სიახლეები

2017 წლის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგები

29/09/2017 15:29
2017 წლის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 238 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 5 ივლისის N89 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, კონკურსიდან მოიხსნა 15 განაცხადი.   კონკურსში მონაწილე 223 პროექტი შეფასდა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N128/ნ ბრძანებით დადგენილი წესით. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 3 აგვისტოს N111 ბრძანების შესაბამისად, შედგა რანჟირებული სიები და გამოვლინდა 40 გამარჯვებული პროექტი.   ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ   გამარჯვებული პროექტები   რანჟირებული სიები   კონკურსის სტატისტიკური ანალიზი   გამარჯვებული პროექტების ავტორებს გთხოვთ, წარმოადგინოთ ცნობა დოქტორანტურის სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ და პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები განცხადებასთან ერთად სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 20 ოქტომბრის 16:00 საათისა.   გთხოვთ გაითვალისწინოთ, დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/elsevier.JPG
28/09/2017 14:07

გამომცემლობა ELSEVIER -ის სემინარი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სემინარები საქართველოს მეცნიერთათვის ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომასთან დაკავშირებით, კერძოდ, კი SCOPUS-ისა და  Scival-ის ბაზების შესაძლებლობებზე. ELSEVIER - მსოფლიოს წამყვანი ონლაინ გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამეცნიერო კვლევების, გადაწყვეტილებებისა და აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მეცნიერთათვის. ბაზა აერთიანებს 2 500-ზე მეტ სამეცნიერო ჟურნალსა და 33 000-ზე მეტ წიგნს, მოიცავს მსოფლიოში გამოქვეყნებულ უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას: წიგნების თავებს, აბსტრაქტებს, რეფერატებს, ნაშრომებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ძირითადად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სამედიცინო მეცნიერებებში, საინჟინრო მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში. სამეცნიერო ბაზები ასევე, ნაწილობრივ მოიცავს  სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებსაც.  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საერთაშორისო გამომცემლობა ELSEVIER-თან 2014 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობს.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფონდსა და ELSEVIER-ის გამომცემლობას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის  საფუძველზე 2014 წლის მაისიდან საქართველოს მეცნიერები უფასოდ სარგებლობენ ELSEVIER-ის უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით.  ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ინსტიტუციას:  14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მათთან გაერთიანებული სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებს;  3  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს;  1 სამეცნიერო ინსტიტუტს;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას;  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას;  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.  სემინარის შედეგად, დაინტერესებული პირები შეძლებენ SCOPUS-ის ბაზაში სამეცნიერო პროდუქტიულობის სტატისტიკუსი ანალიზის წარმოებას, ჟურნალებისა და პუბლიკაციების მნიშვნელობის მაჩვენებლის განსაზღვრას. სემინარი დაეხმარება მკვლევრებს მოიძიონ მათთვის საინტერესო შრომები და ავტორები, რომელთაც მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობის მაჩვენებელი აქვთ. ასევე, შეძლებენ საკუთარ პუბლიკაციებზე ციტირების მონიტორინგს. რაც შეეხება ახალი პროდუქტის - Scival-ის პრეზენტაციას - გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ბაზაში მუშაობის სპეციფიკას და შესაძლებლობებს.   სემინარებს წარუძღვნენ კრიშტოფ ჟიმანსკი (გამომცემლობა Elsevier-ის მომხმარებელთა კონსულტანტი-კვლევის მართვა) და ანდრეი ლოკტევი (გამომცემლობა Elsevier-ის მონაცემთა ანალიზის კონსულტანტი). სემინარი გახსნილი იყო, როგორც სამეცნიერო საზოგადოებისთვის ასევე, ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებიც ფონდის ვებგვერდის საშუალებით რეგისტრირდებოდნენ ღონისძიებაზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5368.JPG
27/09/2017 14:08

ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო დღე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

