სიახლეები

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის შედეგები

30/11/2017 18:59
გთხოვთ, იხილოთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტებისა და სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტის ავტორებმა არაუგვიანეს 6 დეკემბრის 18:00 საათისა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_6993.JPG
29/11/2017 15:22

„ეკონომიკური კონცეპტები ქართულ მხატვრულ პროზაში“ - პროექტის საბოლოო პრეზენტაცია

29 ნოემბერს 14:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის „ეკონომიკური კონცეპტები ქართულ მხატვრულ პროზაში“ პრეზენტაცია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_7001.JPG
29/11/2017 14:22

„ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია

2017 წლის 29 ნოემბერს, 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის  „ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე გაიმართა, პროექტის ფარგლებში გამოცემული, წიგნის „ქართული პალიმფსესტები (კატალოგი, ტექსტები, ალბომი)“ წარდგენა და გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პალიმფსესტების უნიკალური ნიმუშები. ქართული პალიმფსესტებისადმი ინტერესი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩნდება. მათი შესწავლის ისტორია ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი შანიძის სახელთან არის დაკავშირებული. პალიმფსესტების შესწავლის საქმეში თავისი წვლილი შეიტანა ხელნაწერთა ინსიტუტის დამაარსებელმა, ილია აბულაძემ.
სრულად

სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის” შუალედური შედეგები

28/11/2017 17:27
სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსზე” დარეგისტრირდა 118 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 28 ნოემბრის N156 ბრძანებით, კონკურსის პროგრამა და პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 7 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/24167298_10213040127410451_117305405_o_5.jpg
27/11/2017 16:08

გლობალური კვლევების საბჭოს (GRC) ევროპის რეგიონალური შეხვედრა

2017 წლის 22 - 23 ნოემბერს, შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში გაიმართა გლობალური კვლევების საბჭოს ( Global Research Council ) ევროპული რეგიონალური შეხვედრა, რომელსაც უმასპინძლა  შვედეთის მდგრადი განვითარების კვლევების საბჭომ  The Swedish Research Council for Sustainable development FORMAS . ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპის კვლევებისა და ინოვაციების „ჰორიზონტი 2020“-ის ჩარჩო პროგრამის ქვეყნების სამეცნიერო ფონდების რეგიონალურ შეხვედრაზე კვლევის დამფინანსებელ სხვა ინსტიტუციებთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. GRC-ის რეგიონალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა (მაკო) მიქაბერიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ. შეხვედრაზე განხილული იყო ორი თემა: სამეცნიერო დიპლომატია; საექსპერტო შეფასება; შეხვედრა მიზნად ისახავდა მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ფონდებისა და სამეცნიერო კვლევის დამფინანსებელ სააგენტოებს შორის კავშირების გამყარებას, მეცნიერებასა და დიპლომატიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხაზგასმას, სამეცნიერო სფეროს პოლიტიკისა და საგარეო  პოლიტიკას შორის კომუნიკაციის გააქტიურებას.  ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მდგრადობაზე, ეკონომიკური ინტერესებისა და ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის ან კვლევისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაზიარებაზე. ფონდების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საექსპერტო შეფასების  კრიტერიუმებზე, რომელიც აუცილებელია დამფინანსებელ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობისას ორმხრივი ნდობისთვის, ასევე ერთობლივი პროგრამების ეფექტურად და გამჭირვალედ ადმინისტრირებისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილე ევროპული ფონდების მიერ მოხდა 2018 წლის GRC-ის  წლიური შეხვედრისათვის ახალი ხედვის შემუშავება, რომლიც ჩატარდება 2018 წლის მაისში და რომელსაც უმასპინძლებენ რუსეთის ფუნდამენტური კვლევების ფონდი ( Russian Foundation For Basic Research ) და სამხრეთ კორეის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ( National Science Foundation Of Korea ). ორდღიან საერთაშორისო ღონისძიებას ესწრებოდნენ წამყვანი ეროვნული სამეცნიერო ფონდების წარმომადგენლები შვედეთიდან ( Swedish Research Council ), შვეიცარიის კონფედერაციიდან ( Swiss National Science Foundation ), პოლონეთიდან ( National Science Centre of Poland ), ნორვეგიიდან ( The Research Council of Norway ), გაერთიანებული სამეფოდან ( University of Exeter ), ამერიკის შეერთებული შტატებიდან ( American Association for the Advancement of Science ), ირლანდიის რესპუბლიკიდან (Science Foundation Ireland ), გერმანიიდან (DFG, German Research Foundation ), თურქეთიდან (TUBITAK - The scientific and technological research council of Turkey ), აზერბაიჯანიდან ( Science Development Foundation under the President of the Republic of Azerbaijan ), რუსეთიდან ( Russian Foundation for Basic Research ), სლოვაკეთიდან ( Slovak Research and Development Agency ), ლუქსემბურგიდან ( Luxembourg National Research Fund ), იტალიიდან ( National Institute for Nuclear Physics ), ესპანეთიდან ( Spanish Foundation for Science and Technology - Secretary of State for Research, development and innovation ), ისრაელიდან ( Israel Science Foundation ), სლოვენია ( Slovenian Research Agency ), ხორვატია ( Croatian Science Foundation ), ჩეხეთიდან ( Czech Science Foundation ), ასევე წარმომადგენლები- ევროპული კვლევების საბჭოდან,   ( European Research Council ) და „ჰორიზონტი 2020“-ის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატი ( “ Horizon 2020” DG Research Development ).   ევროპის რეგიონალური შეხვედრის მომხსენებლებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი და GRC-ის მხარდამჭერი ჯგუფის აღმასრულებელი პირი დოქტორი სანდიპ სანდჰუ (Sandeep Sandhu),  ევროპის მეცნიერებისა და GRC-ის წარმომადგენელი ქ-ნი მაუდ ევრარდი (Maud Evrard), ამერიკული ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის ( American Association for the Advancement of Science )  წარმომადგენელი დოქტორი მარგა გუალ სოლერი ( Dr. Marga Gual Soler ), ექსეტერის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ( University of Exeter ) პროფესორი ჯინ ელიოტი (Prof. Jane Elliot)  და სხვა.  ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია მეცნიერებასა და დიპლომატიასთან დაკავშირებით,   შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ანდრეს თროედსონთან  , Formas-ის გენერალური მდივანი და შვედეთის წარმომადგენელი IPCC-ში პროფესორ მაკუ რუმუკაინენთან და ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენელ დოქტორ ლიზე-მარიე ვან დერ ვათთან ( Dr. Lize-Marie van der Watt ). შეხვედრის მიმდინარეობისას შედგა შიდა სამუშაო შეხვედრები, სადაც განხილული იყო მეცნიერების დიპლომატიისა და ექსპერტთა შეფასებასთან დაკავშირებით ევროპული ფონდების ხედვა.          
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/dunya-uluslararasi_son_.jpg
24/11/2017 17:27

ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

ფონდი აცხადებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.   კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.  2017 წლის კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი   პროექტების განსახორციელებლად. კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს საქართველოს მოქალაქე სამეცნიერო ხელმძღვანელი, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი თურქეთიდან. თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიზნით, კვლევითი პროექტი უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფმა და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფმა ერთობლივად თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე  შემდეგ მისამართზე  uidb-pbs.tubitak.gov.tr 2018 წლის 15 თებერვლამდე . ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს   24 თვეს.  პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს  30 000 ლარს,  ხოლო წლიური თანხა - 15 000 ლარს. ფონდში დოკუმენტაციის წარდგენის წესი: საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფმა ფონდის კანცელარიაში 2018 წლის 1 მარტის 15:00 საათამდე უნდა წარადგინოს: თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე დარეგისტრირებული სრული საპროექტო წინადადების ასლი; თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე დარეგისტრირებული საპროექტო წინადადების ქართულ ენაზე ნათარგმნი და თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული სრული ვერსია; თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო 2017 წლის კონკურსში მონაწილე პროექტის წარმომდგენ ქართველ მკვლევართა განცხადება (დანართი #2) , რომელიც დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს მხრიდან პროექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით, ქართველ მკვლევართა ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით; პროექტის ხელმძღვანელისა და სხვა ძირითადი პერსონალის - საქართველოდან მეცნიერთა ჯგუფის წევრთა პირადობის დამადასტურებელი და აკადემიური ხარისხის/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტები (თუ აღნიშნული დოკუმენტი უცხოეთშია გაცემული, მას თან უნდა ერთვოდეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში გაცემულ დოკუმენტს არ სჭირდება ქართული თარგმანი და აღიარება); პროექტში ჩართული ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია ( CV) (დანართი #3 ქართული და ინგლისური ვერსია) თანადაფინანსების დადასტურების წერილი (თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელის, ან ფიზიკური პირის ხელმოწერით და თანხის მითითებით ( დანართი #4 ).   დანართების სახით იხილეთ კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ; ერთობლივი კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1); პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების განცხადება   (დანართი №2); მეცნიერის CV ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია (დანართი №3); ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი №4); ფონდის ბიუჯეტის კლასიფიკატორი - TUBITAK (დანართი №5); პროექტების შეფასების კრიტერიუმები .   ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასევე იხილეთ თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ვებგვერდზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით კონკურსის კოორდინატორებს:   მარიამ ქებურია Tel: +995 322 200 220 (4022)  Email:  keburia@rustaveli.org.ge     თამთა შკუბულიანი Tel:+995 322 200 220 (4445) Email:  tshkubuliani@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20clis%20konkursebi/8.JPG
22/11/2017 17:33

