებაზე დასწრების მსურველები, გთხოვთ დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/46345844_290604918451960_1798689581525106688_n.jpg
16/11/2018 16:50

პერსონალის საერთაშორისო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 12-16 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა პერსონალის პირველი საერთაშორისო კვირეული (International Staff Week), რომელშიც მონაწილეობს 21 უნივერსიტეტის 35 წარმომადგენელი ევროპის 11 ქვეყნიდან. პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა თუ ერთობლივი აქტივობის მეშვეობით. კვირეულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ტიპის აქტივობა  საქართველოსა და ევროპის კვლევითი ორგანიზაციებისა  და უნივერსიტეტების მონაწილეობით. 16 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა წარადგინა პრეზენტაცია ფონდის საგრანტო სქემებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. პერსონალის საერთაშორისო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიხურება 2018 წლის 16 ნოემბერს. ფოტოალბომი იხ. ბმულზე: http://bit.ly/2Fhfw8y
სრულად