სიახლეები

უცხოეთში სტაჟირების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

28/01/2016 11:53
შევიდა ცვლილება „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პროგრამა და პირობებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გენერალური დირექტორის ბრძანებაში .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/IMG_7041.JPG
27/01/2016 17:03

საკონსულტაციო შეხვედრა

27 იანვარს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის საკონფერენციო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_6925.JPG
22/01/2016 16:47

საკონსულტაციო შეხვედრა

22 იანვარს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2016 წლის სეზონური სკოლების კონკურში მონაწილეთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.    
სრულად

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

20/01/2016 16:47
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს 2016 წლის გაზაფხულზე .
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

20/01/2016 16:46
2016 წლის 18 იანვარს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შესახებ ფონდის დირექტორის ბრძანებაში შევიდა ცვლილება. გთხოვთ, იხილოთ ბრძანება .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/12562542_585013658316902_1448184455_o.jpg
20/01/2016 15:34

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

კონკურსის  მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია, დაამყარონ საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები, გაიღრმავონ გამოცდილება და აითვისონ კვლევის უახლესი ტექნოლოგიები უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს-ახალგაზრდა მეცნიერს,  რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი  გეგმავს სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი და  ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში. ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც  მიღებული აქვს ამავე კონკურსის გრანტი ბოლო ერთი  წლის წინ,ვერ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის კონკურსში (სტაჟირების კონკურსში მიღებული გრანტის პერიოდის დამთავრებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი). საგრანტო პროექტის მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 6 თვე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 7, 8 თვის მოთხოვნაც,  რაც მოითხოვს აპლიკანტის მიერ სტაჟირების ვადების  დამატებით დასაბუთებას. (დეტალური სამუშაო გრაფიკი დამატებით თვეებზე და მომწვევი მხარისგან დამატებითი თვეების საჭიროების წერილობითი დასაბუთება). სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირება უნდა დაიწყოს  2016 წლის 1 ოქტომბრიდან და უნდა  დასრულდეს 2017 წლის 1 ნოემბერს.       ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს  35 000 ლარს. კონკურსით მოთხოვნილი საპროექტო განაცხადი,  შევსებული დანართებით  და ყველა დანაჩენი შესაბამისი დოკუმენტაცია დასკანირებული PDF ფორმატის სახით   უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად,  ფონდის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ig@rustaveli.org.ge      2016 წლის    17 მაისის 18 საათამდე ; განცხადება ,, ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის   კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 19 მაისის  17:00 სთ-მდე.   ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.  კონკურსის პირობებთან, დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ჩატარდება  ჯგუფური კონსულტაციები  შემდეგი გრაფიკით: სამშაბათს, 26 .01.16 16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში  ორშაბათს, 08.02.16. 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში (რეგისტრაცია დასრულებულია). სამშაბათს, 23.02.16. 16:00  -სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში - (რეგისტრაცია დასრულებულია) დამატებით ჩატარდება ერთი გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია, რომლის ჩატარების თარიღი და ადგილი გეცნობებათ ვებგვერდის საშუალებით. დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:   გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში მთავრობის დადგენილება კონკურსის პროგრამა და პირობები განცხადების ფორმა საპროექტო წინადადების ფორმა პროექტის ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე ბიუჯეტის ფორმა სარეკომენდაციო წერილის ფორმა პროექტის გამოგზავნის  ინსტრუქცია ხშირად დასმული კითხვები   პროგრამის კოორდინატორები: მაკა ქაჯაია ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge ნოდარ კილაძე ელ-ფოსტა: kiladze@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/samogzauro.jpg
18/01/2016 15:34

გამოცხადდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, 201 6 წლის 9  მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას. სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tg@rustaveli.org.ge 2016 წლის კონკურსი ჩატარდება 3 ნაკადად . პირველი ნაკადისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა:   არა უგვიანეს 201 6 წლის 15 თებერვლისა , 16:00 სთ. - 201 6 წლის 9   მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის; ამობეჭდილი და ხელმოწერილი გან ა ცხადების ფონდის კანცელარიაში რეგისტრირების ბოლო ვად აა: პირველი ნაკადისთვის - არა უგვიანეს 201 6 წლის 1 9 თებერვლისა, 16:00 სთ. - 201 6 წლის 9 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის; ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის   საკონკურსოდ არ განიხილება . პირველი ნაკადისთვის კონკურსის პირობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ონლაინშე კითხვების გამოგზავნის ბოლო დღე - 27 იანვარი. ფონდი არ გასცემს ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ელექტრონულ მისამართზე შემოსული შეკითხვების პასუხები დაიდება 1 თებერვალს. ჯგუფური კონსულტაციებისას ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები დაიდება 8 თებერვალს. ჯგუფური კონსულტაციები  გაიმართება სამშაბათობით, შემდეგი გრაფიკით:      2 თებერვალს , 16:00  საათ ზე        9  თებერვალს , 16:00  საათ ზე - რეგისტრაცია დასრულებულია ფონდის საკონფერენციო დარბაზში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული კონკურსში მონაწილეებს, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით. დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებში: დირექტორის ბრძანება ; ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში კონკურსის  პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები; შეფასების კრიტერიუმები; სააპლიკაციო ფორმა; ბიუჯეტის ფორმა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულება; საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის #30 დადგენილება; პროექტის გამოგზავნის ინსტრუქცია; საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება კანცელარიაში ხშირად დასმული კითხვები გთხოვთ, კონსულტაციებისთვის მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: ნინო დემეტრაშვილს ელ-ფოსტა: demetrashvili@rustaveli.org.ge ლოლიტა შენგელიას ელ-ფოსტა: l_shengelia@rustaveli.org.ge      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_6745.JPG
18/01/2016 14:48

