სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/zintellect%20logo.png
05/01/2017 14:44

კვლევითი სტიპენდიების საძებო სისტემა Zintellect

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კვლევითი სტიპენდიების მიღების შესაძლებლობის შესახებ. ამერიკული ორგანიზაცია ‘ ORAU ’ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ფართო სპექტრის კვლევით სტიპენდიებსა და ვაკანსიებს სამეცნიერო პოზიციის დასაკავებლად აშშ-ში და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ 300-მდე უნივერსიტეტსა თუ კვლევით ცენტრში. ორგანიზაცია ‘ ORAU ’ -ს სპეციალური საძიებო სისტემა Zintellect მეცნიერებს სთავაზობს პორტალზე საკუთარი მონაცემების/აპლიკაციის ატვირთვის საშუალებას. მეორეს მხრივ, Zintellect-ის განყოფილებაზე ‘შესაძლებლობების კატალოგი’ ( Opportunity Catalog) გამოქვეყნებულია განცხადება ასობით საგრანტო დაფინანსების/სტიპენდიის მოპოვებისა და ვაკანსიის შესახებ. ინფორმაციის დახარისხება შესაძლებელია სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით. დაწვრილებითი ინფორმაცია ‘ ORAU ’ - საძიებო სისტემა Zintellect - ის შესახებ ხელმისაწვდომია თანდართულ პრეზენტაციაში . ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს www.zintellect.com
სრულად

“თიბისი“ ბანკის სტიპენდია „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის გამარჯვებულებს

30/12/2016 10:49
2016 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“  10  გამარჯვებულ მოსწავლეს, „თიბისი“ ბანკისგან ერთ წლიანი სტიპენდია დაენიშნებათ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/srnsf_ny_web.jpg
29/12/2016 11:07

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გილოცავთ შობა - ახალ წელს!

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გილოცავთ შობა - ახალ წელს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/stajirebis%20sajaro%20leqciebi/Horizon-2020_Logo.png
27/12/2016 15:30

საქართველო ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებული ქვეყანაა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმციას, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ჩვენი ქვეყნის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება და საქართველო პროგრამის სრულუფლებიანი ასოცირებული ქვეყანა გახდა. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, 2016 წლის 1 იანვრიდან ქართველ მონაწილეებს ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში, შეთანხმების რატიფიცირებამდე, დროებით ასოცირებული წევრის სტატუსით შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. ჰორიზონტი 2020 პროგრამაში, ასოცირებული ქვეყნის სტატუსი ქართველ მეცნიერებს, მკვლევარებს და ინოვატორებს, ასევე, საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს (უნივერსიტეტები, კვლევითი დაწესებულებები, მცირე და საშუალო საწარმოები, კვლევებზე ორიენტირებული ინდუსტრია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს კომპანიები, ფონდები, სამთავრობო დაწესებულებები და ა.შ.) აძლევს უფლებას, იგივე პირობებით და უფლებებით ისარგებლონ, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ კვლევით და ინოვაციურ ორგანიზაციებს შეეძლებათ მოიხიდონ ასი ათასობით ევროს საგრანტო დაფინანსება, განახორციელონ კვლევები საქართველოში, უმასპინძლონ დამწყებ თუ გამოცდილ მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ხორცი შეასხან სამეცნიერო და ინოვაციურ იდეებს და გააძლიერონ კვლევითი ცენტრები საქართველოში. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020 − კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა (2014−2020)“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/msca%2020.jpg
23/12/2016 15:30

Marie Skłodowska-Curie Actions საიუბილეო კონფერენცია

გამოქვეყნდა Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)-ის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები. მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ბელგის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ჩარატდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის -   Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)-ის 20 წლის იუბილე. ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავდა Marie Skłodowska-Curie Actions -ის პროგრამების მიმოხილვას  მისი დაარსების დღიდან. წარმოდგენილი იყო MSCA სხვადასხვა მიმართულების მონაწილეთა მოხსენებები (Ted-style talks). საიუბილეო ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია და  მონაწილეთა მოხსენებების ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომია ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
22/12/2016 11:04

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) საგრანტო სქემა ERC Consolidator Grants-ის გამარჯვებულ პროექტებს აქვეყნებს

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) გამოავლინა ის  314 საუკეთესო მეცნიერი, რომელთაც დაფინანსება მოიპოვეს საგრანტო სქემით - ERC Consolidator Grants.  საერთო დაფინანსება შეადგენს 605 მილიონ ევროს (პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ნაწილი - 'Excellent Science'). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს. იხილეთ გამარჯვებული მეცნიერების ჩამონათვალი.   საგრანტო სქემა ERC Consolidator Grants 2016 - სტატისტიკა პროექტების მაგალითები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/struqtPHD%20PR/15676077_1292601580786069_3504596420221539832_o.jpg
20/12/2016 11:14

კონფერენცია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები

2016 წლის 19 დეკემბერს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონფერენცია - "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები". კონფერენციაზე ფონდის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს: 2016 წელს ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და ერთობლივი, საერთაშორისო კონკურსების შედეგები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები, ანგარიში საერთაშორისო გრანტებისა და საერთაშორისო პროგრამებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესახებ. კონფრენციაზე აგრეთვე განხილულ იქნა 2017 წლის გეგმები და სამომავლო პერსპექტივები. კონფერენციას ესწრებოდა 200-მდე სტუმარი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები. ჩატარდა ოთხი სესია. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართა კონსტრუქციული დისკუსია. იხილეთ კონფერენციაზე მომხსენებელთა პრეზენტაციები: 2016 წლის ანგარიში ფონდის 2017 წლის კონკურსების კალენდარი და სამომავლო განვითარების პერსპექტივა პროგრამები, შეფასების პროცედურები 2016 - ცვლილებები და პერსპექტივები 2017 პროექტის მომზადების პროცესი: გამოწვევები, პრობლემები, ხშირად დაშვებული შეცდომები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობები IncoNet EaP პროექტის შედეგები, EaP PLUS ამოცანები GÉANT და საქართველო
სრულად

ინფორმაცია TUBITAK -ისა და ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ

19/12/2016 13:39
გენერალური დირექტორის ბრძანება 2016 წლის თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ.
სრულად

სტრუქტურირებული სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის 2016 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

16/12/2016 16:27
გამოვლინდა 2016 წლის სტრუქტურირებული სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსზე გამარჯვებულები. გთხოვთ, იხილოთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურში გამარჯვებული პროექტების კატეგორიების მიხედვით სიების დამტკიცების შესახებ. კონკურსში მონაწილე პროექტების რანჟირებული სია პროექტის ხელმძღვანელებს კომისიის კომენტარები გადაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე 20 დეკემბრიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/122.jpg
15/12/2016 14:03

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საჩუქარი „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით 2016 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის" კონკურსის გამარჯვებულები ანა შუბლაძე და ალექსანდრე ხოხიაშვილი მონაწილეობას მიიღებენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის "გლობალური ინჟინერიის აკადემიის" ერთკვირიან პროგრამაში. 
სრულად