2016 წლის ქიმიის ს 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის ამოცანები და ამოხსნები
სიახლეები

2016 წლის ქიმიის ს 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის ამოცანები და ამოხსნები

18/04/2016 17:02
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, 16-17   აპრილს, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ქიმიის  48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე  ტური. შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები იხილეთ შემდეგ ბმულებში:  ქიმიის  პირველი ტურის ამოცანები და ამოხსნები ქიმიის  მეორე ტურის ამოცანები და ამოხსნები
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/partners/logo_CNRS.png
18/04/2016 15:02

გამოცხადდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ფონდის ერთობლივი კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“

ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი ( PICS )“ . კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე საფრანგეთის მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან. კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თანამშრომლობის არსებობა, რის შედეგადაც უნდა არსებობდეს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს. ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5 000-დან 10 000 ევრომდე.   გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი) სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50% -ს. პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ  CNRS-ის ვებგვერდზე: http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article881&lang=en , ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=fr პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 2-ში). CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 2 ივნისი. პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივი განაცხადის წარმოდგენის პარალელურად,   საქართველოს  მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში ა.წ. 3 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დისკზე CDR-ზე PDF ფორმატით ჩაწერილი იგივე შინაარსის ინგლისურენოვანი საპროექტო განაცხადი, დამტკიცებული  ფორმით (დანართი 2). ფონდში წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის პარტნიორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა და განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის ორივე ხელმძღვანელის მიერ . ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის  ერთობლივი განცხადება (დანართი 3). CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი პანელი. დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება პროგრამა და პირობები საპროექტო განაცხადი (ინგლისურ ენაზე) ერთობლივი განცხადების ფორმა   კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 18/04/2016 - კონკურსის გამოცხადება; 2/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში; 3/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ; ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა; ნოემბერი 2016 - იანვარი 2017 - განაცხადების შეფასება CNRS-ის კომისიის მიერ; თებერვალი 2017 - CNRS-ის კომისიის მიერ შერჩეული განაცხადების განხილვა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში საქართველოს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარ პანელზე და თანადაფინანსების მოცულობის განსაზღვრა; მარტი 2017 - შედეგების დამტკიცება და გამოცხადება დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: CNRS-ში კონკურსის საკონტაქტო პირს - Gulnara Le Torrivellec +33 1 44 96 44 53 Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორს - ნიკოლოზ ბაქრაძეს ; +995 322 200 220 (4406); bakradze@rustaveli.org.ge
სრულად

”მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში“ გამოცხადებული 2015 წლის კონკურსის შედეგები

18/04/2016 13:03
კონკურსის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან: ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები; გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებების გათვალისწინებით მტცუ-ს მმართველთა საბჭომ ქ. კიევში 2016 წლის 5-6 აპრილს გამართულ 42-ე სხდომაზე დასაფინანსებლად შეარჩია 11 პროექტი. გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/slider1.jpg
18/04/2016 10:08

SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი

2016 წლის 4 მაისს ელსევიერისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (მის. ჭავჭავაძის გამზირი #32) გაიმართება მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და ელსევიერის სემინარი. გთხოვთ, იხილოთ ფორუმისა  და სემინარის პროგრამები და მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში გაიაროთ რეგისტრაცია ფორუმისა და სემინარის ბმულებზე.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_8509.JPG
16/04/2016 09:26

ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი ტური

დღეს, 16 აპრილს, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით იმართება, ქიმიის  48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი ტური.
სრულად

2016 წლის ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის პირველადი შედეგები

15/04/2016 09:31
ფიზიკის პირველი და მეორე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში: ფიზიკის  I  და II ტურის შედეგები ფიზიკის  I ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები ეგრისელაშვილი არსენ პატაშური გელა შენგელია ცოტნე ნაბახტიანი ნუგზარ გრიგოლია გიორგი მდინარაძე დავით ხომერიკი გიორგი კრავიშვილი ელენე გიორგაძე ნიკო გაგნიძე კონსტანტინე ხიზანიშვილი  ლუკა ბუთბაია გიორგი ხოხიაშვილი ალექსანდრე ასათიანი  გიორგი სეხნიაშვილი გიორგი ლეფსვერიძე საბა   ფიზიკის  II  ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები ეგრისელაშვილი არსენ პატაშური გელა შენგელია ცოტნე ნაბახტიანი ნუგზარ გრიგოლია გიორგი მდინარაძე დავით ხომერიკი გიორგი კრავიშვილი ელენე გიორგაძე ნიკო გაგნიძე კონსტანტინე ხიზანიშვილი  ლუკა ბუთბაია გიორგი ხოხიაშვილი ალექსანდრე ასათიანი  გიორგი ფიზიკაში  ოთხივე შესარჩევი    ტურის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში,   ფონდი საპრეტენზიო განაცხადებს  მიიღებს 2016  წლის 27 აპრილი 15:00 საათამდე.  ოთხივე ტურის ფიზიკის საპრეტენზიო განაცხადების განხილვისა და შესარჩევი ტურების შედეგების გათვალისწინებით, დგინდება მოსწავლეთა  საბოლოო რეიტინგული სია, ნაკრები გუნდის წევრებისა და რეზერვისტების მითითებით, რომელიც გამოქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს 2016 წლის 28 აპრილისა. სააპელაციო განაცხადის ფორმა ბრძანება საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ
სრულად

2016 წლის ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტურის ამოცანები და ამოხსნები

13/04/2016 12:45
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ,  12- 13   აპრილს,  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ფიზიკის  47- ე   საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე   ტური . შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები იხილეთ ბმულში: ფიზიკის I ტურის ამოცანები ფიზიკის II ტურის ამოცანები ფიზიკის I ტურის ამოცანების ამოხსნები ფიზიკის II ტურის ამოცანების ამოხსნები      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_8464.JPG
12/04/2016 13:08

ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი პირველი ტური

2016 წლის 12 აპრილს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი  ტური.  მოსწავლეები შეირჩნენ 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების რეიტინგული სიების  შედეგად. 
სრულად

საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის შესარჩევ ტურებზე საგნობრივი საპრეტენზიო კომისიების შექმნა

06/04/2016 17:51
2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევის მიზნით ჩატარებულ შესარჩევ ტურებზე მიღებული შეფასებისა და პროცედურული დარღვევების გასაჩივრებისა და განხილვის მიზნით სააპელაციო განაცხადის ფორმის დამტკიცებისა და საგნობრივი საპრეტენზიო   კომისიების შექმნის შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანება  სააპელაციო განაცხადის ფორმა
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Satellite.jpg
06/04/2016 15:37

ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს, 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.   სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  tg@rustaveli.org.ge   2016 წლის კონკურსი ტარდება  3 ნაკადად.   მეორე ნაკადისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა:     2016 წლის  3 მაისი, 16:00 სთ. -  2016 წლის   1 ივნისიდან 2016 წლის 3 1 ოქტომბრის  ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;   ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადების ფონდის კანცელარიაში   რეგისტრირების ბოლო ვადაა:    2016 წლის  6 მაისი ,  16:00 სთ. -  2016 წლის   - 1 ივნისიდან 2016 წლის 3 1 ოქტომბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;   შენიშვნა: ვ ადის   დარღვევით   წარმოდგენილი   საკონკურსო   განაცხადები   შესაბამისი   პერიოდებისათვის   საკონკურსოდ   არ   განიხილება!   მეორე ნაკადისთვის კონკურსის პირობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ონლაინ შეკითხვების გამოგზავნის ბოლო დღე -  20 აპრილი.   ფონდი არ ჩაატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.   ელექტრონულ მისამართზე შემოსული შეკითხვების პასუხები დაიდება 22 აპრილს. ჯგუფური კონსულტაციებისას ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები დაიდება 26 აპრილს.   ჯგუფური კონსულტაციები  გაიმართება, შემდეგი გრაფიკით:           1 4 და  22 აპრილს , 16:00 საათზე,  ფონდის საკონფერენციო დარბაზში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული    კონკურსში მონაწილეებს, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან  10   სამუშაო   დღის   ვადაში,  ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით.   დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებში: საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის N30 დადგენილება; გენერალური დირექტორის ბრძანება; კონკურსის  პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები; განცხადების ფორმა; ბიუჯეტის ფორმა ; განაცხადის ფორმა; ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ფორმა; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულება; შეფასების კრიტერიუმები; პროექტის გამოგზავნის ინსტრუქცია; ხშირად დასმული კითხვები.   გთხოვთ, კონსულტაციებისთვის მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   ნინო დემეტრაშვილს ელ-ფოსტა:  demetrashvili@rustaveli.org.ge   ლოლიტა შენგელიას ელ-ფოსტა:  l_shengelia@rustaveli.org.ge  
სრულად