საქართველო ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული ქვეყანა გახდა
სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/Horizon2020-header.jpg
05/05/2016 17:33

საქართველო ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული ქვეყანა გახდა

2016 წლის 29 აპრილს, ბრიუსელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ხელი მოაწერეს “ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში “ჰორიზონტი 2020” საქართველოს ასოცირების შეთანხმებას”.  ამ ხელმოწერით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალი, ისტორიული მნიშვნელობის ეტაპი დაიწყო. ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბიუჯეტით. აღნიშნული თანხა 7 წლის განმავლობაში (2014-2020) სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილი გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო, კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა და ინოვაციებს. პროგრამის მისიაა, ხელი შეუწყოს საუკეთესო მეცნიერების განვითარებას და კვლევისა და ინოვაციების გზით, გადაჭრას საზოგადოებრივი და ინდუსტრიული გამოწვევები. ჰორიზონტი 2020 პროგრამის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ევროპელი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა არის ინვესტიცია საერთო ევროპული მომავლისათვის, ამიტომ ჰორიზონტი 2020-ს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა გააჩნია.  აღნიშნული სრულ თანხვედრაშია, საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, რომელიც მოწოდებულია ააშენოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და განავითაროს ადამიანური კაპიტალი, ქვეყნის მდგარდი განვითარების მამოძრავებელი ძალა. ჰორიზონტი 2020 პროგრამაში გაწევრიანებით, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ევროპული იდეალებისადმი, რომ მეცნიერება, ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტია. ჰორიზონტი 2020-ში საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებს და ინოვატორებს, ასევე, საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირებს (უნივერსიტეტები, კვლევითი დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მცირე და საშუალო საწარმოები, ბიზნეს კომპანიები, ფონდები, სამთავრობო დაწესებულებები და ა.შ.) შეეძლებათ იგივე პირობებით, სტატუსით და უფლებებით ისარგებლონ, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. საქართველოს მონაწილეებს უფლება ექნებათ უხელმძღვანელონ და კოორდინირება გაუწიონ ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაფინანსებულ ერთობლივ პროექტებს. ევროკომისიის პრესს რელიზის ნახვა შესაძლებელია  ბმულზე   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Elsevier/vebistvis.jpg
05/05/2016 14:31

SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი გაიმართა

2016 წლის 4 მაისს „ელსევიერისა“ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და „ელსევიერის“ სემინარი. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტების რექტორები და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების წარმომადგენლები, ასევე, ELSEVIER-ის გამომცემლობით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება. ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი გიგა ხოსიტაშვილი და Elsevier-ის წარმომადგენლები ლუსი ბუდოვა და კრიშტოფ ჟიმანსკი. მომხსენებლებმა ისაუბრებს კვლევების განვითარების სტრატეგიაზე, მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებაზე, არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე, ფონდის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და შედეგებზე. ფორუმის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ღონისძიების მეორე ნაწილში-სემინარზე „ელსევიერის“ ინსტრუქტორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს „ელსევიერის“ ბაზაში მუშაობის შესაძლებლობები.  კერძოდ,  Science Direct-ში, Scopus-სა და Mendeley-ის სისტემებში პუბლიკაციების, ბიბლიომეტრული ინფორმაციის ძიებისა და საკუთარი კვლევებისათვის რეფერენსების მართვის საშუალებები. ფორუმისა და სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:  გიორგი შარვაშიძე მარინე ჩიტაშვილი ლუსი ბუდოვა კრიშტოფ ჟიმანსკი გიგა ხოსიტაშვილი
სრულად

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩის“ 2016 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

04/05/2016 16:29
კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge   2016 წლის 10 მაისიდან   -  2016 წლის  19 სექტემბრის     16:00 სთ-მდე . საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2016 წლის 22 სექტემბრის  16:00 სთ-მდე.   ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან.  სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე გაგზავნილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს.  პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ   (იხ. დანართი №3 ),   მიუთითებს  პროექტის შიფრს:    leo/…/…/16 რომელიც მიენიჭება  პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და   დაადასტურებს ხელმოწერებით.  ამობეჭდილი, შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ,საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად   წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.  პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი)  აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგს:           ა) გამოგონების/კვლევის  სიახლისა და ორიგინალობის აღწერა;         ბ) გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა;     გ) დასკვნა.    მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის  ფინალისტებს  არაუგვიანეს 2016 წლის 20 ოქტომბრისა.   საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს     არაუგვიანეს    2016 წლის 11 ნოემბრისა.   მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების რანჟირებული სია. კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეობის შესახებ განაცხადი ფორმა კონკურსის პირობები პროექტის აღწერილობა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები  
სრულად

