ფონდი აცხადებს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს
სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/Images/DI/es.jpg
17/05/2016 18:14

ფონდი აცხადებს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტი (შემდგომში - გრანტი), როგორც მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების ურთიერთობის ხელშეწყობის შესაძლებლობას. კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა. გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას. მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას. უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებსა და საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებს (იხ. კლასიფიკატორი ამ ბრძანების დანართი №11) : საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი! კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. კონკურსში შემოსული პროექტები შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად . აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია). გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.  პროექტის მიერ 1 8 და უფრო დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში (მაქსიმალური 60 ქულის 30 % ან ნაკლები %) პროექტის ხელმძღვანელს და სამეცნიერო ხელმძღვანელს არ შეეძლებათ 2017 წელს გამოსაცხადებელ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება პროექტის ხელმძღვანელის ან სამეცნიერო ხელმძღვანელის სახით. კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება: 25  აპრილი. ჯგუფური კონსულტაციები: 26 აპრილი 16:00 სთ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G კორპუსის 106-ე აუდიტორია; 5 მაისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 10 მაისი 16:00 სთ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორია (I კორპუსი);   11 მაისი 1 4 :00 სთ - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი; 16 მაისი 16:00 სთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია; 1 9 მაისი 16:00 სთ - ფონდის სააქტო დარბაზი რეგისტრაცია . ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 მაისი. კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით და დეტალური ინსტრუქცია დაიდება ფონდის ვებგვერდზე). კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 ივნისი, 00:00 სთ-ის ჩათვლით (იგივე 6 ივნისი, 24:00 საათამდე). განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 9 ივნისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით. (გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის ფარგლებში დამოუკიდებელ ექსპერტებთან შეფასებაზე გაიგზავნება 7 ივნისის 00:00 საათზე ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული ინფორმაცია) პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი შეფასება - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი - ოქტომბერი. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება !!! დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მთავრობის დადგენილება ( № 8 8 , 16.02.2011) ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში კონკურსის პირობები  ( დანართი  №1) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( დანართი  №11) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია  (ელექტრონული ბაზა გაიხსნება მაისში და დაიდება დეტალური ინსტრუქცია ბაზაში მუშაობის შესახებ) ხშირად დასმული კითხვები ბიუჯეტის მართებულად შესავსებად ისარგებლეთ: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია ( დანართი № 1 2 ) „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება; https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისგან: ა) პროექტის შინაარსი, რომელიც იტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: პროექტის თავფურცელი (დანართი №2), საპროექტო წინადადება (დანართი № 3), პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები (დანართი №4), პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება (დანართი №5), პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №6), პროექტის რეზიუმე (დანართი №7), პროექტის ხელმძღვანელის წინა, დასრულებული კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი №8) წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9). იგივე ნაწილის ქართული ვერსია იტვირთება ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებული PdF ფაილის სახით. ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PdF ფაილის სახით. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, ან პასპორტი) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან), თანადამფინანსებელი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) თანადაფინანსების თანხმობის წერილი თანხის მითითებით. ინგლისურ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) პროექტის თავფურცელი / Cover Page - (დანართი № 2); ბ) საპროექტო წინადადება / Project Proposal Form - (დანართი № 3); გ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის და ძირითადი პერსონალის CV-ები / CVs - (დანართი №4); დ) პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება / Budget & Justification of Budget - (დანართი №5); ე) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი / Project Timeframe - დანართი №6; ვ) პროექტის რეზიუმე / Project Summary - დანართი №7; ზ) პროექტის ხელმძღვანელის მიერ წინა 3 წლის განმავლობაში, მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით, განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის რეზიუმე / Summary of Previous Research Project - დანართი №8; თ) ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ / Host and Co-participant Institutions’ Information Form - დანართი №9. დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ განხილული იქნება ინგლისურ ენაზე შევსებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები - № 2-9 დანართები. საპროექტო წინადადების ინგლისური ვერსიის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს(დანართი №3), ხოლო საპროექტო წინადადების (დანართი №3), პროექტის საერთო ბიუჯეტის/ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთების (დანართი №5) და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის(დანართი №6) ინგლისური ვერსია ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 17 გვერდს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი არ განიხილება!!! ქართულ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცელი (დანართი №2) საპროექტო წინადადება(დანართი №3) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები (დანართი№4) პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება (დანართი№5) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი(დანართი №6) პროექტის რეზიუმე (დანართი№7) პროექტის ხელმძღვანელის მიერ წინა 3 წლის განმავლობაში, მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით, განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი №8 ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ (დანართი №9) პროექტის წარმდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადების ფორმა (დანართი №10) დამატებით ქართულ ენაზე ერთ PDF ფაილად წარმოსადგენი იურიდიული დოკუმენტები: ა) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლები; ბ) სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები - დიპლომების ასლები; გ) პროექტში მონაწილე წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაცი(ებ)ის იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაცემული 2016 წელს და წესდება), იმ შემთხვევაში თუ ის(ისინი) არ წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; დ) თანადამფინანსებელი იურიდიული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული თანადაფინანსების საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თანადამფინანსებელი უცხოური ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტის თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა; ე) თანადამფინანსებელი ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი თანადაფინანსების საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ თანადამფინანსებელი უცხოეთის მოქალაქეა, აუცილებელია დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა; ვ) თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოური ორგანიზაცია ან/და უცხოეთის მოქალაქეა, აუცილებელია დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა. პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ - დანართი N10 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) და პროექტის თავფურცელი - დანართი N2 პროექტის ელექტრონული რეგისტრაციისა და რეგისტრაციის შიფრის მიღების შემდეგ.  განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 9 ივნისს 16:00 სთ-მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება . კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  ლოლიტა შენგელია ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07) ელ-ფოსტა: l_shengelia@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა ელ-ფოსტა:  chichua@rustaveli.org.ge ბიუჯეტში სტრიქონების დამატების საჭიროების შემთხვევაში , შეგიძლიათ მიმართოთ ლაშა კელიხაშვილს ელექტრონულ  ელ-ფოსტაზე:   kelikhashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/%E1%83%94%E1%83%A1.jpg
17/05/2016 14:02

