სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/thumbs/IMG_9692_1.JPG
07/06/2016 13:49

ORAU-სა და სამეცნიერო ფონდს შორის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი შეხვედრა

7 ივნისს , 16:00  საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავას და ORAU-ს (Oak Ridge Associated Universities) ვიცე-პრეზიდენტის, ბ-ნი ტონი ლესტერის შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან. შეხვედრა დაეთმო შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვას. ხაზი გაესვა, ORAU - თან ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმატებულ თანამშრომლობის, რაც შეფასების ობიექტურობისა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების შერჩევის გარანტიაა.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიესალმა ქართველ მეცნიერებს, მადლიერება გამოხატა მათი ფასდაუდებელი ღვაწლის მიმართ საქართველოს განვითარების პროცესში. ORAU-ს ვიცე-პრეზიდენტის, ტონი ლესტერის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა მეცნიერებს მოუწოდა აქტიური თანამშრომლობისა და მათი მოსაზრებების გაზიარებისკენ.  ოკ-რიჯის ასოცირებული უნივერსიტეტები (ORAU) სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღებია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზებული ექსპერტების ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე მეცნიერების სრულყოფის, განათლებისა და სამუშაო ძალის განვითარებისთვის, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფისთვის. ORAU - ს პარტნიორები არიან: აშშ-ის სახელმწიფო, ენერგეტიკის, თავდაცვის, იუსტიციის დეპარტამენტები, NASA აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ეროვნული, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის ლონდონის საიმპერიო კოლეჯი, ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის ლაურეატთა ფორუმი, ლინდაუ ნობელის ლაურეატთა ასოციაცია  და სხვ. 2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის  გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.  მემორანდუმის მიზანია ორგანიზაციებს  შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კვლევების დაფინანსებისათვის ფონდის საკონკურსო პროექტების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასება, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და მეცნიერების პოპულარიზაცია.     
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/images%203.jpg
07/06/2016 11:52

ფონდი აცხადებს კონკურსს ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევებისა დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.  ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით. კონკურსი ითვალიწიებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას. 2016  წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: ა) ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი (პრიორიტეტი ენიჭება რუსთველოლოგიას); ბ) 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; გ) 2016 წლის საუკეთესო მეცნიერი; დ) 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი. კატეგორიების შესაბამისად ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შემდეგ სუბიექტებს: ა)  ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე 2016 წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში, კერძოდ ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, დოქტორის აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარს. ბ) 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე  სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევარს, რომელსაც სააკონკურსო  დოკუმენტაციის  მიღების დასრულებამდე შეუსრულდა არაუმეტეს 35 წელი; გ) 2016 წლის საუკეთესო მეცნიერის  ჯილდოს მოსაპოვებლად  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე მკვლევარს; დ) 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ჯგუფის ჯილდოს მოსაპოვებლად სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურად მოღვაწე არანაკლებ 3 (სამი) საქართველოს მოქალაქე, მკვლევრისგან შემდგარ სამეცნიერო - კვლევით ჯგუფს. ჯგუფში შესაძლებელია ჩართული იყოს მაგისტრანტ(ებ)ი და დოქტორანტ(ებ)ი, ასევე უცხოელი მეცნიერ(ებ)ი. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, საკონკურსო დოკუმენტაციის  ინგლისურენოვანი ფორმები ივსება მხოლოდ ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე 2016 წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერის კატეგორიაში წარდგენილი კანდიდატის მიერ. საკონკურსო განაცხადი   ,   საჭირო დამატებითი დოკუმენტაციის თანხლებით და განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ხელმოწერილი, დასკანირებული PDF  ფორმატის ფაილის სახით   უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად ,  ფონდის  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე :   rp @rustaveli.org.ge 2016 წლის  5 აგვისტოს 18:00 სთ-მდე ;       ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის ჩატარების წესი ქართული / ინგლისური განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ქართული / ინგლისური განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია ქართული / ინგლისური განმცხადებლის/ჯილდოს კანდიდატის მიერ  დარგში  გაწეული სამეცნიერო კარიერის აღწერილობა ქართული / ინგლისური საკონკურსო განაცხადის გამოგზავნის ინსტრუქცია ქართული / ინგლისური კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს:  მაკა ქაჯაია ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 09)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/images5.jpg
06/06/2016 15:08

საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“

საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ (სამეცნიერო სფეროები: სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება; წყლის რესურსები და მათი ეფექტური მართვა; გამოყენებითი ქიმია და მაღალტექნოლოგიური მასალები (smart materials) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: „ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“ - Black Sea Horizon.” პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ მონაწილეობის თვალსაზრისით (შერჩეული სამეცნიერო სფეროები: სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება, წყლის რესურსები და მათი ეფექტური მართვა, გამოყენებითი ქიმია და მაღალტექნოლოგიური მასალები (smart materials). მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა ( პირველ რიგში , ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება . შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bakradze@rustaveli.org.ge  წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები: შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc). ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიის დასკანერებული ვერსია; დოკუმენტების ელ. ფოსტით წარმდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ივლისი, 16:00 სთ. ევროპელი პარტნიორების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეაფასებს შემოსულ განაცხადებს და მოამზადებს განაცხადების რანჟირებულ სიას. აღნიშნული სია და შეფასებები გაეგზავნება Black Sea Horizon-ის კოორდინატორსა და პროექტის შესაბამისი ამოცანის ლიდერ ორგანიზაციას, რომლებიც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას „საშუამავლო ღონისძიებებში“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ევროს. წინამდებარე საგრანტო სქემის წესების შესაბამისად, დაიფარება მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროსა და ვიზის ხარჯი. მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროს  და ვიზის ხარჯი პირველ ეტაპზე უნდა გაიღოს გრანტის მიმღებმა ან მისმა ორგანიზაციამ. ამასთან, გაწეული ხარჯი ანაზღაურდება RCISD-ს მიერ, მივლინებული  პირის ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ (ინვოისის საფუძველზე, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით). დეტალური ინფორმაცია საგრანტო სქემისა და შესაბამისი დოკუმენტაციის  შესახებ იხილეთ ბმულზე: https://blacksea-horizon.eu/object/call/522 დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთოებებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარ სპეცლიასტს, ნიკოლოზ ბაქრაძეს (ტელ.:2 200 220; ელ. ფოსტა: bakradze@rustaveli.org.ge )
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/thumbs/IMG_9660.JPG
02/06/2016 15:22

,,ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“ უკვე ELSEVIER-ის ბაზაშია

„ელსევიერის“ უმსხვილეს ელექტრონულ ბაზაში ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ჟურნალი  ,,ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“  (Transactions of A. Razmadze Mathematical Institute) განთავსდა. 2015 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ უმსხვილეს სამეცნიერო ელექტრონულ გამომცემლობის შეთანხმების შედეგად „ელსევიერმა“, ბაზაში განსათავსებლად, საქართველოში შეარჩია ორი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი: „ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  ელსევიერს აღნიშნულ მომსახურებაში, 3 წლის მაძილზე, ეტაპობრივად  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 196 665 ევროს გადაუხდის.   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/thumbs/IMG_9210.JPG
01/06/2016 17:30

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე და სემინარი

მიმდინარე წლის 30 მაისს ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებისადმი მიძღვნილი საინფორმაციო დღე და ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა. საინფორმაციო დღეზე მოწვეულნი იყვნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროდელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პროგრამის InnovFin მენეჯერი, ევროპის წევრი ქვეყნების სამეცნიერო ფონდების წარმომადგენლები, საქართველოს მეცნიერები კვლევითი უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან, აგრეთვე და უცხოელი სტუმრები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელი ფონდების ეროვნული საკონტაქტო პირები. ჩატარდა პარალელური სამუშაო შეხვედრები და პრეზენტაციები „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამებისა და კონკურსების ფარგლებში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის პერსპექტივების შესახებ.            სემინარზე მოხსენება წაიკითხეს :   სტეფან სედლერი  The EU Framework Programme  for Research and Innovation თეოდორა ბალაუ    Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA) Opportunities for Organisations and Individual Researchers თეოდორა ბალაუ Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA) How to Submit Proposal (SEP) თეოდორა ბალაუ Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)    Practical information to support applications ალისა რაჟევსკი European Research Council  (ERC): An opportunity for  researchers in Europe and Georgia მარკ დჰუგი InnovFin – EU Finance for Innovators at a glance              ნათია გაბიტაშვილი   Horizon 2020 Georgia- Facts & Data სტელა შეპოვალი Setting up an effective NCP Network მალგორჟატა კაპიცა Support for beneficiaries of Horizon 2020 ანასტასია ვლიზიოტი Lessons learnt from the IncoNet EaP  Support NCPs ნანა მაჭარაშვილი    WOSCAP (Whole of Society Conflict Prevention and Peacebuilding) ნატალია შათირიშვილი  Horizon 2020 NCP in Energy, recommendations for potential applicants გივი ქოჩორაძე Examples of Successful Participation of Georgian Scientists in EC Framework;Programs and Perspectives of Future Cooperation  ზურაბ კიღურაძე Marie Skłodowska-Curie Actions მაია ოკუჯავა Horizon 2020 NCP in Health, recommendations for potential applicants ბოკა ტაბატაძე SME instrument/Innovation in SMEs/new opportunities for Georgia SMEs in Horizon 2020 მარიამ ლაშხი  HORIZON 2020-Opportunities for Innovators        
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/IMG_9615.JPG
01/06/2016 16:02