მათემატიკის 2016 წლის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

03/05/2016 09:22
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს მათემატიკის, 2016 წლის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგებს. მათემატიკის 2016 წლის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის  მოსწავლეთა რეიტინგული სია . მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები   გვარი სახელი სკოლა კლასი 1 საათაშვილი ალექსანდრე სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა 11 2 ბეჟანიშვილი დავითი სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა 12 3 ლეფსვერიძე საბა სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა 10 4 ცუცხაშვილი ბაკური სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა 12 5 თათოშვილი დავით სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა 11 6 ყარანგოზიშვილი ელენე სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა 12   რეზერვისტები   1 ხოხიაშვილი ალექსანდრე სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა 10 2 შალიბაშვილი ირაკლი სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა 11 3 როგავა მარიამი სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა 11 4 პაპიაშვილი სალომე სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა 11   მათემატიკის საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის  57–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე-“IMO 2016”, რომელიც 6-16 ივლისს, ჩინეთში, კერძოდ ჰონგ-კონგში გაიმართება.  
სრულად

2016 წლის ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

03/05/2016 09:21
ფიზიკის 4 7 -ე საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები   1 ეგრისელაშვილი არსენ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის  № 199 საჯარო სკოლა 12 2 პატაშური გელა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის  № 199 საჯარო სკოლა 11 3 გრიგოლია გიორგი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის  № 199 საჯარო სკოლა 11 4 შენგელია ცოტნე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის  № 199 საჯარო სკოლა 12 5 ნაბახტიანი ნუგზარ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის  № 199 საჯარო სკოლა 12   რეზერვისტები   1 კრავიშვილი ელენე ანდრია რაზმაძის ქალაქ ქუთაისის 41 საჯარო სკოლა 11 2 მდინარაძე დავით კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის  № 199 საჯარო სკოლა 10 3 ხომერიკი გიორგი ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის №  42 საჯარო სკოლა 12 4 გაგნიძე კონსტანტინე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის  № 199 საჯარო სკოლა 10     რეიტინგული სია იხილეთ ბმულში   შენიშვნა : სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის18 მარტის N49 ბრძანებით დამტკიცებული „2016  წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების დაკომპლექტების, წვრთნისა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ადმინისტრირების პროცედურები და პირობების“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც შესარჩევი ტურების შედეგად ორი ან მეტი კანდიდატი დააგროვებს ქულების თანაბარ რაოდენობას ისე, რომ ნაკრები გუნდის წევრების დადგენილი რაოდენობის შერჩევა ვერ ხერხდება, ნაკრები გუნდის წევრი  ან რეზერვისტი  შეირჩევა 2016 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მიღებული შედეგის მიხედვით ცენტრის მიერ მომზადებული და ფონდისათვის წარდგენილი საქართველოს ნაკრები გუნდების კანდიდატთა რანჟირებული სიის შესაბამისად. 2016 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფროსკლასელს. ვინაიდან ელენე  კრავიშვილმა და ნუგზარ ნაბახტიანმა ფიზიკის შესარჩევ ტურზე დააგროვეს  თანაბარი ქულები (43 ქულა), ნაკრები გუნდის წევრად შეირჩა ნუგზარ ნაბახტიანი, რომელმაც 2016 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში დააგროვა 27 ქულა, ხოლო ელენე კრავიშვილმა -19 ქულა, ამასთანავე, ნუგზარ ნაბახტიანი არის მე-12 კლასელი, ელენე კრავიშვილი მე 11- კლასელი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  ფიზიკის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა ნუგზარ ნაბახტიანი. სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის18 მარტის N49 ბრძანებით დამტკიცებული „2016  წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების დაკომპლექტების, წვრთნისა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ადმინისტრირების პროცედურები და პირობების“ მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად,   იმ შემთხვევაში თუ რეზერვისტებს შორის არიან მე-12 კლასელები,  მათ ნაცვლად წრთვნას გაივლიან რეზერვისტებსშორის არ მოხვედრილი რეიტინგული სიის მომდევნო უმცროს კლასელები.   ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  წვრთვნას ნაცვლად,    გიორგი ხომერიკის (ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის №  42 საჯარო სკოლა)  წვრთნას გაივლიან ნიკო გიორგაძე  (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის  № 199 საჯარო სკოლა) მე -11 კლასი. ფიზიკაში   საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის   47-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IPHO 2016   შვეიცარიაში, კერძოდ ციურიხში  11-17 ივლისს.
სრულად