საკონსულტაციო დღე

16 მაისს 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაიმართა საკონსულტაციო დღე სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით (ფუნდამენტური კვლევები; გამოყენებითი კვლევები; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით) დაინტერესებული მეცნიერებისთვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_9039.JPG
13/05/2016 14:51

საკონსულტაციო დღე

11 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაიმართა საკონსულტაციო დღე სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით (ფუნდამენტური კვლევები; გამოყენებითი კვლევები; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით) დაინტერესებული მეცნიერებისთვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/inconet/IMG_9053.JPG
13/05/2016 14:28

IncoNet EaP-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საანგარიშო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 13 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირების მოხსენება, რომელიც დაეთმო პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში“ (IncoNet EaP) ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს. IncoNet EaP დაფინანსებულია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში.  პროექტის ფარგლებში სამ ეროვნულ საკონტაქტო პირს (სამი საზოგადოებრივი გამოწვევის მიხედვით) შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ე.წ. Twinning ღონისძებებს და გაეზიარებინათ ევროპელი კოლეგების გამოცდილება. საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნატალია შათირიშვილი (ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი);  მაია ოკუჯავა (ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი) და ნინო ჯანელიძე (კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ დასახელებული კანდიდატი). მომხსენებლებმა  დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს შეძენილი გამოცდილება და მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია „ჰორიზონტი 2020“-ის აქტივობების შესახებ შესაბამისი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით.   იხილეთ მომხსენებელთა პრეზენტაციები: ნატალია შათირიშვილი მაია ოკუჯავა ნინო ჯანელიძე
სრულად

ცვლილება უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის კონკურსის პირობებში

13/05/2016 11:38
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის პირობებში შევიდა შემდეგი ცვლილება. კერძოდ, „საპროექტო წინადადების ინგლისური ვერსიის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს(დანართი №3), ხოლო საპროექტო წინადადების (დანართი №3), პროექტის საერთო ბიუჯეტის/ფონდიდანმოთხოვნილი თანხის დასაბუთების (დანართი №5) და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის(დანართი №6) ინგლისური ვერსია ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 17 გვერდს". იხილეთ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში
სრულად

ინფორმატიკის 2016 წლის 28-ე სართაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

13/05/2016 11:09
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის" ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა დაინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა ეროვნული ტურნირი ინფორმატიკაში, რის საფუძველზეც შეირჩა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა. 
სრულად

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსით დაინტერესებულთათვის

13/05/2016 09:48
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკში მოხდა ცვლილება: კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 24   მაისი.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/JRC.jpg
11/05/2016 16:26

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი

გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) არის ევროკომისიის შემადგენელი ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევას, რათა ევროკავშირის პოლიტიკის მიმღებ პირებს მიაწოდოს კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაცია შესაბამისი პოლიტკის გასატარებლად. გაერთიანებული კვლევითი ცენტრი (JRC) ეფუძნება 50 წლიან გამოცდილებას და განაგრძობს საქმიანობას შვიდ სამეცნიერო ინსტიტუტზე დაყრდნობით. აღნიშნული ინსტიტუტები ფლობენ კვლევის უნიკალურ ინფრასტრუქტურას. ლაბორატორიები/ინსტიტუტები განთავსებულია ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში. გაერთიანებულ  კვლევით ცენტრს  დადებითი წლილი შეაქვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის,  უსაფრთხო მობილობის, ინოვაციისა და ზრდის პროცესში.  სპეციალური პლატფორმის - The Science Hub მეშვეობით, ცენტრი თავს უყრის ევროკომისიის სამეცნიერო სფეროში დაგროვილ ცოდნას. ამ პლატფორმის გამოყენებით ხდება ინფორმაციის გაცვლა  სამეცნიერო  აქტივობბათა შესახებ, რომლებიც  გაერთიანებულ  კვლევით ცენტრისა და შესაბამისი კვლევითი ინსტიტუციების ფარგლებში ხორციელდება. გაერთიანებული კვლევითი ცენტრის აქტივობებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ცენტრის  საინფორმაციო ბიულეტენს.  2015 წლიდან ბიულეტენი გახდა ციფრული და შესაძლებელია მისი ელექტონულად გამოწერა. უახლესი ნომერი ხელმისაწვდომია ბმულზე                    
სრულად

2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები სპეციალურ მომზადებას გაივლიან

10/05/2016 10:19
ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის 2016 ემზადებიან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 40 მოსწავლე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სპეციალურ ერთთვიან კურსს გაივლის. მოსწავლეებს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფები საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამებით მოამზადებენ. 2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სახელით 23 მოსწავლე გაემგზავრება. წვრთნების განრიგი: ფიზიკის ნაკრები და რეზერვისტები - 30 მაისი-22 ივნისი; ინფორმატიკის ნაკრები და რეზერვისტები - 06 ივნისი-17 ივნისი; 20 ივლისი-30 ივლისი; მათემატიკის ნაკრები და რეზერვისტები - 30 მაისი-22 ივნისი; ბიოლოგიის ნაკრები და რეზერვისტები 20 ივნისი-03  ივლისი; ქიმიის ნაკრები და რეზერვისტები - 08 ივლისი-21 ივლისი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
07/05/2016 10:19

კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამების საკონსულტაციო დღეების პრეზენტაცია და ხშირად დასმული კითხვები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამების ( ფუნდამენტური კვლევები ; გამოყენებითი კვლევები ; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ) საკონსულტაციო დღეებზე გამართული პრეზენტაცია . დავით ჩეჩელაშვილის (GITA -ს კონსულტანტი კომერციალიზაციის საკითხებში)  პრეზენტაცია.   გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის საკონსულტაციო დღეებზე ხშირად დასმული კითხვები .   ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის საკონსულტაციო დღეებზე ხშირად დასმული კითხვები .   უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის საკონსულტაციო დღეებზე ხშირად დასმული კითხვები.
სრულად