სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg

გამოცხადდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ფონდის ერთობლივი კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“

05/05/2017 18:44

ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“.

კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე საფრანგეთის მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან.

კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თანამშრომლობის არსებობა, რის შედეგადაც უნდა არსებობდეს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია.

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს.

ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი  საგრანტო დაფინანსება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ევროს ეკვივალენტს ლარებში. 

გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის:

  • პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი)
  • სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი
  • კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი.

„სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50% -ს.

CNRS PICS – ის კონკურსის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება 45 წლამდე ასაკის მეცნიერთა ჯგუფებს.

პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ  CNRS-ის ვებგვერდზე: http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article881&lang=en

კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) შემდეგ ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=fr

პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 36 თვეს.

საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 2-ში).

CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 12 ივნისი.

პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივი განაცხადის წარმოდგენის პარალელურად,  საქართველოს  მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში ა.წ. 15 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დისკზე CDR-ზე PDF ფორმატით ჩაწერილი იგივე შინაარსის ინგლისურენოვანი საპროექტო განაცხადი, დამტკიცებული  ფორმით (დანართი 2). ფონდში წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის პარტნიორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა და განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის ორივე ხელმძღვანელის მიერ. ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის  ერთობლივი განცხადება (დანართი 3).

CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკოპლექტებული საკონკურსო კომისია

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

  • 2017 წლის აპრილი - კონკურსის ანონსი;
  • 2017 წლის მაისი - კონკურსის გამოცხადება;
  • 12/06/2017 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში;
  • 15/06/2017 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ;
  • მარტი 2018 - შედეგების დამტკიცება და გამოცხადება

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

  • შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორს - ირაკლი გრძელიშვილს +995 322 200 220 (4406); grdzelishvili@rustaveli.org.ge