ბიოლოგიის 27 -ე საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის შესარჩევი ტურების საბოლოო შედეგები

28/04/2016 15:57
რეიტინგული სია  იხილეთ ბმულში: ბიოლოგიის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადის  საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები 1 გვაზავა რომინა სსიპ ქ.აბაშის 1 საჯარო სკოლა 11 2 გერგაია თინათინ სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა 11 3 ნოკოლაიშვილი ელენე სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა 12 4 კაპანაძე ვლადიმირი შპს დამოუკიდებელი გიმნაზია შავნაბადა 12 რეზერვისტები 1 ხარბედია თორნიკე სკოლა მარიოტა 12 2 ქათამაძე ბესიკი თბილისის 133 საჯარო სკოლა 12 3 ხვიჩია მარიამი (სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა) 12 4 ქოჩიაშვილი  ნიკოლოზი  ბაქსვუდის საერთაშორისო  სკოლა 11   შენიშვნა : სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის18 მარტის N49 ბრძანებით დამტკიცებული „2016  წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების დაკომპლექტების, წვრთნისა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ადმინისტრირების პროცედურები და პირობების“ მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად,   იმ შემთხვევაში თუ რეზერვისტებს შორის არიან მე-12 კლასელები,  მათ ნაცვლად წრთვნას გაივლიან რეზერვისტებსშორის არ მოხვედრილი რეიტინგული სიის მომდევნო უმცროს კლასელები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ბილოგიის შესარჩევ ტურებში ოთხი მოსწავლის გარდა ყველა მე-12 კლასელია,  წრთვნას ნაცვლად,    ხარბედია თორნიკე (სკოლა მარიოტა) ქათამაძე ბესიკი ( თბილისის 133 საჯარო სკოლა) და ხვიჩია მარიამი (სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა) წვრთნას გაივლის გრიგოლია გიორგი (სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა) მე 11 კლასი. ბიოლოგიაში  საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის  27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2016   ვიეტნამში, ჰანოიში 17-24 ივლისს.
სრულად

ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი I-II-III-IV ტურების აპელაციის შედეგები

28/04/2016 12:06
ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი I-II-III-IV ტურების აპელაციის შედეგები იხილეთ ბმულზე .
სრულად

2016 წლის მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურის პირველადი შედეგები