ჰორიზონტი 2020 -ის ასოცირების შესახებ სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 31 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირების  საკითხებზე. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მიმართულებით  პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“- ში ჩართვის პრაქტიკული ასპექტების განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში. განხილულ თემებს შორის იყო: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის პრიორიტეტები, სამუშაო პროგრამა, მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები, ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი და მისი გაუმჯობესების მექანიზმები, ინფორმაცია პორტალის მეშვეობით საპროექტო განაცხადის წარდგენის შესახებ, ფინანსური რეგულაციები, ცალკეული პროგრამული მიმართულებები, როგორიცაა Marie Skladowska Curie Action, დაფინანსების შესაძლებლობები ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში. ხაზგასასმელია, რომ ევროკომისიის წარმომადგელების მხრიდან გაჟღერდა რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს  ინტეგრირებას ,,ჰორიზონტი 2020“-ში და საქარტველოს მეცნიერთა მხრიდან პროგრამის ეფექტიან გამოყენებას. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები. ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც გამოცდილების გაზიარების მიზნით, წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში თავიანთი ქვეყნების ჩართულობის შესახებ: მიმოიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგნენ  თავიანთი ქვეყნის მეცნიერები თუ კვლევითი ინსტიტუციები ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირების პირეველ ეტაპზე. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან „ჰორიზონტი 2020“ -ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები. სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენ:   სტეფან სედლერი   The EU Framework Programme  for Research and Innovation კლაუს შუხი Horizon 2020: Within the  European Research Area კლაუს შუხი Learning Cycle For The Participation ალისა რაჟევსკი  European Research Council  (ERC): An opportunity for  researchers in Europe   and  Georgia;  EU-H2020-Association Workshop         თეოდორა ბალაუ Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)-Opportunities for Organisations and    Individual Researchers თეოდორა ბალაუ  Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)    Practical information to support applications მალგორჟატა კაპიცა National and International systems  for supporting research and innovation in poland მალგორჟატა კაპიცა NCP system in Poland support for beneficiaries of Horizon 2020 სტელა შეპოვალი Horizon 2020;  Association Workshop For Georgia ლიდია რომანციუსი  EURAXESS Moldova; Researchers in Motion ლიდია რომანციუსი  H2020 Associated Country Status Implemenation: Experience of Moldova ვიქტორ ნედოვიკი    European Research Area and Opportunities for Associated Countries: Sharing the  experience of Serbia ანასტასია ვლიზიოტი Towards a successful Association:   IncoNet  EaP`s contribution პაატა იმნაძე   Why should organizations participate in H2020? ბოკა ტაბატაძე  SME instrument/Innovation in SMEs/new opportunities for Georgia SMEs in Horizon 2020  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/thumbs/20160524_103645.jpg
01/06/2016 15:56

ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების მე-20 შეხვედრა

23-24 მაისს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ მანანა მიქაბერიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა მარიამ ქებურიამ მონაწილეობა მიიღეს ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების მე-20 შეხვედრაში ქ. ბრიუსელში, ბელგიაში (20 th Meeting of the ERC National Contact Points). მივლინების მიზანი იყო ფონდის წარმომადგენლების, როგორც ევროპის კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების მონაწილეობა ERC NCP-ების ყოველწლიურ ღონისძიებაში, ERC -ის პროგრამების სრულყოფილად გაცნობა, მეციერების მენეჯმენტში მათ ორგანიზაციაში პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება და არსებული გამოცდილების გაზიარება. ფონდის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრეზენტაციების შემდგომ გამართულ დისკუსიებში და ინფორმაციის გაცვლის პროცესში. მათ დააფიქსირეს ფონდის დიდი დაინტერესება ERC-ის პროგრამების გავრცელებაში და მათი პრაქტიკის გაზიარებაში როგორც პროგრამების სტრუქტურის, ასევე შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრაქტიკის თვალსაზრისით. ვინაიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ERC-ის ეროვნული საკონტაქტო პირები ყველა დანარჩენი ქვეყნიდან (ევროპის წევრი და ასოცირებული ქვეყნებიდან), შესაძლებელი იყო კონკრეტული ქვეყნების NCP-ებთან კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობისათვის სასარგებლო ინფორმაციის გაცვლა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/thumbs/123.jpg
01/06/2016 15:54

ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობა

ა.წ. მაისის თვეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იულიხის კვლევით ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც ხელი მოეწერა გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობის განახლებულ შეთანხმებას. შეხვედრების მიზანი იყო სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის სამომავლო გეგმების განხილვა, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს მეცნიერთა სამშობლოში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და კვლევით უნივერსიტეტებში დაბრუნების ხელშეწყობა. ქართული დელეგაცია შეხვდა გერმანიის განათლებისა და კვლევის, ასევე ეკონომიკური განვითარების ფედერალურ მინისტრებს, გერმანიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს. აგრეთვე, ჩატარდა შეხვედრები SMART|EDM_lab ლაბორატორიასთან დაკავშირებით და შედგა სამუშაო ვიზიტი RWTH AACHEN - აახენის უნივერსიტეტში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/YS.jpg
30/05/2016 19:14

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც უნდა იყოს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში და რომელიც მოამზადებს და განახორციელებს პროექტს. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 წელი. ერთი საგრანტო პროექტისთვის წელიწადში ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ორ წელიწადში - 60 000 ლარს. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში   - დანართი 9 ): საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება: 30 მაისი ჯგუფური კონსულტაციები: 7 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; დამატებითი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა  8 ივნისი 16:00 სთ  - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია ; 21 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია ; ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 ივნისი . კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: 15 ივნისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29  ივნისი, 23:00 სთ-ის ჩათვლით. განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა:  1 ივლისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით. პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივლისი შეფასება -  ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი. ვადის დარღვევით შემოსული   საკონკურსო   დოკუმენტაცია   ფონდში   აღარ   მიიღება!!!   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:  მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში კონკურსის პირობები(დანართი №1, განახლებული ვერსია) საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ბიუჯეტი (დანათი № 3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი № 4) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის CV ფორმა (დანართი №5) ქართული ვერსია /  ინგლისური ვერსია(განახლებული ვერსია) პროექტის რეზიუმე (დანართი №6) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მენტორისა და კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი № 7) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია განცხადების ფორმა (დანართი № 8) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი №9) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია (ელექტრონული ბაზა გაიხსნება 15 ივნისს და დაიდება დეტალური ინსტრუქცია ბაზაში მუშაობის შესახებ) ხშირად დასმული კითხვები გენერალური დირექტორის ბრძანება ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში პროექტების დაფინანსების წესის შესახებ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის პროექტების დაფინანსების წესის შესახებ   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა მეცნიერმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისგან : ა ) პროექტის შინაარსი , რომელიც აიტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან : საპროექტო წინადადება; პროექტის ბიუჯეტი, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი; ახალგაზრდა მეცნიერის CV; მენტორის CV; კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV; პროექტის რეზიუმე; მენტორის თანხმობის წერილი; კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი. ამ ნაწილის სრული , ქართული ვერსია უნდა აიტვირთოს ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებული PDF ფაილის სახით. ბ ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PDF ფაილის სახით . აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: უსდ-ს ან სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი ახალგაზრდა მეცნიერის მიერ პროექტის მიზნებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ (არ მოიაზრება მასპინძელი დაწესებულება); ახალგაზრდა მეცნიერის პირადობის მოწმობის ასლი; ახალგაზრდა მეცნიერის დოქტორის დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული დიპლომის ასლს თან უნდა ერთვოდეს ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ გაცემული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ); ახალგაზრდა მეცნიერის პირადი (ლარის) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; მასპინძელი დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში სახაზინო კოდი, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ააიპ) და ავტორიზებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ორგანიზაციის მიერ გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი); მასპინძელი დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და წესდება (წესდების წარმოდგენა არ არის სავალდებულო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა სამართლებრივი ფორმა სსიპ-ია); ცნობა თანადაფინანსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ თანხის მითითებით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული; მენტორის ცნობა სამსახურიდან აკადემიური ხარისხის მითითებით (გაცემული მასპინძელი დაწესებულების მიერ); კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცნობა სამსახურიდან აკადემიური ხარისხის მითითებით. (ცნობის წარდგენის ვალდებულება ეხსნება იმ უცხოელ ან უცხოეთში მოღვაწე ქართველ კონსულტანტს, რომელის შესახებ ინფორმაციაც წარმოდგენილი იქნება CV-ის ფორმაში მითითებულ ორგანიზაციის ვებ გვერდზე). პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები: ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით.  დანართი N  8  (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისის 16:00 სთ-მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  ნინო ბიწაძე ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4405) ელ-ფოსტა:  bitsadze@rustaveli.org.ge   ვაჟა ლომიძე    ელ-ფოსტა:  vlomidze@rustaveli.org.ge     შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!!!

26/05/2016 10:47
ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 22 აპრილის №78 ბრძანებით დამტკიცებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის პირობების (დანართი № 1) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საკონკურსოდ წარმოდგენილი N 3-10  დანართების ინგლისური ვერსიების გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 35 გვერდს. შესაბამისად, დანართი 2-ის გვერდების რაოდენობა სათვალავში არ მიიღება.
სრულად