სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსს

22/03/2017 17:49

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ახალგაზრდა მეცნიერს, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში - დანართი 8):

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
  4. აგრარული მეცნიერებები
  5. ჰუმანიტარული მეცნიერებები
  6. სოციალური მეცნიერებები
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები

ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა!

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება - 22 მარტი
  • ჯგუფური კონსულტაციები:
  1. 5 აპრილი 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მისამართი: მ. ალექსიძის ქუჩა #1) - რეგისტრაციის ფორმა
  2. 28 აპრილი 16:30 სთ. - მ. ალექსიძის ქ.#1-ში, 0 სართულზე, საკონფერენციო დარბაზში - რეგისტრაციის ფორმა

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება

  • კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 მაისი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: 4 აპრილი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 მაისი 16:00 სთ.-ის ჩათვლით
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 მაისი 16:00 სთ.-ის ჩათვლით
  • პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: მაისი
  • პროექტების შეფასება -  ივნისი, ივლისი, აგვისტო
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი

ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება!!! 

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: 

 

პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია (ელექტრონული ბაზა გაიხსნება 4 აპრილს და დაიდება დეტალური ინსტრუქცია პროექტების ელექტრონულად რეგისტრაციის შესახებ).

პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები:

ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული).

განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2017 წლის 10 მაისის 16:00 სთ-მდე.

ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება! 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს: 

ნინო ბიწაძე, ელ.ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge 

ვაჟა ლომიძე,  ელ.ფოსტა: lomidze@rustaveli.org.ge

 

 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!