სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_3194.JPG
13/04/2017 10:05

საკონსულტაციო შეხვედრა

12 აპრილს 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე ფონდის თანამშრომლებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი ,პირობები და უპასუხა  მეცნიერთა შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_3174.JPG
06/04/2017 10:09

საკონსულტაციო შეხვედრა

4 აპრილს ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. დამსწრე საზოგადოებას კონკურსის კოორდინატორებმა განუმარტეს მონაწილეობის პირობები და უპასუხეს შეკითხვებს.
სრულად

„მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

03/04/2017 11:20
საჯარო კონსულტაცია  კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“  ტქნიკური მიზეზების გამო, ნაცვლად 5 აპრილისა ჩატარდება 6 აპრილს 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
31/03/2017 15:45

ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში

კონკურსის  მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ -  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (შემდგომში - ფონდი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (შემდგომში - მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან: ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები; გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალის საერთო რაოდენობის მინიმუმ 30% ე.წ. „მეიარაღე მეცნიერების“ ჩართულობა. აუცილებელია „მეიარაღე მეცნიერ(ებ)ის“ მითითება ძირითად პერსონალში. კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ასევე, სულ ცოტა 1 უცხოელი კოლაბორატორის ჩართულობა. საკონკურსოდ   წარმოდგენილი   პროექტის   ხანგრძლივობა   უნდა   იყოს   12, 18 ან 24   თვე პროექტის მთლიანი ბიუჯეტი - ფონდისა და მტცუ-ს მხრიდან გაცემული დაფინანსება (50%:50%) არ უნდა აღემატებოდეს 70 000 აშშ დოლარს.   ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 დოლარს ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება 2017 წლის 31 მარტი; ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება ფონდში: 2017 წლის 20 აპრილი 16:00 სთ. 2017 წლის 3 მაისი 16:00 სთ. 2017 წლის 24 მაისი 16:00 სთ. ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2017 წლის 20 მაისი. პროექტების მოკლე ვერსიის წარდგენის ბოლო ვადა ელექტრონულ ბაზაში 2017 წლის 1 ივნისის 16:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის შესახებ პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი ხელმოწერითა და ბეჭედით დადასტურებული განცხადების შემოტანა ფონდში - 2017 წლის 5 ივნისი, 16:00 სთ. პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა) – 2017 წლის ივნისი; პროექტების მოკლე ვერსიის შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ - 2017 წლის ივლისი; დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე საუკეთესო ქულების მქონე არაუმეტეს 25 პროექტის სიის ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება და მტცუ-ში გადაგზავნა - 2017 წლის აგვისტო; მტცუ-ს მიერ პროექტების სრული ვერსიის შესავსები ფორმის გაგზავნა (მინიჭებული ინდივიდუალური ნომრით) ამ მუხლის მე-7 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საუკეთესო ქულების მქონე პროექტების ხელმძღვანელებისათვის და ფონდისთვის - 2017 წლის ივლისი; მტცუ-ს ფორმის მიხედვით მომზადებული საუკეთესო ქულების მქონე პროექტების ინგლისურენოვანი სრული ვერსიებისა და კოლაბორატორის/კოლაბორატორების თანამშრომლობის ინტერესის გამოხატვის წერილის ფონდში წარდგენა - 2017 წლის 8 სექტემბერის 16:00 სთ საუკეთესო ქულების მქონე პროექტების სრული ვერსიების, უცხოელი კოლაბორატორის/კოლაბორატორების მტცუ-ს ფორმის მიხედვით მომზადებული თანამშრომლობის ინტერესის გამოხატვის წერილისა და საქართველოს სახელით თანხმობის წერილის მტცუ-ში გაგზავნა ფონდის მიერ - 2017 წლის სექტემბერი მტცუ-ს მმართველთა საბჭოს მიერ მტცუ-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე პროექტების დასაფინანსებლად შერჩევა 2017 წლის სექტემბერი - 2018 წლის თებერვალი; მტცუ-ს მმართველთა საბჭოს მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ - 2018 წლის თებერვალი- აპრილი; დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან, წამყვან ან/და თანამონაწილე ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 2018 წლიდან . ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!  კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება   2017 წლის 5 მაისს. ვადისა და პირობების დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია  ფონდში აღარ მიიღება!!!  დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესების, ვადისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:  საქართველოს მთავრობის დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები (დანართი №1) საპროექტო წინადადების თავფურცელი (დანართი№2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და კოლაბორატორ(ებ)ის ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (დანართი 4); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5); ქართული ვერსია /  ინგლისური ვერსია პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის რეზიუმე (დანართი 7); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით მისი მონაწილეობით განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეზიუმე დანართი №8); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9);  ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ მინიჭებული სარეგისტრაციო შიფრის მითითებით, ხელმოწერილი პროექტის ხელმძღვანელისა და ყველა ძირითადი შემსრულებლის მიერ (დანართი 10) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი №11) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ბიუჯეტის ხარჯვითი კატეგორიების კლასიფიკატორი ( დანართი 12 ); საბოლოო ქულის გამოთვლის წესი ბრძანება N113 დამატებითი ინფორმაცია: ხშირად დასმული კითხვები ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება  https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034 პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები: ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ  განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით.  დანართი N  10 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:  დავით ჩიჩუას, ელ-ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge ირაკლი გრძელიშვილს, ელ ფოსტა: grdzelishvili@rustaveli.org.ge    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
31/03/2017 10:47

ფონდი აცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია : მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი. კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს. პროექტის განხორციელება უნდა დაიგეგმოს 01/01/2018 – 31/10/2018 პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:   mr@rustaveli.org.ge    2017 წლის 3 ივლისიდან 24 ოქტომბრის  17:00 სთ-ის ჩათვლით. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ  ფონდის კანცელარიაში 2017 წლის 27 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე  შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია). დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება. კონკურსის პირობებით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტები არ განიხილება. მოთხოვნილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის დადგენილი წესისა და ფორმატის დარღვევის შემთხვევაში პროექტები მოიხსნება კონკურსიდან. ელ.ფოსტით შეკითხვების დასმა შესაძლებელია 2017 წლის 19 სექტემბრამდე. პასუხები განთავსებული იქნება ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „ხშირად დასმულ კითხვებში“. კონკურსის ადმინისტრირების განრიგი : 31/03/2017 - კონკურსის გამოცხადება; 03/07/2017 - ელ. რეგისტრაციის (საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის) დაწყება; დაინტერესებულ პირთათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები: 2017 წლის 10 მაისი 16:00 სთ. 2017 წლის 29 ივნისი 16:00 სთ. 2017 წლის 20 ივლისი 16:00 სთ. 2017 წლის 1 სექტემბერი 16:00 სთ. 2017 წლის 11 ოქტომბერი 15:00 სთ. 2017 წლის 13 ოქტომბერი 15:00 სთ. 19/09/2017 - ელ.ფოსტით შეკითხვების დასმის ბოლო ვადა; 24/10/2017 17:00 სთ. - ელ.ფოსტის საშუალებით საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადა; 27/10/2017 17:00 სთ. - კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადა; 2017 წლის ნოემბერ/დეკემბერი - კონკურსის შედეგების გამოცხადება; 2017 წლის დეკემბერი - კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების გაფორმება. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1) საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი №2) პროექტის ბიუჯეტისა (დანართი № 3) და გეგმა-გრაფიკის ფორმები (დანართი № 3.1) მაგისტრანტის CV-ის ფორმა (დანართი №4) სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის CV-ის ფორმა (დანართი №5) კონსულტანტის CV-ის ფორმა (დანართი №6) პროექტის რეზიუმეს ფორმა (დანართი №7) სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი №8) კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი №9) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №10) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობის წერილის ფორმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ (დანართი №11) კლასიფიკატორი (დანართი №12) პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია  ხშირად დასმული კითხვები განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ სხვა დოკუმენტები: „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება;                     https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034 კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  დავით ჩიჩუა ელ.ფოსტა -  chichua@rustaveli.org.ge ვაჟა ლომიძე ელ.ფოსტა -  lomidze@rustaveli.org.ge ლანა დავითულიანი ელ.ფოსტა -  ldavituliani@rustaveli.org.ge ტელ.: 2 200 220 (4302) ანა ფოლოდაშვილი ელ.ფოსტა -  apolodashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად

გამოკითხვა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროსთან დაკავშირებით

28/03/2017 14:55
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - EaP PLUS ფარგლებში, შემუშავდა მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის შესახებ ელექტრონული გამოკითხვა EU - EaP International Cooperation Barometer in Science, Technology and Innovation (2017) კითხვარი შედგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სისტემების შესაბამისად და მიზნად ისახავს აღნიშნული 6 ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაფასებლად. ელექტონულ გამოკითხვაში მონაწიეობა შეუძლიათ უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, სამეცნიერო-ტექნოლოგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში  ჩართულ პირებს (კითხვარის შევსებას ეთმობა დაახლოებით 10 წუთი). ელექტონულ გამოკითხვაში მონაწიეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. გამოკითხვა მიმდინარეობს 2017 წლის 5 მაისამდე.
სრულად

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადება

28/03/2017 14:54
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურსში წარდგენილი კვლევითი პროექტების განაცხადების შეფასებისას, ფონდის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვას ეხება, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს თავის პოზიციას: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცვლის ფონდის მუშაობის პრინციპს და შეიცავს რისკს, ხელი შეეშალოს საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში საგრანტო დაფინანსების პროგრამებში პროექტების მიუკერძოებელი, ხარისხიანი შეფასების პროცესს და აგრეთვე, აფერხებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას. ექსპერტებთან ფონდის თანამშრომლობის პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერები, ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში, უარს აცხადებდნენ საკონკურსო პროექტების შეფასებაზე.  აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ეროვნული და საერთაშორისო ფონდებისთვის ექსპერტების კონფიდენციალურობა პროექტების შეფასების ძირითადი პრინციპია. 2016 წლიდან, ფონდი თანამშრომლობს აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შვილობილ ორგანიზაციასთან, სამოქალაქო კვლევების განვითარების ფონდთან (CRDF Global) და ოკ-რიჯის ასოცირებული უნივერსიტეტების ორგანიზაციასთან (ORAU) ფუნდამენტური, გამოყენებითი, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი პროექტების შეფასების მიზნით. აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებული შეთანხმებებით, შეფასების პროცესში ჩართულ დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა ვინაობა ასევე კონფიდენციალურია.  ამასთანავე, 2015 წლიდან ფონდი ყოველი წლის ბოლოს ვებგვერდზე ანბანური თანმიმდევრობით აქვეყნებს იმ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობას, რომლებიც ფონდთან სხვადასხვა კონკურსების ფარგლებში შემოსული განაცხადების კომისიური წესით შეფასებისას თანამშრომლობდნენ. აღნიშნული პრაქტიკა მიღებულია ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებშიც და უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია სამეცნიერო საზოგადოებასთან ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3093.JPG
27/03/2017 11:27

საკონსულტაციო შეხვედრა

24 მარტს 16:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე ფონდის თანამშრომლებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხა  მეცნიერთა შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
24/03/2017 17:12

