სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_7098.JPG
08/02/2016 13:50

საკონსულტაციო შეხვედრა

8 თებერვალს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის ,,ახალგზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის  სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო“ კონკურსის ფარგლებში,  მონაწილეობის მსურველთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/3.JPG
04/02/2016 17:30

ფონდი აცხადებს 2016 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე. “ინტელის” საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2016 წლის კონკურსში გამარჯვებულ  მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად:   კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge . საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.   კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ,  პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით)   კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს  ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge. კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                  14/04/2016 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის გამოგზავნის ბოლო ვადა; 18/04/2016 16:00 სთ - საგანაცხადო ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა; 6/05/2016 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება; 19/09/2016 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა; 22/09/2016 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ  და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა; 10.2016-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა; 11.2016-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა. დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: საქართველოს მთავრობის დადგენილება გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა პირველი ეტაპის საგანაცხადო ფორმა მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ სამეცნიერო მიმართულებები და ქვეკატეგორიები კონკურსის რეგისტარციის ინსტრუქცია   განმცხადებლებისათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები: 2016 წლის 1 მარტი -  რეგისტრაცია დასრულებულია 2016 წლის 7 აპრილი -  რეგისტრაცია დასრულებულია 2016 წლის 1 სექტემბერი - რეგისტრაციის ფორმა  16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში;   მისამართი: მ. ალექსიძისN1, III სართული.   დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02 ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge გისურვებთ წარმატებებს! საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვიდეო ინსტრუქცია
სრულად

ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

28/01/2016 17:02
შევიდა ცვლილება „2016 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახლემწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის მიზნით საგრანტო კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პროგრამისა და მასში მონაწილეობის პირობების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის ბრძანებაში .
სრულად

უცხოეთში სტაჟირების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

28/01/2016 11:53
შევიდა ცვლილება „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პროგრამა და პირობებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის ბრძანებაში .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_7041.JPG
27/01/2016 17:03

საკონსულტაციო შეხვედრა

27 იანვარს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის საკონფერენციო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_6925.JPG
22/01/2016 16:47

საკონსულტაციო შეხვედრა

22 იანვარს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის სეზონური სკოლების კონკურში მონაწილეთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.    
სრულად

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

20/01/2016 16:47
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს 2016 წლის გაზაფხულზე .
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

20/01/2016 16:46
2016 წლის 18 იანვარს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შესახებ ფონდის დირექტორის ბრძანებაში შევიდა ცვლილება. გთხოვთ, იხილოთ ბრძანება .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/12562542_585013658316902_1448184455_o.jpg
20/01/2016 15:34

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

კონკურსის  მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია, დაამყარონ საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები, გაიღრმავონ გამოცდილება და აითვისონ კვლევის უახლესი ტექნოლოგიები უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს-ახალგაზრდა მეცნიერს,  რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი  გეგმავს სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი და  ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში. ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც  მიღებული აქვს ამავე კონკურსის გრანტი ბოლო ერთი  წლის წინ,ვერ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის კონკურსში (სტაჟირების კონკურსში მიღებული გრანტის პერიოდის დამთავრებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი). საგრანტო პროექტის მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 6 თვე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 7, 8 თვის მოთხოვნაც,  რაც მოითხოვს აპლიკანტის მიერ სტაჟირების ვადების  დამატებით დასაბუთებას. (დეტალური სამუშაო გრაფიკი დამატებით თვეებზე და მომწვევი მხარისგან დამატებითი თვეების საჭიროების წერილობითი დასაბუთება). სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირება უნდა დაიწყოს  2016 წლის 1 ოქტომბრიდან და უნდა  დასრულდეს 2017 წლის 1 ნოემბერს.       ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს  35 000 ლარს. კონკურსით მოთხოვნილი საპროექტო განაცხადი,  შევსებული დანართებით  და ყველა დანაჩენი შესაბამისი დოკუმენტაცია დასკანირებული PDF ფორმატის სახით   უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად,  ფონდის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ig@rustaveli.org.ge      2016 წლის    17 მაისის 18 საათამდე ; განცხადება ,, ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის   კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 19 მაისის  17:00 სთ-მდე.   ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.  კონკურსის პირობებთან, დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ჩატარდება  ჯგუფური კონსულტაციები  შემდეგი გრაფიკით: სამშაბათს, 26 .01.16 16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში  ორშაბათს, 08.02.16. 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში (რეგისტრაცია დასრულებულია). სამშაბათს, 23.02.16. 16:00  -სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში - (რეგისტრაცია დასრულებულია) დამატებით ჩატარდება ერთი გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია, რომლის ჩატარების თარიღი და ადგილი გეცნობებათ ვებგვერდის საშუალებით. დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:   გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში მთავრობის დადგენილება კონკურსის პროგრამა და პირობები განცხადების ფორმა საპროექტო წინადადების ფორმა პროექტის ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე ბიუჯეტის ფორმა სარეკომენდაციო წერილის ფორმა პროექტის გამოგზავნის  ინსტრუქცია ხშირად დასმული კითხვები   პროგრამის კოორდინატორები: მაკა ქაჯაია ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge ნოდარ კილაძე ელ-ფოსტა: kiladze@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/samogzauro.jpg
18/01/2016 15:34

გამოცხადდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, 201 6 წლის 9  მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას. სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tg@rustaveli.org.ge 2016 წლის კონკურსი ჩატარდება 3 ნაკადად . პირველი ნაკადისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა:   არა უგვიანეს 201 6 წლის 15 თებერვლისა , 16:00 სთ. - 201 6 წლის 9   მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის; ამობეჭდილი და ხელმოწერილი გან ა ცხადების ფონდის კანცელარიაში რეგისტრირების ბოლო ვად აა: პირველი ნაკადისთვის - არა უგვიანეს 201 6 წლის 1 9 თებერვლისა, 16:00 სთ. - 201 6 წლის 9 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის; ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის   საკონკურსოდ არ განიხილება . პირველი ნაკადისთვის კონკურსის პირობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ონლაინშე კითხვების გამოგზავნის ბოლო დღე - 27 იანვარი. ფონდი არ გასცემს ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ელექტრონულ მისამართზე შემოსული შეკითხვების პასუხები დაიდება 1 თებერვალს. ჯგუფური კონსულტაციებისას ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები დაიდება 8 თებერვალს. ჯგუფური კონსულტაციები  გაიმართება სამშაბათობით, შემდეგი გრაფიკით:      2 თებერვალს , 16:00  საათ ზე        9  თებერვალს , 16:00  საათ ზე - რეგისტრაცია დასრულებულია ფონდის საკონფერენციო დარბაზში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული კონკურსში მონაწილეებს, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით. დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებში: დირექტორის ბრძანება ; ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში კონკურსის  პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები; შეფასების კრიტერიუმები; სააპლიკაციო ფორმა; ბიუჯეტის ფორმა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულება; საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის #30 დადგენილება; პროექტის გამოგზავნის ინსტრუქცია; საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება კანცელარიაში ხშირად დასმული კითხვები გთხოვთ, კონსულტაციებისთვის მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: ნინო დემეტრაშვილს ელ-ფოსტა: demetrashvili@rustaveli.org.ge ლოლიტა შენგელიას ელ-ფოსტა: l_shengelia@rustaveli.org.ge      
სრულად