27 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, მეცნიერებისა და ინოვაციების 2017 წლის ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე. ERC ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და საგრანტო თანხებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით.  დაფინანსების  მიღება შესაძლებელია ღია კონკურენციის პირობებში. ERC-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მკვლევარებს, ასევე, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერებს. კონკურსის ძირითადი პირობა არის კვლევის მაღალი ხარისხი, და მოწინავე, ინოვაციური სამეცნიერო კვლევა. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2015 წლიდან არის ERC-ის ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში. 2010 წლის 20-21 აპრილს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთა ERC-ის დაფინანსების პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობასა და გაძლიერებას. 27 სექტემბრის საინფორმაციო დღეზე დამსწრე ქართველ მეცნიერებს ფონდის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ERC-ის შემდეგი კონკურსების შესახებ: ERC Starting Grants – გრანტები დამწყები მკვლევარებისათვის (გრანტის ოდენობა: 1,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC Consolidator Grants (გრანტის ოდენობა: 2 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC Advanced Grants – (გრანტის ოდენობა: 2,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში). საინფორმაციო დღე მიზნად ისახავდა ERC-ის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ქართული სამეცნიერო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის კონსულტაციების გაწევასა და, შედეგად, ERC-ის კონკურსებზე ქართველ მეცნიერთა გაძლიერებულ ჩართულობას. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირები საქართველოში: მანანა (მაკო) მიქაბერიძე mikaberidze@rustaveli.org.ge მარიამ ქებურია keburia@rustaveli.org.ge ნინო გაჩეჩილაძე gachechiladze@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5319_1.JPG
25/09/2017 13:40

საერთაშორისო კონფერენცია: „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“

2017 წლის 25სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ტიფლის პალასში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“ (Our mysterious Sun: magnetic coupling between solar interior and atmosphere) . კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერა უზრუნველყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.  კონფერენციის მიზანია მიმოიხილოს მზისა და ჰელიოსფეროს ფიზიკის კვლევაში ბოლო წლებში მიღწეული შედეგები, არსებული პრობლემები და დასახოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევაში შემდგომ ჩართულობას და ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუტებთან. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა(მაკო) მიქაბერიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ზაქარაშვილი და ილიას სახელმწიფოპ უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტი - ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა  კონფერენციას სტუმრობს ძალიან მაღალი რანგის უცხოელი მეცნიერები: Roberto Bruno ( რომის ჰელიოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი , იტალია ) Mats Carlsson ( ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი , ნორვეგია ) Arnold Hanslmeier ( გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი , ავსტრია ) Laurent Gizon ( მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი , გერმანია ) Mihalis Mathioudakis ( ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორი , დიდი ბრიტანეთი ) Scott McIntosh (High-Altitude Observatory- ის დირექტორი , აშშ ) Kris Murawski ( მარია კიურის უნივერსიტეტის პროფესორი , პოლონეთი ) Valery Nakariakov ( ვორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი , დიდი ბრიტანეთი ) Leon Ofman (NASA- ს მთავარი სპეციალისტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი , აშშ ) Ramón Oliver ( ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის პროფესორი , ესპანეთი ) Stefaan Poedts ( ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი , ბელგია ) Teimuraz Zaqarashvili ( ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი , კონფერენციის ორგანიზატორი ) კონფერენციას დაესწრებიან მსოფლიოს სხვა წამყვანი მეცნიერებიც: Holly Gilbert (NASA– ს გოდარდის   სახელობის   კოსმოსური ფრენების ცენტრის დირექტორის მოადგილე , აშშ ) Sami Solanki ( მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი , გერმანია ) Bart De Pontieu ( სამეცნიერო თანამგზავრ IRIS- ის ხელმძღვანელი , აშშ ) Terry Kucera (NASA- ს მთავარი სპეციალისტი , აშშ ) Manolo Collados ( მომავალი 4- მეტრიანი ტელესკოპის სამეცნიერო ხელმძღვანელი , ესპანეთი ) Mausumi Dikpati (High-Altitude Observatory- ის მთავარი სპეციალისტი , აშშ ) Mark Miesch (High-Altitude Observatory- ის მთავარი სპეციალისტი , აშშ ) Francesca Zuccarello ( კატანიის უნივერსიტეტის პროფესორი , იტალია ) Javier Trujillo Bueno ( კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი , ესპანეთი ) ​ 29 სექტემბერს კონფერენცია დასრულდება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5111_1_1.JPG
25/09/2017 10:45