შეხვედრა ესტონეთის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის წარმომადგენლებთან. შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის (EITK) წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ EITK -ის  გენერალური დირექტორი მარიუს კუნინგასი, ცენტრის მთავარი სპეციალისტი არდო ურმეტი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი. ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხიშტოვანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია.  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხები და განიხილეს  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი  საპროექტო წინადადების განვითარებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/konf.jpg
15/01/2016 15:33

ფონდი აცხადებს 2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსს

საკონფერენციო გრანტების კონკურსის  მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას. კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2016 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე . ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა  საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: cg@rustaveli org.ge 2016 წლის 2 მარტის 16:00 სთ-მდე. 2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ  ამობეჭდილი და ხელმოწერილი „ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდი ს კანცელარიაში ( ალექსიძის ქ. 1, მე-3 სართული) წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 4 მარტის 16:00 საათისა. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.  კონკურსის ადმინისტრირების განრიგი   27.01.2016 16:00 საათი ჯგუფური კონსულტაცია ფონდში 22.02.2016 16:00 საათი ჯგუფური კონსულტაცია ფონდში -  რეგისტრაცია დასრულებულია 26.02.2016 ელ. ფოსტით კოორდინატორებთან ინდივიდუალური კონსულტაციების ბოლო ვადა 2.03.2016 პროექტების ელ. ფოსტით მიღების ბოლო ვადა 4.03.2016 ფონდის კანცელარიაში პროექტების დარეგისტრირების ბოლო ვადა ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზში მისამართი: ალექსიძის ქ. N1,  III სართული. დამატებით ჩატარდება ერთი გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია, რომლის ჩატარების თარიღი და ადგილი გეცნობებათ ვებგვერდის საშუალებით. დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:  მთავრობის დადგენილება; ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პროგრამა და პირობები; განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ; საპროექტო წინადადების ფორმა CV ფორმა ბიუჯეტის ფორმა საპროექტო წინადადების წარდგენის ინსტრუქცია  ხშირად დასმული კითხვები   პროგრამის კოორდინატორები :   დავით ჩიჩუა ელ.ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge ნინო ბიწაძე ელ ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/sazafxulo_skola.jpg
11/01/2016 15:33

ფონდი აცხადებს სეზონური სკოლების 2016 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზნებია: ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და  ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება. კონკურსის ფარგლებში  სეზონური სკოლები უნდა ჩატარდეს 2016 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით. თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  ss@rustaveli.org.ge   2016 წლის 15 მარტის 16:00 სთ-მდე. ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2016 წლის 17 მარტის 16:00 სთ-მდე. დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება. კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 11/01/2016 კონკურსის გამოცხადება; 22/01/2016 16:00 სთ ჯგუფური კონსულტაცია (1); 4/03/2016 16:00 სთ  ჯგუფური კონსულტაცია (2); 29/02/2016 ელ. ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 15/03/2016 16:00 სთ ელექტრონული განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა; 17/03/2016 16:00 სთ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების ფონდის კანცელარიაშიდარეგისტრირების ბოლო ვადა; 27/04/2016 კონკურსის შედეგების გამოცხადება; 3/05/2016-7/05/2016 საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება; დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში: მინისტრის ბრძანება გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პროგრამა და პირობები განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ საპროექტო წინადადების ფორმა პროექტის ბიუჯეტის და გეგმა-გრაფიკი ფორმა პროექტის მონაწილის პროფესიული ბიოგრაფიის ფორმა სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი პროექტის მომზადებისა და რეგისტრაციის ინსტრუქცია ხშირად დასმული კითხვები პროგრამის კოორდინატორები : ქეთი გაბიტაშვილი ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4407) ელ-ფოსტა:  gabitashvili@rustaveli.org.ge ნინო ბიწაძე ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4405) ელ-ფოსტა:  bitsadze@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული  თბილისი 0193 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად