სიახლეები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს 2016 წლის საგრანტო კონკურსების კალენდარს

30/12/2015 11:32
2016 წლის საგრანტო კონკურსების კალენდარი 2016 წლის 4 იანვრიდან 10 თებერვლამდე გამოცხადდება შემდეგი კონკურსები და პროგრამები: ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსი (YS); ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი (TG – I ნაკადი); ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი (UO GSP); საერთაშორისო კონფერენციების საგრანტო კონკურსი (CONF); სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი (SS); ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი (IG); მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ (LEO); მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი (MR). სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამო აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად . კონკურსის მიზანია : ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში. კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობაა ორი წელი, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს (წელიწადში 30 000 ლარს). კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამო აცხადებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურს ს(პირველი ნაკადი). აღნიშნული კონკურსი საყურადღებოა 2016 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეებისთვის.   მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას. სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 2016 წლის ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსი ჩატარდება  3 ეტაპად: პირველი ნაკადი - 15.03.2016 - 30.06.2016 პერიოდში სამეცნიერო კონფერენციაზე მოგზაურობისთვის; მეორე ნაკადი - 1.0 6 .2016 - 3 1 . 10 .2016 პერიოდში სამეცნიერო კონფერენციაზე მოგზაურობისთვის; მესამე ნაკადი - 1. 10 .2016 - 15 .0 3 .2017  პერიოდში სამეცნიერო კონფერენციაზე მოგზაურობისთვის. ვიზიტის შესაძლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 8 დღე. სასურველია თანადაფინანსების კომპონენტის არსებობა. აუცილებელი მოთხოვნაა სამეცნიერო ღონისძიებაზე ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით გამოსვლა და კონკურსში მონაწილეობისას შესაბამისი მოწვევისა და დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს.   2015 წელს 23 ოქტომბერს ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 2015 წლის 12 ნოემბერს ხელი მოეწერა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად 2 მკვლევარი დაფინანსდება 12 თვიანი კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიწვეული მკვლევარი შეირჩევა საკონკურსო წესით უნივერსიტეტისა და ფონდის გაერთიანებული კომისიის მიერ.    საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის (http://www.area-studies.ox.ac.uk/), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების (http://www.rees.ox.ac.uk) ყველა სამეცნიერო მიმართულებით, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა.   კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში მიენიჭა საგრანტო პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 წლის განმავლობაში. კონკურსში გამარჯვებული მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტში მიწვეული მკვლევრის სტატუსს და 2017 წლის იანვრიდან გაემგზავრება ოქსფორდის უნივერსიტეტში საკუთარი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად.   საგრანტო დაფინანსება მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ა) მოწვეული მკვლევრის სტიპენდიას - 20 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში; ბ) პროექტის განხორციელების ადმინისტრაციულ ხარჯს - 10 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს.   კონკურსის მიზანია: ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება. კონკურსის ფარგლებში სეზონური სკოლები უნდა ჩატარდეს 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით. თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს.  კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს საკონფერენციო გრანტების კონკურსს.   საკონფერენციო გრანტების კონკურსის  მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.   კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს   კონკურსის მიზანია: ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება. კონკურსის ფარგლებში სეზონური სკოლები უნდა ჩატარდეს 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით. თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს.  კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.     სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის 20 იანვარს გამოაცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირ ებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს . დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს-ახალგაზრდა მეცნიერს,  რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი  გეგმავს სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი და  ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში. ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც  მიღებული აქვს ამავე კონკურსის გრანტი ბოლო ერთი  წლის წინ, ვერ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის კონკურსში (სტაჟირების კონკურსში მიღებული გრანტის პერიოდის დამთავრებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი). საგრანტო პროექტის მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 6 თვე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 7, 8 თვის დაფინანსებაც,  რაც მოითხოვს აპლიკანტის მიერ სტაჟირების ვადების  დამატებით დასაბუთებას(დეტალური სამუშაო გრაფიკი დამატებით თვეებზე და მომწვევი მხარისგან დამატებითი თვეების საჭიროების წერილობითი დასაბუთება). სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება უნდა დაიწყოს  არაუგვიანეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან  და დასრულდეს  არაუგვიანეს  2017 წლის 1 ნოემბრისა.       ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს. კონკურსში განაცხადის რეგისტრაციის ვადები: საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა ელ . ფოსტის საშუალებით შესაძლებელია 2016 წლის 20 იანვრიდან - 2016 წლის 17 მაისის 18:00 სთ - მდე ; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდის კანცელარიაში ჩაბარება - 2016 წლის 19 მაისის 18:00 საათამდე ; დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.     სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვრიდან გამოაცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“  მიზანია ზოგად საგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე. „ინტელის“ საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია 2015 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსში ,,ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულ  მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს.  კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად:  კონკურსის  პირველ ეტაპზე,  საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტის მისამართზე:  leonardo@rustaveli.org.ge . საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმასა და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით  და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.  კონკურსის მეორე ეტაპზე  გადასულმა მოსწავლეებმა, განაცხადი უნდა დაარეგისტრირონ ფონდის ელექტრონულ ბაზაში. ფონდის ელექტრონულ ბაზაშივე უნდა აიტვირთოს პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები). დასაშვებია ნახაზების დასკანირებული ვარიანტის ატვირთვა. ასევე, უნდა აიტვირთოს ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები. განაცხადის დარეგისტრირების შემდეგ მონაწილეებმა უნდა ამობეჭდონ შევსებული განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ და ხელმოწერილი სახით (საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად) წარადგინონ ფონდში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული  ორგანოების   (შესაბამისი   რაიონის) საგანმანათლებლო     რესურს-ცენტრში.  კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის თებერვალში გამოა ცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი. კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის 10 თებერვლამდე.   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს და გისურვებთ წარმატებებს!
სრულად

