სიახლეები

ფონდის ადმინისტრირებით 2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადების შესარჩევი ტურები გაიმართება

23/03/2016 14:10
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება: ფიზიკა -  12-13  აპრილი  - პირველი და მეორე ტურები  (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  20-21 აპრილი-  - მესამე და მეოთხე (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  მათემატიკა -  17-18  აპრილი  - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).    23-24 აპრილი   მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი: (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  ქიმია - 16-17 აპრილი  - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  ბიოლოგია - 23-24 აპრილი  - პირველი და მეორე ტურები  ((მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).  საქართველო 2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე დელეგაციებს წარადგენს შემდეგ ხუთ დისციპლინაში: ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 47–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2016  (შვეიცარია,   ციურიხი, 11-17 ივლისი) ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2016 (ჩინეთი, ჰონგ-კონგი,   6-16  ივლისი) გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 28-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI  2016 (რუსეთის  ფედერაცია,  ყაზანი, 12-19   აგვისტო) დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2016 (ვიეტნამი, ჰანოი,  17-24 ივლისი)   ე) ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO 2016 (საქართველო, თბილისი,( 23 აგვისტო-1 აგვისტო)   შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ  09:00 საათზე    ფონდში და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).  თითოეული მონაწილე ვალდებულია პირველი შესარჩევი ტურის დაწყების წინ შეავსოს ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული სააპლიკაციო ფორმა.  დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:  გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში გენერალური დირექტორის ბრძანება საგნობრივი საპრეზენტაციო კომისიების შექმნის შესახებ დანართი 1 - სააპლიკაციო განაცხადის ფორმა საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ადმინისტრირების პროცედურები და პირობები სააპელაციო განაცხადის ფორმა
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/olimpiadebi/download.png
23/03/2016 13:06

სამძიმარი ბელგიის მოსახლეობას

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ბრიუსელში  მომხდარი აფეთქებების გამო და სამძიმარს უცხადებს ბელგიის მოსახლეობას.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/TF.jpg
15/03/2016 15:59

სამძიმარი თურქეთის მოსახლეობას

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ღრმა მწუხარებას გამოხატავს თურქეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების გამო და სამძიმარს უცხადებს თურქეთის მოსახლეობას.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/charcho/IncoNetEaP.png
15/03/2016 15:46

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციის  (STI) სფეროში თანამშრომლობის ბარომეტრი  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკომისიის მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის  (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. პროექტის მიზანია ხელი შუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობას ევროკავშირთან მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციის სფეროებში. საქმიანობა ძირითადად მიმართულია შემდეგ სოციალურ გამოწვევებზე (დარგებზე): ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენერგეტიკა. ევროკავშირსა და EaP-ს ქვეყნებს შორის STI-ის სფეროში თანამშრომლობის ბარომეტრი შეიქმნა ორი ონლაინ კითხვარის საფუძველზე, რომელიც განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექვსი ქვეყნისთვის. პირველი კითხვარი შეივსო 2015 წელს პროექტის ფარგლებში გამოვლენილი სულ ცოტა 150 რესპონდენტის მიერ. წინამბდებარე  კითხვარის მიზანია ხელმეორედ გაანალიზდეს ორ რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციის სფეროებში (STI) არსებული თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები. გთხოვთ უპასუხოთ კითხვარში მოცემულ 35 კითხვას. თქვენი პასუხები დაეხმარება IncoNet EaP პროექტს, ევროკავშირსა და EaP-ს რეგიონს შორის მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში არსებული ბარიერების, ტენდენციების და თანამშრომლობის პოტენციალის უკეთ გააზრებაში  და ხელს შეუწყობს სამომავლო სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის განვითარებას. კითხვარის შესავსებად იხილეთ ბმული: http://survey20.zsi.at/index.php/222519/lang-en   კითხვარის შევსების ბოლო ვადაა ა.წ. 24 მარტი.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/IMG_8045.JPG
11/03/2016 14:47

Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისთვის

10 მარტს 15:00 სთ-ზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით ჩატარდა ELSEVIER-ისა და Scopus-ის  სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისათვის. სემინარს ესწრებოდნენ:  ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების  წარმომადგენლები. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორსიო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-თან ორწლიანი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე. სემინარზე მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს: ELSEVIER-ის ბაზაში განთავსებული ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარმა რედაქტორებმა ვახტანგ კოკილაშვილმა და თენგიზ ურუშაძემ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მოამბე“  გამომცემელმა ლუდმილა გვერწითელმა და ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სწავლულმა  მდივანმა ალექსანდრე დიდებულიძემ. დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ელსევიერის წარმომადგენლები.  Scopus-ის შინაარსობრივი პროდუქტის მენეჯერმა, სუზან სტეიგინგამ, ისაუბრა „სკოპუსის“ შინაარსობრივ სელექციასა და პოლიტიკაზე და ELSEVIER-ის კვლევების მართვის მეთოდისტმა, კრჟისტოფ შჟიმანსკიმ - სკოპუსის გამოყენებაზე სამეცნიერო რედაქტორებისათვის. სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:   სუზან სტეიგინგა თენგიზ ურუშაძე ლუდმილა გვერწითელი და ალექსანდრე დიდებულიძე ვახტანგ კოკილაშვილი
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

04/03/2016 10:42
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში შემოსული პროექტების შეფასების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის 2 მარტის N37 ბრძანება „2016 წლის 9 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადდა.   მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები   2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 99 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 7 განაცხადი, ხოლო 3 განაცხადი მოიხსნა საკონკურსო კომისიის მიერ.   გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების შესახებ საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი პროექტები   საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  47 პროექტი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

02/03/2016 10:42
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და წაახალისოს საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია. 2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 99 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 7 განაცხადი, ხოლო 3 განაცხადი მოიხსნა საკონკურსო კომისიის მიერ. გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების შესახებ საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი პროექტები საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  46 პროექტი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები  გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/10392068_1186183764732700_4536396013966401290_n.jpg
26/02/2016 14:47

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭოს თავმჯდომარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. შეხვედრზე განიხილეს: 2015 წლის წლიური ანგარიში, 2016 წლის სამოქმედო გეგმა, საკონკურსო პროექტების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, გრანტების ეფექტიანობის შეფასების საკითხი. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს დიდი საგრანტო კონკურსების შეფასების საერთაშორისო ექსპერტიზისთვის ჩატარებული სამუშაოები და მცირე გრანტების შეფასების მოდელები. ასევე, საბჭოს წევრებს გააცნეს საგრანტო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები, მეცნიერთა მონაცემთა ბაზის განვითარების საშუალებები, შიდა აუდიტის ანგარიში და ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/SAARMA%202.JPG
26/02/2016 10:13

მარტ საარმას საჯარო ლექცია

26 თებერვალს , 15:00 საათზე ,   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს ( ERC ) ფარგლებში : მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მოდაგილე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი და 90-მდე მეცნიერი. მარტ საარმამ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო: ევროპული კვლევების საბჭოს წევრები, სტრატეგია, სტრუქტურა,  მიზნები,  პროგრამები,  დაფინანსების სქემები და განსაკუთრებული მახასიათებლები, რითიც გამოირჩევა ჰორიზონტი 2020-ის სხვა პროგრამებისგან - სამეცნიერო ხარისხისა და ინოვაციების თვალსაზრისით გამორჩეული პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა; მეცნიერებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები საგრანტო განაცხადის ფორმების შევსებასთან დაკავშირებით; ისაუბრა შეფასების კრიტერიუმებზე, სისტემასა და პროცედურებზე; წარმოადგინა ERC-ის 2007-2015 წლების მიღწევები და სტატისტიკური მონაცემები; ისაუბრა ზოგად პრობლემებზე, 2016 წლის გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.  და ბოლოს, მარტ საარმამ წარმატებები უსურვა საქართველოს მეცნიერებს  ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამების დაფინასების მოსაპოვებლად. მარტ საარმას ლექციის პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/estonia_independence_day-e1424824414207.jpg
24/02/2016 11:57

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ესტონელ ხალხს და კოლეგებს ულოცავს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს!                
სრულად