27/04/2016 12:20
მათემატიკის მესამე და მეოთხე  ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში: მათემატიკის   III  და IV ტურის შედეგები   მათემატიკის III ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები: დოლიძე თეკლე ბოტკოველი გიორგი როგავა მარიამი პაპიაშვილი სალომე ელყანიშვილი შოთა  ხოხიაშვილი ალექსანდრე გურგენიძე ლუკა საათაშვილი ალექსანდრე სახვაძე ნიკოლოზი გაგნიძე კონსტანტინე შალიბაშვილი ირაკლი ნიკოლეიშვილი ანა ბეჟანიშვილი დავითი თათოშვილი დავითი ლეფსვერიძე საბა ცუცხაშვილი ბაკური ყარანგოზიშვილი ელენე ბაღდავაძე გიორგი ხიზანიშვილი ლუკა   მათემატიკის IV ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები დოლიძე თეკლე ბოტკოველი გიორგი როგავა მარიამი პაპიაშვილი სალომე ელყანიშვილი შოთა ხოხიაშვილი ალექსანდრე გურგენიძე ლუკა საათაშვილი ალექსანდრე სახვაძე ნიკოლოზი გაგნიძე კონსტანტინე შალიბაშვილი ირაკლი ნიკოლეიშვილი ანა ბეჟანიშვილი დავითი თათოშვილი დავითი ლეფსვერიძე საბა ცუცხაშვილი ბაკური ყარანგოზიშვილი ელენე ბაღდავაძე გიორგი ხიზანიშვილი ლუკა მათემატიკაში მესამე და მეოთხე  ტურების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში,   ფონდი საპრეტენზიო განაცხადებს  მიიღებს 2016  წლის  28 აპრილის 1 5 :00 საათამდე.   მათემატიკის საპრეტენზიო განაცხადების განხილვისა და მესამე და მეოთხე  შესარჩევი ტურების შედეგების გათვალისწინებით, დგინდება მოსწავლეთა  საბოლოო რეიტინგული სია, ნაკრები გუნდის წევრებისა და რეზერვისტების მითითებით, რომელიც გამოქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს 201 6  4 მაისისა.   სააპელაციო განაცხადის ფორმა ბრძანება საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ
სრულად

2016 წლის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის შედეგები

27/04/2016 10:47
2016 წლის სეზონური სკოლების  საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 53 საპროექტო წინადადება. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 10 საპროექტო განაცხადი. გენ ერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების  შესახებ საკონკურსო კომისიამ  შემოსული საპროექტო განაცხადები  შეაფასა  „სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 ივნისის N77/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და დასაფინანსებლად გამოავლინა  12 პროექტი, რომელიც წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესა ხებ გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

2016 წლის ბიოლოგიის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის პირველადი შედეგები

26/04/2016 16:40
ბიოლოგიის   პირველი და მეორე  ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ მიბმულ ფაილებში: ბიოლოგიის   I  და II ტურის შედეგები ბიოლოგიის პირველი ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები: გვაზავა რომინა გერგაია თინათინ ნიკოლაიშვილი ელენე კაპანაძე ვლადიმირი ხარბედია თორნიკე ქათამაძე ბესიკი ხვიჩია მარიამი ქოჩიაშვილი ნიკოლოზი გოლეთიანი გიორგი მჭედლიშვილი მარიამი ზასოხაშვილი ილია ალბექიონი ელენე ჩარკვიანი ელენე კეღოშვილი საბა ჯავახაძე მათე გრიგოლია გიორგი ბლუიშვილი ნინო მშვიდობაძე ანანო მახაჭაძე გოდერძი გუგეშაშვილი ელენე სურმანიძე ანა მახათაძე თამთა ბიოლოგიის მეორე ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები: გვაზავა რომინა გერგაია თინათინ ნიკოლაიშვილი ელენე კაპანაძე ვლადიმირი ხარბედია თორნიკე ქათამაძე ბესიკი ხვიჩია მარიამი ქოჩიაშვილი ნიკოლოზი გოლეთიანი გიორგი მჭედლიშვილი მარიამი ზასოხაშვილი ილია ალბექიონი ელენე ჩარკვიანი ელენე კეღოშვილი საბა ჯავახაძე მათე გრიგოლია გიორგი ბლუიშვილი ნინო მშვიდობაძე ანანო მახაჭაძე გოდერძი გუგეშაშვილი ელენე სურმანიძე ანა მახათაძე თამთა   ბიოლოგიის პირველი და მეორე ტურების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში,   ფონდი საპრეტენზიო განაცხადებს მიიღებს 2016  წლის  27 აპრილის 1 5 :00 საათამდე.   ბიოლოგიის საპრეტენზიო განაცხადების განხილვისა და პირველი და მეორე   შესარჩევი ტურების შედეგების გათვალისწინებით, დგინდება მოსწავლეთა  საბოლოო რეიტინგული სია, ნაკრები გუნდის წევრებისა და რეზერვისტების მითითებით, რომელიც გამოქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს 201 6 წლის  28 აპრილისა.   სააპელაციო განაცხადის ფორმა ბრძანება საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ  
სრულად