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

21/12/2015 10:17
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა. 2015 წლის კონკურსის ფარგლებში ფონდში დარეგისტრირდა 17 საპროექტო განაცხადი: 16 ერთობლივი კვლევითი პროექტი და 1 ერთობლივი სემინარის პროექტი. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები აკმაყოფილებდა პროგრამის პირობებს. საქართველოსა და იტალიაში დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებული კომისიების მიერ, ერთობლივად გამოვლინდა 6 გამარჯვებული საპროექტო განაცხადი: 5 ერთობლივი კვლევითი პროექტი და 1 ერთობლივი სემინარის პროექტი. სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/21.12.2015.jpg
18/12/2015 14:49

კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ 2015 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2011 წლიდან იმართება და მისი მიზანია მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა. 18 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვეს. საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ინოვაციური ნამუშევრების ავტორებმა დამთვალიერებელს საკუთარი გამოგონების პრეზენტაციები წარუდგინეს. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი გადაეცა გიორგი მარგიანს, ბექა მიქაძეს და ვახტანგკონტრიძეს გამოგონებისთვის ფუჭი ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაკადის „ჰარვესტერ-რეციკლერი“,ხუთი-ერთში. გამარჯვებულები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემზგზავრებიან. I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ ეკატერინე დადიანი, ცოტნე დადიანი და ნიკო გიორგაძე პროექტით „პეპლის ეფექტი“, ორმაგი პოტენციალური ორმოს მახასიათებლიანი ბი-სტაბილური ულტრამსუბუქიკარბონის კინემური წყვილის დამზადება და ბიფურკაციული თვისების გამოკვლევა; II ადგილი და 3 000 ლარი - ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი  და გიორგი ლომჯარია პროექტით - ტრანზისტორიდან პროცესორამდე; III ადგილი და 2 000 ლარი ერგოთ გიორგი შელეგიასა და  ამირანაფციაურს  პროექტით  „ელექტრო გენერატორი Follow me“. კონკურსის გამარჯვებული ოთხივე პროექტის ავტორები ინტელის ფონდის დაფინანსებით გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში უდიდესი კონკურსის ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF. ფავორიტი პროექტი გამოავლინა საქპატენტმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოფო მუჯირმა პერსონალური კომპიუტერი გადასცა გამარჯვებულებს. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და ინოვაციური განათლების ფონდმა კონკურსის ყველა მონაწილეს საჩუქრები და დიპლომები გადასცეს. გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს მთაწმინდის პარკისა და  ბაკულურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლებმა.
სრულად

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი „დოქტორანტებისთვის კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის“ შედეგები

17/12/2015 17:11
პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებს ესტუმრონ მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევით ცენტრს გამოცდილების მისაღებად და წარმართონ სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული უახლესი, მაღალი დონის კვლევები როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ფონდში დარეგისტრირდა 1 განაცხადი. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეს განაცხადი აკმაყოფილებდა პროგრამის პირობებს. შესაბამისად, შემოსული განაცხადი(მოთხოვნილი დოკუმენტაციის პაკეტი) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა იულიხის კვლევით ცენტრს. იულიხის კვლევითმა ცენტრმა დასაფინანსებლად დაამტკიცა წარდგენილი განაცხადი. გამარჯვებული პროექტი
სრულად

