სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/college-graduation%20(1).jpg
05/09/2016 16:18

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევების კონკურსის მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

გაიზარდა მაგისტრანთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის საბუთების მიღების ვადა  (იხ. გენერალური დირექტორის ბრძანება) . საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე  mr@rustaveli.org.ge 2016 წლის 24 ოქტომბრის 17:00 სთ - ის ჩათვლით . განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში  2016 წლის 28 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე  შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).  დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ  ბმულზე . შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის მსურველთათვის. ფონდის თანამშრომლები მაგისტრანტებს გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს. საკონსულტაციო დღეების განრიგი: 11 ოქტომბერი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 115-ე აუდიტორია, 18:00 საათზე; 12 ოქტომბერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზი (106), 17:00 საათზე.          
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/DSC_3031.JPG
29/08/2016 11:08

იულიხის კვლევით ცენტრთან ერთად ფონდი დააფინანსებს პირველი SMART/EDM ლაბორატორიის დაფუძნებას თსუ-ში

2016 წლის 29 აგვისტოს ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იულიხის კვლევითი ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ ხელშეკრულებას თსუ-ში პირველი SMART|EDM  ლაბორატორიის შექმნისა და 5 წლიანი კვლევითი პროექტის განხორციელების შესახებ. SMART|EDM_lab წარმოადგენს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მედიცინის, გამოყენებითი კვლევებისა და  ტექნოლოგიის მიმართულებებში მოწინავე კვლევით ლაბორატორიას, რომელიც ყალიბდება საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმსა და იულიხის კვლევითი ცენტრის გარკვეული ინსტიტუტების შეთანხმების საფუძველზე. SMART|EDM_lab-ის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვლევებისა და უახლესი, მომავლის ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, რომლის თანახმად პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც საერთაშორისო,  ასევე, ადგილობრივი მეცნიერები. ხელშეკრულების ხელმოწერით გაიხსნა ფუნდამენტურ მეცნიერებებში იულიხის კვლევითი ცენტრისა და თსუ-ს ერთობლივი მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ღონისძიება, რომელიც “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.  ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, პროფესორი სებასტიან შმიდტი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰანს შტროერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ქალბატონი მანანა მიქაბერიძე, თსუ-ს რექტორის  მოვალეობის  შემსრულებელი  ქალბატონი  დარეჯან   თვალთვაძე,   რექტორის     მოადგილე     ბატონი    მერაბ  ელიაშვილი,  იულიხის  კვლევითი  ცენტრის  წარმომადგენელი     ბატონი ანდრო კაჭარავა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები. SMART|EDM ლაბორატორიის დაფინანსება დაიწყება 2017 წლიდან ფონდის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში და მას წარუძღვება საქართველოში გერმანიიდან დაბრუნებული მოწინავე ახალგაზრდა მეცნიერი და გააღრმავებს უნივერსიტეტების კონსორციუმის სამეცნიერო - საგანმანათლებლო კავშირებს იულიხის ცენტრის მკვლევარებთან. კონსორციუმის წევრებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. SMART|EDM ლაბორატორიის მუშაობაში ჩართულნი იქნებიან დოქტორანტები და მაგისტრანტები აღნიშნული უნივერსიტეტებიდან. იულიხის ცენტრის მხარეს წარმოადგენენ: ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM),  იულიხის ნეიტრონული მეცნიერების  ცენტრი (JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტი ( ZEA)   . შეთანხმების თანახმად მხარეები  უზრუნველყოფენ ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვილობასა და საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების წარმართვას. პროექტის ხანგრძლივობაა 5 წელი (შესაძლო შემდგომი ხუთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით). პირველი ხუთი წლის განმავლობაში SMART|EDM_lab-ის დაფინანსებაზე ერთობლივად გამოიყოფა 450 000 ევრო. აღნიშნული ლაბორატორიის დაფუძნება და მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს საქართველოში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა დაბრუნებას, საერთაშორისო სტანდარტების მოწინავე კვლევის წარმოებას საქართველოში, მკვლევართა ახალი თაობების განვითარებას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტ 2020“-ში ქართველ მეცნიერთა აქტიურ მონაწილეობას. აგრეთვე, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/skr%20project.jpg
26/08/2016 09:20

ბრიტანეთის კვლევითი პროგრამა The Skyrmion Project სათანამშრომლოდ იწვევს პოსტდოქტორანტებს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტის - The Skyrmion Project    შესახებ: The Skyrmion Project   არის ეროვნული კვლევითი პროგრამა, რომლის მიზანია ინჟინერიასა და მაგნიტურ მასალებში  სკირმიონის მოდელის როლის/მნიშვნელობის გაგება.  საინჟინრო და ფიზიკურ მეცნიერებათა კვლევის საბჭოს ( EPSRC )  მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ხორციელდება 5 წამყვანი უნივერსიტეტის კონსორციუმის ბაზაზე და აერთიანებს საერთაშორისო აკადემიურ ინსტიტუტებსა და სამრეწველო პარტნიორებს. The Skyrmion Project    სათანამშრომლოდ იწვევს პოსტდოქტორანტებს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის   ვებგვერდს
სრულად

EXPO 2017 – Future Energy

23/08/2016 11:55
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიების - EXPO  2017 შესახებ. 2017 წელს ყაზახეთში, ქ. ასტანაში  გაიმართება  გამოფენა EXPO  2017 . ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრს (ISTC) გამოყოფილი აქვს პავილიონი, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს გამორჩეული და ინოვაციური პროექტები შემდეგ სფეროებში: განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის საუკეთესო პრაქტიკა   ენერგოეფექტურობისა და  ენერგიის ტრადიციული წყაროების  საუკეთესო პრაქტიკა                           ენერგიის შენახვის საუკეთესო პრაქტიკა                                                                                                             დისტრიბუციის/განაწილების საუკეთესო პრაქტიკა                                                                     ბუნებრივი ენერგიული რესურსების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა                                                    მწვანეენერგია                                                                                                                                                 დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ წარმოადგინონ  ნამუშევარი - ინფორმაცია თავიანთი პროექტის შესახებ (იგულისხმება როგორც დაფინანსებული პროექტები, ასევე პროექტები, რომლებიც არ დაფინანსდა რომელიმე დონორის მიერ). ინფორმაცია ISTC  მიერ მოთხოვნილ ფორმით   გადაუგზავნოთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: ირინა ხომერიკი Khomeriki@istc.int Torgyn Mukaeva  makaeva@istc.int   ტელ +7 (7172) 277038 (1033)    წარმოდგენილი პროექტები უნდა იყოს ინოვაციური, გამორჩეული და უნდა უკავშირდებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებს. პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 სექტემბერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/IMG_1141.JPG
23/08/2016 11:07

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სემინარი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის (STI) პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტის რეკომენდაციების განხილვისა და სამუშაო სამოქმედო გეგმის მომზ

მინდინარე წლის 15-19 აგვისტოს, შოთა რუსთაველის ეროვნული საეცნიერო ფონდის ორგანიზებით ოზურგეთში, დაბა შეკვეთილში გაიმართა სემინარი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სისტემის განვითარებაში ჩართული სამიზნე ინსტიტუციების მონაწილეობით. სემინარი დაეთმო   საქართველოს   მეცნიერების ,  ტექნოლოგიის   და ინოვაციის   სისტემის   პოლიტიკის   საექსპერტო   ანალიზის   დოკუმენტის   განხილვას  (‘Policy Mix Peer Review  of the Georgian STI system’),  დოკუმენტის ცალკეული აქტუალური საკითხების შეჯამებას  და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროსთვის წარსადგენად. სემინარს ესწრებოდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,   შოთა რუსთაველის ეროვნული საეცნიერო ფონდის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის,  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი წარმომადგენლები. ასევე, მოწვეული ექსპერტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სემინარი ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” ( IncoNet EaP ) ფარგლებში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/olimpiada.jpg
19/08/2016 11:13

საქართველოს ნაკრები გუნდი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნდა

2016 წლის საქართველოს ნაკრები გუნდის შედეგები  ინფორმატიკის 28-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე  IOI  2016 (რუსეთის  ფედერაცია,  ყაზანი, 12-19   აგვისტო) 1 ვერცხლის მედალი გიორგი კლდიაშვილი (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-10 კლასი) 2  ბრინჯაოს მედალი გიორგი სხირტლაძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-12 კლასი) ნუგზარ ჩხაიძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-12 კლასი) საბოლოო ჯამში 2016 წელს საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა მოიპოვეს სულ  1 ვერცხლის და  4 ბრინჯაოს მედალი, ასევე 6 საპატიო სიგელი. დამატებით ინფორმატიკის გუნდმა ცენტრალური ევროპის ოლიმპიადიდან      (‎CEOI 2016  ქ რუმინეთი)  ჩამოიტანა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.  
სრულად

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2016 წლის სახელმწიფო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

18/08/2016 18:40
დამტკიცდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტრანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და ქულის დაანგარიშების წესი. გთხოვთ იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება  დამტკიცდა ამავე კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების წესი გთხოვთ იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება   ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში  
სრულად

2016 წლის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის შედეგები

12/08/2016 12:36
2016 წლის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 2 საპროექტო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ პროექტები შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის N57/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგრანტო კონკურსის დებულებით გათვალისწინებული კრიტერიუმებით, გამოავლინა ერთი გამარჯვებული და დასამტკიცებლად წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს.  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კომისიის მიერ შეფასებული პროექტები  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
10/08/2016 14:17

ევროპული კვლევების საბჭომ გამოაქვეყნა ტენდერი კვლევის შესრულებაზე

ევროპული კვლევების საბჭომ (ERC) გამოაქვეყნა ტენდერი კვლევის შესრულებაზე. ნაშრომის თემაა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების გალენა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელებისა და მკვლევართა გუნდის კარიერაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ახალგაზრდა მეცნიერებზე. ტენდერთან დაკავშირებული შეკითხვების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, სპეციალური ფორმის მეშვეობით. იხილეთ ბმული ტენდერზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2016 წლის 19 სექტემბერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
10/08/2016 14:09

გამოვიდა ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო ბიულეტენი, ზაფხულის გამოცემა

ევროპული კვლევების საბჭოს ბიულეტენის გასაცნობად ეწვიეთ  ბმულს   
სრულად