სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/Files/IMG_8045.JPG
11/03/2016 14:47

Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისთვის

10 მარტს 15:00 სთ-ზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით ჩატარდა ELSEVIER-ისა და Scopus-ის  სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისათვის. სემინარს ესწრებოდნენ:  ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების  წარმომადგენლები. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორსიო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-თან ორწლიანი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე. სემინარზე მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს: ELSEVIER-ის ბაზაში განთავსებული ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარმა რედაქტორებმა ვახტანგ კოკილაშვილმა და თენგიზ ურუშაძემ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მოამბე“  გამომცემელმა ლუდმილა გვერწითელმა და ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სწავლულმა  მდივანმა ალექსანდრე დიდებულიძემ. დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ელსევიერის წარმომადგენლები.  Scopus-ის შინაარსობრივი პროდუქტის მენეჯერმა, სუზან სტეიგინგამ, ისაუბრა „სკოპუსის“ შინაარსობრივ სელექციასა და პოლიტიკაზე და ELSEVIER-ის კვლევების მართვის მეთოდისტმა, კრჟისტოფ შჟიმანსკიმ - სკოპუსის გამოყენებაზე სამეცნიერო რედაქტორებისათვის. სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:   სუზან სტეიგინგა თენგიზ ურუშაძე ლუდმილა გვერწითელი და ალექსანდრე დიდებულიძე ვახტანგ კოკილაშვილი
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

04/03/2016 10:42
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში შემოსული პროექტების შეფასების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის 2 მარტის N37 ბრძანება „2016 წლის 9 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადდა.   მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები   2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 99 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 7 განაცხადი, ხოლო 3 განაცხადი მოიხსნა საკონკურსო კომისიის მიერ.   გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების შესახებ საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი პროექტები   საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  47 პროექტი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

02/03/2016 10:42
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და წაახალისოს საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია. 2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 99 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 7 განაცხადი, ხოლო 3 განაცხადი მოიხსნა საკონკურსო კომისიის მიერ. გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების შესახებ საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი პროექტები საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  46 პროექტი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები  გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/10392068_1186183764732700_4536396013966401290_n.jpg
26/02/2016 14:47

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭოს თავმჯდომარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. შეხვედრზე განიხილეს: 2015 წლის წლიური ანგარიში, 2016 წლის სამოქმედო გეგმა, საკონკურსო პროექტების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, გრანტების ეფექტიანობის შეფასების საკითხი. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს დიდი საგრანტო კონკურსების შეფასების საერთაშორისო ექსპერტიზისთვის ჩატარებული სამუშაოები და მცირე გრანტების შეფასების მოდელები. ასევე, საბჭოს წევრებს გააცნეს საგრანტო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები, მეცნიერთა მონაცემთა ბაზის განვითარების საშუალებები, შიდა აუდიტის ანგარიში და ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/SAARMA%202.JPG
26/02/2016 10:13

მარტ საარმას საჯარო ლექცია

26 თებერვალს , 15:00 საათზე ,   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს ( ERC ) ფარგლებში : მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მოდაგილე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი და 90-მდე მეცნიერი. მარტ საარმამ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო: ევროპული კვლევების საბჭოს წევრები, სტრატეგია, სტრუქტურა,  მიზნები,  პროგრამები,  დაფინანსების სქემები და განსაკუთრებული მახასიათებლები, რითიც გამოირჩევა ჰორიზონტი 2020-ის სხვა პროგრამებისგან - სამეცნიერო ხარისხისა და ინოვაციების თვალსაზრისით გამორჩეული პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა; მეცნიერებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები საგრანტო განაცხადის ფორმების შევსებასთან დაკავშირებით; ისაუბრა შეფასების კრიტერიუმებზე, სისტემასა და პროცედურებზე; წარმოადგინა ERC-ის 2007-2015 წლების მიღწევები და სტატისტიკური მონაცემები; ისაუბრა ზოგად პრობლემებზე, 2016 წლის გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.  და ბოლოს, მარტ საარმამ წარმატებები უსურვა საქართველოს მეცნიერებს  ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამების დაფინასების მოსაპოვებლად. მარტ საარმას ლექციის პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/estonia_independence_day-e1424824414207.jpg
24/02/2016 11:57

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ესტონელ ხალხს და კოლეგებს ულოცავს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს!                
სრულად

Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისთვის

24/02/2016 10:26
10 მარტს, 15:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სამეცნიერო გამომცემლობა „ელსევიერი“ (Elsevier) მართავენ  სემინარს. სემინარი განკუთვნილია  „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო  სამეცნიერო ბაზის კონსორციუმის წევრებისთვის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია ; იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტი ; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ; გორის სასწავლო უნივერსიტეტი ; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ასევე, სემინარზე დასწრება შეუძლიათ  „ელსევიერთან“ თანამშრომლობის სურვილის მქონე სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.   სემინარის ხანგრძლივობა 3 საათი(15:00 სთ -18:00 სთ). ღონისძიების ადგილი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, I სართული, სააქტო დარბაზი (მისამართი: ალექსიძის ქ. #1, თბილისი, 0193). სამუშაო ენა - ქართული.   სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია http://goo.gl/forms/jHlH9uaYGs
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_7484.JPG
23/02/2016 09:28

როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია - „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“

დღეს, 14:30 საათზე,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩატარდა გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია - „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“.  როჯერ ქაშმორი, ასევე, არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე. მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში. ლექციას ესწრებოდნენ: ვ.კომაროვის სკოლის, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა და სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი. ლექციას დამსწრე საზოგადოებისთვის თარგმინიდა დემირელის კოლეჯის მე-11 კლასის მოსწავლე ალექსანდრე ფიჩხაძე. როჯერ ქაშმორმა მოსწავლეებს გააცნო ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარება. გაუზიარა მსოფლიოში ენერგიის დაზოგვის მიზნით, წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და მიღწევები, რომლებიც გასათვალიწინებელია განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. ლექციის შემდეგ წარიმართა კითხვა-პასუხი მოსწავლეებსა და პროფესორ ქაშმორს შორის. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მადლობას უხდის ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ლექციის ორგანიზებასა და მხარდაჭერისთვის. 
სრულად

2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (PICS) შედეგები

19/02/2016 16:30
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (The International Scientific Cooperation Project - PICS)   მიზანია საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს CNRS-თვის საინტერესო ყველა სამეცნიერო დარგს. პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია. PICS მიმართულია მეცნიერების, უპირატესად ახალგაზრდა მკვლევრების - პოსტდოქტორანტებისა და დოქტორანტების, გაცვლაზე. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მონაწილობით საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ორი განაცხადი, რომლებიც შეფასდა საფრანგეთსა და საქართველოში, დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული კომისიების მიერ. შეფასებების შეჯერების შედეგად, მხარეთა მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი პროექტი სახელწოდებით „ დინამიკა და თერმოდინამიკა ნანონაწილაკოვან სისტემებში “.   გამარჯვებული პროექტის წარმდგენმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 26 თებერვლის 17:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები.   გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/Capture.PNG
19/02/2016 10:54

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2016

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროგრამის  „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2016-ის“ გამარჯვებული პროექტის "თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანის" ოფიცილაური გახნსა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა . პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბატონმა ელგუჯა ხინთიბიძე მსმენელთა შერჩეული ჯგუფს გააცნო პროგრამა და მოსწავლეები გაემგზავრნენ მისაქციელში "სასტუმრო კაპილონში" ათდღიანი ინტენსიური საგანმანათლებლო კურსის გასავლელად. სალექციო კურსებს გაუძღვებიან სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის, იაპონელი ქართველოლოგი და ტოკიოს უნივერსიტეტის თანამშრომელი - იასუჰირო კოჯიმა, ასევე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი: ლევან გიგინეიშვილი და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: რისმაგ გორდეზიანი, დარეჯან თვალთვაძე, ელგუჯა ხინთიბიძე, თამარ პაიჭაძე, დამანა მელიქიშვილი, ქეთევან სიხარულიძე, გიორგი ოთხმეზური, ზაზა ხინთიბიძე, ქეთევან ხუციშვილი.  29 თებერვალს გაიმართება პროექტ "თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანის" საზეიმო დახურვა, სადაც დაჯილდოვდებიან პროექტის მონაწილე ახალგაზრდები. „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლის" მიზანია მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდა კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა-პოპულარიზაცია და სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. პროექტი კონცენტრირებულია მსმენელთა მოზიდვაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
სრულად