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017 დაიწყო

25 სექტემბერს, რიყის პარკში, გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017.  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ენთუზიაზმითა და მთელი შემართებით მესამე წელია ზეიმობს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს.
სრულად

დოქტორანტურის კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

22/09/2017 14:36
დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის შედეგები ფონდის ვებგვედზე გამოქვეყნდება 5 ოქტომბერს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/image003.jpg
22/09/2017 10:43

“მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - 2017”

24 სექტემბერი, კვირა, 2017 წელი 12:00 - დასაწყისი რიყის პარკი დღის წესრიგი 12:00 – 12:30   ღონისძიების საზეიმო გახსნა მისალმება ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა  თბილისის მერი - დავით ნარმანია  საქართველოს ინტელექტუალური  საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარე - ნიკოლოზ გოგილიძე  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი - მანანა მიქაბერიძე   12:30-18:00    ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები „საბავშვო მეცნიერება“ - სახალისო ცდები და ექსპერიმენტები სკოლის მოსწავლეებისთვის, ბრიტანული სამეცნიერო შოუ. „ინოვაციების გამოფენა“ - უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინოვაციური პროექტების გამოფენა   ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ფესტივალის შესახებ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ცენტრალური და აგრეთვე 300-მდე  პარალელური ღონისძიება: კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ღია კარის დღეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ. გავიხსენებთ  იმ დიდ ქართველ მეცნიერებს, რომელთა იუბილესაც წელს აღვნიშნავთ, გავეცნობით ქართული და მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევებს და  ახალგაზრდა თაობას მეცნიერების მიმართ ინტერესს გავუღვივებთ. https://www.facebook.com/scienceandinnovationfestival/ http://tbilisisciencefestival.ge/
სრულად

2017 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები

11/09/2017 12:42
მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსის   საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო ფონდის კონკურსიდან მოიხსნა 4 საკონკურსო განაცხადი გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი განაცხადების შესახებ   საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე  ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცდა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხის გადანაწილების წესი კონფერენციებზე, სეზონურ სკოლებსა და კომბინირებულ ღონისძიებებზე გენერალური დირექტორის ბრძანება თანხის გადანაწილების შესახებ   მობილობის გრანტის შემთხვევაში, კომისიამ  შეაფასა პროექტები შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და დაადგინა ორი რანჟირებულ სია, ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სხვა მონაწილე სუბიექტებისათვის.   რანჟირებული სია ახაგაზრდა მეცნიერთათვის რანჟირებული სია სხვა მონაწილე სუბიექტებისათვის  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტის შემთხვევაში, კომისიამ  შეაფასა პროექტები შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და დაადგინა სამი რანჟირებულ სია, კონფერენციებისათვის, სეზონური სკოლებისათვის და კომბინირებული ღონისძიებებისათვის.  რანჟირებული სია კონფერენციებისათვის რანჟირებული სეზონური სკოლებისათვის რანჟირებული სია კომბინირებული ღინისძიებებისათვის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების შესახებ  
სრულად

2017 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსის შუალედური შედეგები

11/09/2017 10:49
2017 წლის „ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსზე“ დარეგისტრირდა 601 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის N128 ბრძანებით  კონკურიდან მოიხსნა 185 განაცხადი, რომელთაც გაუდგინდა კონკურსის პირობებთან შეუსაბამობა. გენერალური დირექტორის ბრძანება # 143 დამატებით მოხსნილი პროექტის შესახებ. კონკურსიდან მოხსნილი პროექტების სტატისტიკური ანალიზი ინსტიტუციების, მოხსნის მიზეზისა და სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/SRNSFG%20magidis%20baneri%201.jpg
11/09/2017 10:43

საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017

24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ორგანიზებით იმართება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017” . ფესტივალის მიზანია, ერთის მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა. ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას. ფესტივალის ფარგლებში,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებიას. გთხოვთ, იხილოთ ღონისძიებების განრიგი .   ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ სასურველ ბმულებზე.
სრულად