ფონდი აცხადებს „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება  მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის  მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი. კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ  სამეცნიერო მიმართულებებში:         ა) მათემატიკა; ბ) ინფორმატიკა; გ) ფიზიკა; დ) ქიმია; ე) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ვ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; ზ) ეკოლოგია; თ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; ი) აგრარული მეცნიერებანი.  კონკურსში   პროექტის   შეტანა    შეუძლია   საჯარო სკოლას/სკოლებს. საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური  მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში. პროექტში შესაძლებელია საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად კერძო სკოლის მოსწავლეთა ჩართვაც. პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 სამუშაო კვირა, რომელიც არ უნდა მოიცავდეს სასკოლო არდადეგებს. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს. კონკურსის ადმინისტრირების განრიგი კონკურსის გამოცხადება   2017 წლის 24 მარტი;    ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში: 2017 წლის 6   აპრილი , 16:00 სთ. - სარეგისტრაციო ფორმა 2017 წლის 19 აპრილი, 16:00 სთ. - სარეგისტრაციო ფორმა 2017 წლის 26 აპრილი, 16:00 სთ. - სარეგისტრაციო ფორმა ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2017 წლის 5 მაისი . ელექტრონულ ფოსტაზე საკონკურსო დოკუმენტაციის  გამოგზავნის   ბოლო ვადა - 2017 წლის 2 3 მაისი 16:00 სთ.   ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 25 მაისი   16:00 სთ. კონკურსის პირველ ეტაპზე გადასული პროექტების ვებგვერდზე განთავსება 2017 წლის  15 ივნისამდე; მეორე ეტაპზე გადასული პროექტების საკონკურსო კომისიასთან პრეზენტაციები ფონდში 2017 წლის 15-26 ივნისის პერიოდში; კონკურსის შედეგების გამოცხადება და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება 2017 წლის ივნისის ბოლომდე.   დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ დანართი 1. კონკურსის პირობები დანართი 2 . საპროექტო წინადადება  დანართი 3 . პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე  დანართი 4 . კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ დანართი 5. პროფესიული ბიოგრაფია (cv) ქართულ ენაზე დანართი 6 . პროექტის  გეგმა-გრაფიკი  დანართი 7 . პროექტის ბიუჯეტი  დანართი 8 . განცხადება ,,2017 წლის სახელმწიფო  გრანტების კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ დანართი 9. ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო კლასიფიკატორი ხშირად დასმული კითხვები პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით! კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: საჯარო სკოლის მასწავლებლის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, მოქმედების ვადა არ უნდა იყოს გასული); მეცნიერის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის- დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; პროექტის ასისტენტის ცნობა სასწავლო ადგილიდან; ორგანიზაციის (როგორც საჯარო სკოლის, ასევე სხვა იურიდიული პირის), ან ფიზიკური პირის თანხმობის წე­რი­ლი, სადაც დადასტურებულ იქნება შესაბამისი იურიდიული / ფიზიკური პირის მზად­ყოფნა, რომ პროექტის ჯგუფისთვის  ხელმისაწვდომი გახადოს საკუ­თა­რი ინფრასტრუქტურა (ბიბლიოთეკა, ლაბორატორიული, კომპიუტერული ბაზა, საკონფერენციო დარბაზი, და ა.შ.); პროექტის წარმომდგენი საჯარო სკოლის/სკოლების, პროექტის ხელმძღვანელის - მასწავლებლის, პროექტში ჩართული მეცნიერისა და პროექტის ასისტენტის საბანკო რეკვიზიტები; ცნობა პროექტის თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი თანხისა და დაფინანსების მიზნობრიობის მითითებით, დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი იურიდიული პირის ბეჭდით. კერძო პირის მხრიდან თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, საკმარისია, წერილზე შესაბამისი პირის ხელმოწერა და დეტალური საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი თანხის მითითებითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია , ელ.ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge ,   ტელ. 2200220(4409) ნოდარ კილაძე , ელ.ფოსტა kiladze@rustaveli.org.ge 2017 წლის 16 მაისიდან  19 მაისის ჩათვლით კონკურსთან  დაკავშირებული ინფორმაციისთვის  მიმართეთ ფონდის სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს თამარ ხახუტაშვილს ელ-ფოსტა: khakhutashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3062.JPG
24/03/2017 11:18

შეხვედრა სტუდენტებთან

2017 წლის 23 მარტს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, სტუმრობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე სტუდენტებთან ერთად. ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაკო მიქაბერიძემ სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია ფონდის შესახებ, ფონდის მისია, ძირითადი მიზნები, საერთაშორისო თანამშრომლობა და მეცნიერთათვის ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები.
სრულად