ჰორიზონტი 2020 - ის საინფორმაციო დღე

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“- ის დაფინანსებული პროექტის EaP PLUS-ისა და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, 2017 წლის 21 ნოემბერს, სასტუმრო Courtyard by Marriott-ში გაიმართა ჰორიზონტი 2020 - ის საინფორმაციო დღე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და ახალგაზრდა მკვლევრები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰორიზონტი 2020-ის ახალი სამუშაო პროგრამა (2018-2020 წლებისთვის) და მის ფარგლებში გამოცხადებული სხვადასხვა თემატური კონკურსი, მონაწილეობის პირობები, საპროექტო წინადადების შეფასების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო SPIRE-ის (Sustainable Process Industry) - ის კონკურსებსა და მათში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) ჩართულობის პრიორიტეტულობას. ამ მიმართულებით შეხვედრაზე მოხსენებები წარადგინეს ჰორიზონტი 2020-ის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა (NCP) ნატალია შათირიშვილმა და SPIRE-ის საკონტაქტო პირმა, მარიტა არაბიძემ. საინფორმაციო დღის მომხსენებელთა შორის იყვნენ ინფორმაციული და სამეცნიერო განვითარების რეგიონალური ცენტრის (RCISD, უნგრეთი) სამეცნიერო ხელმღვანელი პროფესორი ბელა კარდონი და საერთაშორისო ექსპერტი ადამ დავიდი , რომელთაც მიმოიხილეს ჰორიზონტი 2020-ის ფინანსური და იურიდიული საკითხები,  EaP PLUS-ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი Grants for Networking   და სხვ. ასევე აღსანიშნავია, რომ მომხსენებელთა შორის იყო გერმანიაში მოღვაწე, მაქს პლანკის უჯრედის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ კურცხალია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას შეეძლო მომხსენებლებისთვის სხვადასხვა საკითხზე შეკითხვების დასმა. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქტივობით შეხვედრის მესამე, დასკვნითი სესია გამოირჩეოდა, რომელიც ჰორიზონტი 2020 - ის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ წარიმართა და სამუშაო პროგრამიდან სამ პრიორიტეტულ მიმართულებას დაეთმო (ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა ( NCP მაია ოკუჯავა); ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (NCP გივი ქოჩორაძე); საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო და ზღვის კვლევები და ბიოეკონომიკა ( NCP ვლადიმერ ელისაშვილი). საინფორმაციო დღის მასალები იხილეთ ბმულზე
სრულად

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

20/11/2017 17:10
ამა წლის 13 ნოემბერს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში ხელი მოეწერა ფონდსა  და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომლის თანახმად, სს ,,თიბისი ბანკი“ თანხმობას აცხადებს მხარი დაუჭიროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის   2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსს.  სს ,,თიბისი ბანკი“ კონკურსის  ოფიციალური პარტნიორია 2016 წლიდან. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი იმედოვნებს , რომ სს "თიბისი" ბანკის მგავსად, 2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსს გამოუჩნდება სხვა სპონსორებიც, რომლებიც წაახალისებენ მოსწავლე გამომგონებლებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/SDC11155.JPG
20/11/2017 14:58

2017 წლის კონკურსის მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით,” ფარგლებში თბილისის #64 სკოლაში ეკოლოგიური კლუბი შეიქმნა

2017 წლის კონკურსის მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით,” გამარჯვებული პროექტის ,,კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა“ ფარგლებში, თბილისის N64-ე  საჯარო სკოლის ბაზაზე დაარსდა ეკოლოგიური კლუბი „ერთადერთი დედამიწა“, სადაც ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება შემეცნებითი ლექციები. 2017 წლის 17 ნოემბერს  თბილისის N64-ე  საჯარო სკოლაში გაიმართა სემინარი, რომელიც   მიეძღვნა ადამიანების ოთხფეხა მეგობრებს – ძაღლებს.
სრულად