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამა ოქსფორდის უნივერსიტეტში

17/12/2015 16:14
ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში (SIAS) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამა დაარსდა.  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელობას ახორციელებენ:   პროფესორი ნილ მაკფარლეინი (St. Anne’s College; DPIR) პროფესორი როი ალისონი (St. Antony’s College; SIAS) პროფესორი პოლ ჩეისთი (St. Antony’s College; SIAS/DPIR) პროფესორი ედმუნდ ჰერციგი (Wadham College; Oriental Institute)  პროგრამის ფარგლებში ფინანსდება  მიწვეული  მკვლევრების 12 თვიანი სამეცნიერო  მივლინება ოქსფორდის უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებშიც მიწვეულ მკლვევარს ენიშნება მენტორი, უზრუნველყოფილია სამუშაო ფართით, აქვს სრული წვდომა უნივერსიტეტში არსებულ ყველა ბიბლიოთეკასა და არქივზე, ასევე უნივერსიტეტის მასშტაბით ჩატარებულ ყველა ღია კონფერნციასა და სემინარზე.  მიწვეულ მკვლევარს ევალება ჩაატაროს საქართველოს თემაზე სემინარები და შეხვედრები.   იხილეთ ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა ვებგვერდზე: www.area-studies.ox.ac.uk/georgian-programme
სრულად

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად კონკურსის შედეგები

17/12/2015 16:08
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 109 საპროექტო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო 8 განაცხადი მოიხსნა კონკურსიდან. კომისიამ  საკონკურსოდ დარჩენილი 101 საპროექტო განაცხადი  შეაფასა „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის N135/ნ ბრძანების მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.   კომისიის მიერ შეფასებული პროექტები ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტები   გენერალური დირექტორის ბრძანება  გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 21 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები.   გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის განვითარების კვლევების ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობის შესახებ

15/12/2015 16:08
გაცნობებთ, რომ დიდი ბრიტანეთის განვითარების კვლევების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, სოციალური და ეკონომიკური განვითარების თემებზე, ევროპაში ყველაზე დიდ კოლექციას მოიცავს. ეს კვლევები განსაკუთრებით საინტერესოა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის.  დღეიდან, ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს ამ მასალების გაცნობა და  გამოწერა უფასოდ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით შეუძლიათ. მონაცემთა ბაზაში სასურველი ტექსტის ამორჩევის შემდეგ, მიმართავთ ეროვნულ ბიბლიოთეკას, შეავსებთ ტექსტის საავტორო უფლებების დაცვის შესახებ განაცხადს და გამოწერილ მასალას რამდენიმე დღეში მიიღებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 
სრულად

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსის შედეგები

14/12/2015 16:09
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 58 საპროექტო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო 3 პროექტი მოხსნა კონკურსიდან. კომისიამ  საკონკურსოდ დარჩენილი 55 საპროექტო განაცხადი  შეაფასა „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის N130/ნ ბრძანების მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით   კომისიის მიერ შეფასებული პროექტები კომისიამ დაადგინა რანჟირებული სია და  გამოავლენა 47 გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად. გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 17 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დანართი 2-ით განსაზღვრული დოკუმენტები.   გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

„სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის” კონკურსის შედეგები

10/12/2015 17:14
სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 43 საპროექტო განაცხადი. სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის 2015 წლის 3 დეკემბრის N175 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ კონკურსის პირობებთან შეუსაბამო 13 პროექტი მოხსნა კონკურსიდან. მოხსნილი პროექტები კომისიამ  საკონკურსოდ დარჩენილი 30 საპროექტო განაცხადი შეაფასა  „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის N129/ნ ბრძანების დანართი 2-ით დამტკიცებული  პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები კომისიამ დაადგინა რანჟირებული სია და  გამოავლენა 4 გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად. გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 14 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

რუსთაველის ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები

10/12/2015 16:17
ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში; საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა. კონკურსში დარეგისტრირდა 11 განაცხადი. 1 განაცხადი კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო მოიხსნა კონკურსიდან (პროექტის შიფრი uogsp 2015-006). ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 8 განმცხადებელთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ორი პროექტი: მკვლევარი კვლევითი პროექტის სათაური ნინო ბათიაშვილი „ქართული ეროვნულობის სტრატეგიები: ორხმოვანი იდენტობები და «პოსტის» პარადიგმა”   Georgian Strategies of Nationhood: “Bivocal” identities and the Paradigm of the “Post” ირმა ყარაულაშვილი „გვიან ანტიკური და შუასაუკუნეების ქრისტიანული კავკასიის ნარატიული წყაროები (ეთნო-ისტორიული იდენტობისა და კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბება)“   Late Antique and Medieval Narrative Sources of the Christian Caucasus(Construction of Ethno-Historical Identities and Cultural Memory)   გამარჯვებულები დაფინანსდებიან მიწვეული მკვლევარის სტატუსით 12 თვიანი კვლევითი მივლინებით გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის ( http://www.area-studies.ox.ac.uk ), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში ( http://www.rees.ox.ac.uk ) და განახორციელებენ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით. გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 15 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები. გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად