სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/thumbs/20160524_103645.jpg
01/06/2016 15:56

ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების მე-20 შეხვედრა

23-24 მაისს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ მანანა მიქაბერიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა მარიამ ქებურიამ მონაწილეობა მიიღეს ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების მე-20 შეხვედრაში ქ. ბრიუსელში, ბელგიაში (20 th Meeting of the ERC National Contact Points). მივლინების მიზანი იყო ფონდის წარმომადგენლების, როგორც ევროპის კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების მონაწილეობა ERC NCP-ების ყოველწლიურ ღონისძიებაში, ERC -ის პროგრამების სრულყოფილად გაცნობა, მეციერების მენეჯმენტში მათ ორგანიზაციაში პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება და არსებული გამოცდილების გაზიარება. ფონდის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრეზენტაციების შემდგომ გამართულ დისკუსიებში და ინფორმაციის გაცვლის პროცესში. მათ დააფიქსირეს ფონდის დიდი დაინტერესება ERC-ის პროგრამების გავრცელებაში და მათი პრაქტიკის გაზიარებაში როგორც პროგრამების სტრუქტურის, ასევე შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრაქტიკის თვალსაზრისით. ვინაიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ERC-ის ეროვნული საკონტაქტო პირები ყველა დანარჩენი ქვეყნიდან (ევროპის წევრი და ასოცირებული ქვეყნებიდან), შესაძლებელი იყო კონკრეტული ქვეყნების NCP-ებთან კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობისათვის სასარგებლო ინფორმაციის გაცვლა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/thumbs/123.jpg
01/06/2016 15:54

ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობა

ა.წ. მაისის თვეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იულიხის კვლევით ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც ხელი მოეწერა გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობის განახლებულ შეთანხმებას. შეხვედრების მიზანი იყო სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის სამომავლო გეგმების განხილვა, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს მეცნიერთა სამშობლოში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და კვლევით უნივერსიტეტებში დაბრუნების ხელშეწყობა. ქართული დელეგაცია შეხვდა გერმანიის განათლებისა და კვლევის, ასევე ეკონომიკური განვითარების ფედერალურ მინისტრებს, გერმანიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს. აგრეთვე, ჩატარდა შეხვედრები SMART|EDM_lab ლაბორატორიასთან დაკავშირებით და შედგა სამუშაო ვიზიტი RWTH AACHEN - აახენის უნივერსიტეტში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/YS.jpg
30/05/2016 19:14

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც უნდა იყოს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში და რომელიც მოამზადებს და განახორციელებს პროექტს. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 წელი. ერთი საგრანტო პროექტისთვის წელიწადში ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ორ წელიწადში - 60 000 ლარს. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში   - დანართი 9 ): საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება: 30 მაისი ჯგუფური კონსულტაციები: 7 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; დამატებითი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა  8 ივნისი 16:00 სთ  - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია ; 21 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია ; ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 ივნისი . კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: 15 ივნისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29  ივნისი, 23:00 სთ-ის ჩათვლით. განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა:  1 ივლისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით. პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივლისი შეფასება -  ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი. ვადის დარღვევით შემოსული   საკონკურსო   დოკუმენტაცია   ფონდში   აღარ   მიიღება!!!   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:  მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში კონკურსის პირობები(დანართი №1, განახლებული ვერსია) საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ბიუჯეტი (დანათი № 3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი № 4) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის CV ფორმა (დანართი №5) ქართული ვერსია /  ინგლისური ვერსია(განახლებული ვერსია) პროექტის რეზიუმე (დანართი №6) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მენტორისა და კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი № 7) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია განცხადების ფორმა (დანართი № 8) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი №9) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია (ელექტრონული ბაზა გაიხსნება 15 ივნისს და დაიდება დეტალური ინსტრუქცია ბაზაში მუშაობის შესახებ) ხშირად დასმული კითხვები გენერალური დირექტორის ბრძანება ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში პროექტების დაფინანსების წესის შესახებ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის პროექტების დაფინანსების წესის შესახებ   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა მეცნიერმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისგან : ა ) პროექტის შინაარსი , რომელიც აიტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან : საპროექტო წინადადება; პროექტის ბიუჯეტი, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი; ახალგაზრდა მეცნიერის CV; მენტორის CV; კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV; პროექტის რეზიუმე; მენტორის თანხმობის წერილი; კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი. ამ ნაწილის სრული , ქართული ვერსია უნდა აიტვირთოს ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებული PDF ფაილის სახით. ბ ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PDF ფაილის სახით . აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: უსდ-ს ან სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი ახალგაზრდა მეცნიერის მიერ პროექტის მიზნებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ (არ მოიაზრება მასპინძელი დაწესებულება); ახალგაზრდა მეცნიერის პირადობის მოწმობის ასლი; ახალგაზრდა მეცნიერის დოქტორის დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული დიპლომის ასლს თან უნდა ერთვოდეს ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ გაცემული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ); ახალგაზრდა მეცნიერის პირადი (ლარის) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; მასპინძელი დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში სახაზინო კოდი, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ააიპ) და ავტორიზებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ორგანიზაციის მიერ გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი); მასპინძელი დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და წესდება (წესდების წარმოდგენა არ არის სავალდებულო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა სამართლებრივი ფორმა სსიპ-ია); ცნობა თანადაფინანსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ თანხის მითითებით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული; მენტორის ცნობა სამსახურიდან აკადემიური ხარისხის მითითებით (გაცემული მასპინძელი დაწესებულების მიერ); კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცნობა სამსახურიდან აკადემიური ხარისხის მითითებით. (ცნობის წარდგენის ვალდებულება ეხსნება იმ უცხოელ ან უცხოეთში მოღვაწე ქართველ კონსულტანტს, რომელის შესახებ ინფორმაციაც წარმოდგენილი იქნება CV-ის ფორმაში მითითებულ ორგანიზაციის ვებ გვერდზე). პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები: ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით.  დანართი N  8  (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისის 16:00 სთ-მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  ნინო ბიწაძე ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4405) ელ-ფოსტა:  bitsadze@rustaveli.org.ge   ვაჟა ლომიძე    ელ-ფოსტა:  vlomidze@rustaveli.org.ge     შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!!!

26/05/2016 10:47
ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 22 აპრილის №78 ბრძანებით დამტკიცებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის პირობების (დანართი № 1) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საკონკურსოდ წარმოდგენილი N 3-10  დანართების ინგლისური ვერსიების გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 35 გვერდს. შესაბამისად, დანართი 2-ის გვერდების რაოდენობა სათვალავში არ მიიღება.
სრულად

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!!!

26/05/2016 10:45
ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 21 აპრილის №77 ბრძანებით დამტკიცებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის პირობების (დანართი № 1) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საკონკურსოდ წარმოდგენილი N 3-10  დანართების ინგლისური ვერსიების გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 35 გვერდს. შესაბამისად, დანართი 2-ის გვერდების რაოდენობა სათვალავში არ მიიღება.
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

24/05/2016 10:50
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და წაახალისოს საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია. 2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 133 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 25 განაცხადი, გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების შესახებ საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  38 განაცხადი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_9142.JPG
19/05/2016 17:01

საკონსულტაციო დღე

19 მაისს 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა საკონსულტაციო დღე სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით (ფუნდამენტური კვლევები; გამოყენებითი კვლევები; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით) დაინტერესებული მეცნიერებისთვის.
სრულად

ცვლილება გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობებში

18/05/2016 14:30
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობებში შევიდა ცვლილებები, როგორც  პროექტის ძირითადი პერსონალის თაობაზე, ასევე   ასატვირთი დანართების ინგლისურ ენოვან ვერსიებში. იხილეთ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში
სრულად

ცვლილება ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობებში

18/05/2016 14:25
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობებში შევიდა ცვლილებები, როგორც   პროექტის ძირითადი პერსონალის თაობაზე, ასევე   ასატვირთი დანართების ინგლისურ ენოვან ვერსიებში. იხილეთ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  
სრულად